მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » სექტემბერი » 29 » Its a Mad Mad Mad Mad World. (1)
3:10 PM
Its a Mad Mad Mad Mad World. (1)
Interesting facts
ნაწილი პირველი/Part 1
იმედი მაქვს მოგეწონებათ 

უცნობი ფაქტები პიცის (Pizza) შესახებ

  • ყველაზე დიდი პიცა, რომელმაც რეკორდი მოხსნა დამზადდა 
    სამხრეთ აფრიკაში 1990 წლის 8 დეკემბერს. მისი დიამეტრი დაახლოებით 35 მეტრი 
    გახლდათ. მის დასამზადებლად კი დაჭირდათ ძალიან დიდი რაოდენობის პიცის 
    ინგრედიენტები, კერძოდ: 500 კგ. ფქვილი, 800 კგ. ყველი და 900 კგ. ტომატ-პასტა. 
    ყველაზე გრძელი პიცა დამზადდა 2004 წლის 19 ნოემბერს. 
    დაუჯერებელია მაგრამ მისი სიგრძე დაახლოებით 16 კილომეტრი 
    იყო და ის გამოტანილი იყო ავსტრალიის ერთ-ერთ ქუჩაში. 
  • ყველაზე ძვირადღირებული პიცა Domenico Crolla-მ დაამზადა, მისი 
    ფასი $300000 გახლავთ.პიცა იმით გამოირჩეოდა, რომ ის შეიცავდა 
    დელიკატურ ინგრედიენტებს, მაგალითად ხიზილალას, ყველაზე 
    ძვირადღირებულ შოტლანდიურ შებოლილ ორაგულს და ა.შ.
  •  
    თუ თქვენ გსურთ გასინჯოთ ან უბრალოდ შეხედოთ ყველაზე "ექსტრავაგანტულ" 
    პიცას მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანს სახელად 
    Bellissima
  • პიცა მისი ორიგინალურობით გამოირჩევა, ფასი გახლავთ - $1000.00, 
    ანუ ერთი ნაჭერის ღირებულება დაახლოებით 125 დოლარია. აღსანიშნავია ისიც, რომ 
    პიცა საკმაოდ ძვირადღირებულ, მრავალფეროვან ინგრედიენტებს შეიცავს. 


ფაქტები ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით 
 

  • ყოველ წელიწადს 1000-ზე მეტ წერილს აგზავნიან იტალიის ქალაქ ვერონაში ჯულიეტას სახელზე, იმიტომ რომეო და ჯულიეტა შექსპირის მიხედვით აქ ცხოვრობდნენ. 
  • ვალენტინობის დღეს 189 მილიონი ვარდი იყიდება როგორც წესი ამ დღეს მამაკაცები უგზავნიან ქალებს ყვავილებს, თუმცა ამერიკაში პირიქითაც ხდება, ქალების 15 პროცენტი მამაკაცს ყვავილებს სწორედ ამ დღეს უგზავნის ამ დღეს 141 მილიონ მისალოც ბარათს უძღვნიან ერთმანეთს მსოფლიოში. 
  • დედამიწის 40 პროცენტი ამ დღეს თავს ცუდად გრძნობს.
  • მხოლოდ ვალენტინობისა და დედის დღის აღსანიშნავად იყენებენ უამრავ ყვავილებს. 
  • ზოგიერთ ქვეყანაში თუ ქალმა ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილ საჩუქარზე თანხმობა განაცხადა ეს თავისუფლად ნიშნავს იმას რომ ის თანახმაა ამა თუ იმ მამაკაცს ცოლად გაჰყვეს. 
  • ვალენტინობის დღეს უამრავი ყვავილი იყიდება თუმცა ყველაზე მოთხოვნადი წითელი ვარდია.



ფაქტები ნაყინის შესახებ  

  • ნაყინი პირველად საფრანგეთში გამოიგონეს, დაახლოებით 17-ე საუკუნეში, თუმცა არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ პირველი საუკუნის რომის იმპერატორმა მთაზე ყოფნის დროს გადაწყვიტა რომ თოვლისთვის არომატიზებული ხილის წვენი უნდა შეერია,თვლიან რომ ნაყინიც პირველად სწორედ მაგ დროს დაარსდა, თუმცა არსებობს იმისი ვარაუდიც რომ ნაყინი საზოგადოებას პირველად მარკო პოლომ გააცნო 13-ე საუკუნეში. 
  • კონუსური ფორმის ვაფლი, რომელიც დამახასიათებელია ნაყინისთვის პირველად სირიაში გამოიყენეს და შექმნეს, თუმცა ამის შემდეგ ეს იდეა გადაიღეს ნიუ იორკში, იტალიაში და სხვა ცნობილ ქალაქებში, სინამდვილეში კი მისი ფუძემდებელი სირია გახლავთ.
  • ჩაატარეს გამოკითხვა თუ რა სახის ნაყინს მიირთმევდნენ ყველაზე ხშირად, აღმოჩნდა რომ 33 პროცენტი ვანილის ნაყინს მიირთმევს, 19 პროცენტი კი შოკოლადის, დანარჩენი პროცენტები კი სხვადასხვა ხილის ნაყინზე გადანაწილდა. 
  • ყველაზე დიდი ნაყინი მსოფლიოს ისტორიაში დამზადდა 1988 წელს კანადაში, გაგიკვირდებათ და მისი წონა 24 ტონა იყო.


ფაქტები მაკდონალდსისა და მისი პროდუქტების შესახებ  

  • მაკდონალდს 100 ქვეყანაში აქვს რესტორანი გახსნილი.
  • ამერიკელების 40 % სახლში საკვების მიღებას, გარეთ ჭამას ამჯობინებს, გარეთ კი ყველაზე ხშირად მაკდონალდს მიირთმევენ.
  • ყოველწლიურად მაკდონალდსის სათამაშოები უფრო გაყიდვადია, ვიდრე სათამაშოების ცნობილი ფირმის R Us-ის დამზადებული სათამაშოები. 
  • მაკდონალდსში ყველა კერძი ქიმიურადაა დამუშავებული და არომატულ დანამატებს შეიცავს. 
  • თითოეული ამერიკელი საშუალოდ ყოველ კვირას 3 ჰამბურგერსა და 4 კარტოფილ "ფრის" მიირთმევს 
  • მაკდონალდსის კაფეებიდან მსუბუქი თუ სერიოზული დაზიანებებით ყოველწლიურად საავადმყოფოში 200 ათასი თანამშრომელი მიჰყავთ. 
  • მათ ვისაც მაკდონალდსში მუშაობა სურთ 750 გვერდიანი ინსტრუქციის წაკითხვა უწევთ 
  • მაკდონალდსის ყველაზე პატარა რესტორანი ტოკიოშია (492 კვადრატული ფუტი).
  • ყოველ 4 საათში ახალი მაკდონალდსი იხსნება.
  • ერთადერთი კონტინენტი სადაც მაკდონალდსი არ არსებობს არის ანტარქტიდა.
  • ყველაზე დატვირთული მაკდონალდსის შენობა მოსკოვში მდებარეობს, ის დღეში 40,000 ადამიანს ემსახურება.
  • უძველესი მაკდონალდსის შენობა 13-ე საუკუნით თარიღდება (ინგლისი)



საინტერესო ფაქტები სოციალური ქსელის ფეისბუქის შესახებ  

  • ფეისბუქს ჰყავს 350 მილიონი აქტიური მომხმარებელი.
  • საშუალოდ ფეიქსბუქში დარეგისტრირებულ ადამიანს ჰყავს 130 მეგობარი.
  • ფეისბუქში დაახლოებით 2.5 მილიარდზე მეტი სურათია ატვირთული.
  • ამერიკელები ხარჯავენ 13.9 მილიარდ წუთს ფეისბუქზე და 5 მილიარდს მაი სფეისზე.
  • ფეისბუქი რომ ქვეყანა ყოფილიყო ის სიდიდით მეხუთე იქნებოდა. 
  • საშუალოდ ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლები 55 წუთს ატარებენ.
  • ფეისბუქზე დარეგისტრირებული მომხმარებლები სულ მცირე 9-ჯერ "ალაიქებენ"რაიმე სურათს ან გვერდს და 25 კომენტარს ტოვებენ ერთი თვის განმავლობაში.
  • ფეისბუქზე დარეისტრირებულ ქალთა უმრავლესობის ასაკი 55 წელია.

სხვადასხვა ფაქტები

  • ზღვის თითოეული წვეთი შეიცავს 1 მილიარდზე მეტ "ოქროს" ატომებს 

  • ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი სამი ლექსისგან შედგება, უბრალოდ მოსახლეობის უმეტესობამ იცის მხოლოდ პირველი. 

  • ყოველ 2 წუთში დედამიწაზე დაახლოებით 3 ადამიანი იბადება, 
თუმცა დაახლოებით 1.3333 კვდება. 

  • ცნობილი დაბადების დღის სიმღერა "Happy Birthday" დაცულია. 

  • დღეს დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ადამიანთა რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 

  • რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მამაკაცებსაც შეუძლიათ მკერდით ბავშვების გამოკვება (:D) 

  • სხვა თითებთან შედარებით ყველაზე მგრძნობიარე საჩვენებელი თითია. 

  • ცაცია ადამიანებს მარცხენა ხელზე ფრჩხილები უფო სწრაფად ეზრდებათ ვიდრე მარჯვენაზე. 

  • თვითმფრინავში ყოფნის დროს თმა ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება. 

  • საუდის არაბეთში არცერთი მდინარე არ არსებობს.

  • თქვენი ცხვირის სიგრძე თქვენი ცერა თითის სიგრძეს ემთხვევა 

  • თუ შენს სიმაღლეს გაყოფ 8-ზე, მიიღებ შენი თავის სიგრძეს 

  • ყველაზე გრძელი სიტყვა ინგლისურად არის Praetertranssubstantiationalistically, 
ის 37 ასოსგან შედგება. 

  • წიგნი სახელად GADFY 1993 წელს შეიქმნა, მასში დაახლოებით 50 000 სიტყვაა. წიგნი იმით გამოირჩევა რომ მასში არცერთხელ არ არის გამოყენებული ასო "e" 

  • ერთ-ერთი სიტყვა ინგლისურში ხმოვნის გარეშე RHYTHM (რითმი) 

  • ინგლისურში ხშირად არის ისეთი სიტყვები რომლის დაწერაც არა მთლიანად არამედ ერთი ასოთიც შეიძლება, ამას სელებრითები თავიანთ კლიპებშიც ხშირად იყენებენ, მაგალითად კეშას სიმღერა We R who we R ( we are who we are) აი მსგავსი სიტყვებიც: 
  • B Bee, C Sea, G Zee, I Eye, Q Queue, R Are, S Yes, T Tea, U You, Y Why 

  • პეპლებს 12.000 თვალი აქვთ, ლოკოკინებს კი 14175 კბილი. 

  • დელფინებს ძილის დროს ცალი თვალი გახელილი აქვთ. 

  • ლურჯ ვეშაპს შეუძლია ერთი დღის მანძილზე 3 ტონაზე მეტი საკვები მიიღოს, თუმცა ამავდროულად შეუძლია 6 თვე მშიერი იყოს.

  • მობილური ტელეფონი ალბერტ კუპერმა გამოიგონა 

  • ყველაზე მეტ ლუდს ჩეხები მიირთმევენ (161 ლიტრი წელიწადში) მეორე ადგილზე ირლანდიერები (117 ლიტრი) მესამე ადგილზე კი გერმანელები (115 ლიტრი) არიან 

  • უძველეს დროს როცა ექიმებმა ადამიანის ორგანიზმში ნერვები აღმოაჩინეს ის მუსიკალურ სიმებს მიამსგავსეს და "ნერვუს" ანუ ნერვი უწოდეს. აქედან მოდის გამოთქმა " ნერვებზე ნუ მეთამაშები " და ასე შემდეგ. 

  • ნორმალური ზომის ფურცლის გადაკეცვა შესაძლებელია მაქსიმუმ 8-ჯერ. 

  • კოცნა უფრო უსაფრთხოა ვიდრე ხელის ჩამორთმევა 

  • ქალის გული უფრო ხშირად ცემს ვიდრე კაცის 

  • ქალები მკერდით სუნთქავენ, კაცები მუცლით. 

  • ლედ ზეპელინის ფანი ისე იყო გაგიჟებული ჯგუფის ერთ-ერთი სიმღერით, რომ ითხოვა ეს სიმღერა მისი სიკვდილის დროს დაეკრათ. თუ გაინტერესებთ გეტყვით რომ ამ სიმღერის სახელი გახლდათ "all of my love"
Daamowma-Missmiller♥-ma
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 806 | დაამატა: ✞Ultraviolet✞ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2013-09-30 Spam
saintereso siaxle iyoo ^^