მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ისევ შევხვდებით ერთმანეთს...
6:29 PM
ისევ შევხვდებით ერთმანეთს...
ისევ შევხვდებით ერთმანეთს... 
რამდენი ხანია ჩანახატი არ დამიდია
სრულიადში ახალი ჩანახატი
რატომღაც დადება მომინდა 
იმედია მოგეწონებათ

Large
იცი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ცოდვაა.... და ორივენი ჯოჯოხეთში მოვხვდებით!... ფეხებზე გკიდია არა??? მეც...
მეც ყველაფერი უკვე....
არ მომწონს შენი ნაქირავები სახლი...არც ოთახი მომწონს...არც საწოლო და არც ის რომ ჭაღის ნაცვლად თეთრ კაბელზე საწყლად ჩამოკიდებული ნათურა ანათებს ჩვენს სხეულებს...
რაღაც უცნაური, სიამოვნებაგანცდილი და მიბნედილი თვალებით მიყურებ... ვგრძნობ შენს მზერას და ვხვდები რის თქმასაც ცდილობ ამ დაჟინებული თვალიერებით.... კიდევ ერთხელ?...კიდევ ერთხელ!....
ჩვენ სექსს არ აქვს "ესთეტიური ღირებულებები".... ადრე ქოდა...ახლა სადღაც გაქრნენ ნაზი გრძნობები და აკანკალებული მუხლები. მარტო ცხოველური ჟინი და მრავალჯერმიღწეული ექსტაზის კიდევ ერთხელ განცდის სურვილიღა დარჩა... არაუშავს მე ესეც მაკმაყოფილებს..... 
გახსოვს რომ მითხარი? ჩვენი მწარე ადგილი უნდა ვიპოვნოთ და იქ დავსახლდეთო??? მე და შენ მუდმივ ბედნიერებას ვერ გავუძლებთ და ჯობს სულ ზომიერ უბედურებაში ვიცხოვროთო???
ახლა მივხვდი რის თქმას ცდილობდი დიდო რევოლუციონერო....
მე არ მჭირდება შენი ძაღლური ერთგულება ჩე!... მირჩევნია მღალატობდე... მირჩევნია ყოველი შეხვედრის შემდეგ უკან მოუხედავად მტოვებდე და ასე ცდილობდე ჩემს დასჯას....
სჯობს ჩვენი საწოლიდან პირდაპირ "შენს საზოგადოებრივ ცხოვრებას" დაუბრუნდე, ვიდრე დარჩე და.... მერე დამადანაშაულო იმაში რომ "ოჯახის დანგრევა გაიძულე"
Large
პარადოქსია არაა??? რომ დავფიქრდეთ ოჯახის დანგრევა კი არა შექმნა გაიძულე, მე სულელმა.....
ხომ იცი, არ მჭირდება "კეკლუცური ბედნიერება".... დაე, ნუ იტყვიან ფანჯრებსგაკრული მეზობლები რომ კარგი წყვილი ვართ.... ნუ შეშურდებათ დაქალებს... ნუ იამაყებენ მშობლები... ნუ გვეყოლება შვილები... ნუ დაგისხავ ჩაის ან ყავას სამსახურში წასვლის წინ...... ნუ დაგელოდები გვიანობამდე თუკი სახლში მოსვლა დაგაგვიანდება....
მერქვას !!! მერე რა?.... მეძავობაზეც კი თანახმა ვარ თუკი პირადად შენი მეძავი ვიქნები...
დამიძახე როცა დაგჭირდები.... ყველაფერს დაუფიქრებლად მივატოვებ და შენთან მოვალ...
მეც დაგსჯი ხოლმე ჩემებურად, რა თქმა უნდა!.... მიყვარს შენი ჩაწითლებული თვალები და ის რომ თავს ვერ იკავებ...
რა გგონია თმა ნახევარი მეტრით იმიტომ "შევიმოკლე" რომ მოდაშია??? სულელო.... ეს იმიტომ გავაკეთე რომ შენ გამებრაზებინე!!! ხომ გიყვარდა ჩემი დალალები???.... ჰოდა აღარაა დალალები....ფაფუ!!!
როგორ მეძახოდი ხოლმე??? აჰ გამახსენდა..... როცა თმა გაშლილი გაქვს, შენი სახე მთვარის მოვანებას მაგონებსო...
კომპლიმენტებში ყოველთვის მაგარი იყავი ჩე!.... იცოდე, სხვა ქალს რომ დაუძახო მთვარის მოვანება, ვიგრძნობ და გული გამიჩერდება.... შენს ცოლს რომ ის სიტყვები უთხრა რომლებსაც მე მეუბნებოდი, მოვკვდები....
დღეს ოთხშაბათია და ტანზე შენი სურნელი ამდის..... ერთი კვირა უნდა გაუძლო შენს მონატრებას, რომელსაც ხშირ შემხვევაში ფიზიკური ტკივილის სახე აქვს და...... შემდეგ ოთხშაბათს ისევ გნახავ, ჩვენს ნაქირავებ ბინაში რომელიც არ მომწონს. არც ოთახი მომწონს....არც საწოლი.... არც ნათურა....
ერთი პერიოდი ვფიქრობდი, ორჰან ფამუქივით "უმანკოების მუზეუმი" ხომ არ შევქმნათქო.... გამოვფენდი შენს გატეხილ გიტარას, გაწყვეტილ ძეწკვს, სიგარეტის ცარიელ კოლოფს, ოდეკოლონის დაცლილ ფლაკონს......
კარგი ჰო, ნუ დამცინი!!!! ვიცი რომ სისულელეა...... სად ჩვენ და სად სიტყვა უმანკოება არა????......
სასაცილოა მართლა! უმანკოების გარდა მგონი ყველაფერი ვართ, მე და შენ....
იცი ამ ყველაფერს რატომ ვწერ??? რა თქმა უნდა არ იცი..... რომელი კაცი მიხვდება რატომ იწერება "უცნობი ქალის წერილები"????..... ვერც შენ ვერ მიხვდები ვერაფერს..... შენი "მამაკაცური ბუნება" გაბრმავებს, გაყრუებს და გადებილებს...
აი ის ბავშვები კი რომლების ამ ჩანახატს წაიკითხავებ,გამიგებენ..... უფრო სწორად კი გაიგებენ რომ, არ ღირს.... არ ღირს შეიყვარო ვინმე ამ დამპალ სამყაროში....

თავს მიხედე დიდო რევოლუციონერო და არ იდარდო!!!!...... შემდეგ ოთხშაბათს ისევ შევხვდებით ერთმანეთს...

 

იმედია მოგეწონებათ
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 691 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-04-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  აპრილი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz