მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » Irina ShaYk))
5:21 PM
Irina ShaYk))
Irina ShaYk
Irina Shayk-ის გულახდილი ინტერვიუ 
- სად დააგემოვნა მოდელმა ხინკალი?!

 

Irina Shayk-ი - წარმოშობით რუსი, ამჟამად კი უკვე მსოფლიო დონის სუპერმოდელი, წარმატბული კარიერის გარდა წარმატებული პირადი ცხოვრებითაც თავისუფლად დაიკვეხნის.
 

 26 წლის ასაკში მოპოვებული წარმატება და დიდება Irina-ს სრულიად დამსახურებული მიაჩნია და ჯერ კიდევ პატარა ასაკში ჩადებულ აურაცხელ შრომას და თავდადებას აბრალებს
თუმცა, ამჟამადაც საქმის ერთგულებით გამოირჩევა და როგორც თავად ამბობს, გრაფიკში თავისუფალი ერთი წუთის პოვნაც კი უჭირს - თვით საყვარელი მამაკაცისთვისაც კი... 
მერე რა რომ ეს მამაკაცი Cristiano Ronaldo-ა - მრავალი ქალბატონის ოცნების ფეხბურთელი.
ერთერთ პოპულარულ გამოცემასთან ინტერვიუში Shayk-ი სრულიად გულახდილი გახლდათ - თავისი ცხოვრების სტილზეც უპრობლემოდ ისაუბრა და არც ის ფაქტი დაუმალავს, რომ ფასთ ფუდითა და არაჯანსაღი საკვებით საკმაოდ ხშირად ნაყრდება. 
”საბედნიეროდ, გენების დამსახურებით, წონაში მატებისკენ მიდრეკილება არ მაქვს. თუმცა, ეს ყველაფერს როდი ნიშნავს, მთავარია ბალანსი დაიცვა. ნიუ იორკში ვცხოვრობ და აქ ყოველდღიური ვარჯიშები უკვე ცხოვრების სტილია. მეც ვვარჯიშობ - ასე რომ თუკი კვირა დღეს გადავწყვეტ, რომ ფასტ ფუდით ვისადილო, ის ნიშნავს, რომ წინა 6 დღე ვარჯიშში მაქვს გატარებული” - ამბობს Irina. 

მადრიდის "რეალის” თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდუს მეგობარმა გოგონამ, ცნობილმა რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა ხინკალი დააგემოვნა. როგორც აღმოჩნდა, შეიკს თან ქართველი მეგობრებიც ახლდნენ.  ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში შეიკის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელდა.

ფოტოს ასეთი მინაწერი აქვს: "მშიერ რუს და ქართველ გოგოებზე საშინელი არაფერია”.

გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალას.
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 811 | დაამატა: wild❤child | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-04-29 Spam
<3 chemeeeeee