მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 18 » ირანში "ბარბის" გაყიდვა აკრძალეს, ჩადრიანი ”სარა” კი ცუდად იყიდება
0:04 AM
ირანში "ბარბის" გაყიდვა აკრძალეს, ჩადრიანი ”სარა” კი ცუდად იყიდება
ირანის პოლიციამ ქვეყანაში თოჯინა ბარბის გაყიდვა აკრძალა. ამის შესახებ თეირანის თოჯინების მაღაზიათა მფლობელები იუწყებიან. პოლიციამ მათ ამერიკული კომპანია Mattel-ის წარმოების პოპულარული თოჯინის, ბარბის გაყიდვიდან ამოღება მოსთხოვა. 
"ბარბის" გაყიდვის აკრძალვა პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება დასავლური კულტურის ”დამღუპველი გავლენის” წინააღმდეგ ომს უწოდებს.

ბარბი ისლამური კულტურისთვის შეუსაბამოდ ჯერ კიდევ 1996 წელს გამოაცხადეს, თუმცა დღემდე ამ თოჯინების გაყიდვა არ აუკრძალავთ.

2002 წელს Mattel-ის პროდუქციაზე მოთხოვნის შესამცირებლად, ირანში თოჯინები სარა და დარა გამოუშვეს. ამასთან, სარა ისლამური ტრადიციების შესაბამისად იყო შექმნილი - თოჯინას ტანისამოსი სხეულს მთლიანად უფარავდა, თავზე კი თავსაფარი ეკეთა. გამყიდველები აღნიშნავენ, რომ ეს თოჯინები ირანელებს შორის პოპულარობით არ სარგებლობდა.

დასავლური კულტურის წინააღმდეგ ბრძოლა ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ - 1979 წელს დაიწყო. იმ დროიდან ქვეყანაში უცხოურ მუსიკასა და თანამგზავრულ ტელევიზიაზე აკრძალვა ვრცელდება.
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 708 | დაამატა: belieberi | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-04-23
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz