მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 35

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1548

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1056

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 22 » იოგას სახლი
6:35 PM
იოგას სახლი
 Yoga Hous
უცილებლად შემოდით! <3 დაგჭირდებათ^^




იოგას სახლი
ზოგს იოგა რელიგიური მიმდინარეობა გონია, არადა ფილოფოსია და ფიზიკური დისციპლინაა, თანაც ახლა უკვე მოდურიც:)

გიორგი ბერძენიშვილის იოგას სტუდია იოგას სახლიპირველი იოგას ცენტრია საქართველოში.
"იოგას სახლი" საერთაშორისო იოგას ფედერაციისწარმომადგენლია საქართველოში. მაღალი პროფესიონალიზმი და დიდი გამოცდილება ჩვენი ჯანმრთელობისა და სილამაზის სამსახურშია. გვთავაზობენ მრავალფეროვან იოგას პროგრამას. ფიტნეს-იოგა, სანკურნალო-გამაჯანსაღებელი იოგა, იოგა სტრესის წინააღმდეგ, იოგა ბავშვებისთვის.

იოგას სახლი 
facebook.com/pages/იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია


იოგა ფსიქო და ფიზიკური დისციპლინისგან შედგება. საზოგადოებაში იოგას მიმართ გამოთქმული მითქმა-მოთქმის მიზეზი რელიგიური მხარე იყო, ახლა ნათელია რომ საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია ემიჯნება რელიგიურ პროპაგანდას, კერძოდ აღმოსავლური მიმდინარეობის. იმისდა მიუხედავად რომ იოგა იმთავითვე იყო აღმოსავლურ რელიგიებთან მჭიდრო კავშირში დღეს საერთაშორისო ფედერაცია იოგის მედიტაციური ვარჯიშებს იყენებს ფიზიკური და სულიერი გაჯანსაღებისთვის, ადამიანს საკუთარ სულიერ სამყაროში ახედებს, რაც არ არის დამოკიდებული მის რელიგიაზე. საქართველოში, როგორც ევროპასა და ამერიკაში დანერგილია იოგის დახვეწილი ფორმაა, რომელიც გამიჯნულია აღმოსავლური, ტიბეტური თუ ინდური საკულტო მედიტაციისგან. თვითჩაღრმავების ეს ფორმა მისაღები და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის.



როგორც გიორგი ბერძენიშვილი ამბობს ძირითადად იოგას სახლში მისული ახალგაზრდების უმეტესობა საკუთარ ასაკთან შედარებით ფიზიკურად შეუსაბამოდ გრძნობს თავს, რაც გამოხატება როგორც წონის პრობლემაში, ასევე ხერხემლის, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და სასუნთქი გზების პრობლემებთან. იოგის მიზანია გააჯანსაღოს და სასიამოვნოდ განტვირთოს ჩვენი სხეული, გახდეს უფრო მოქნილი და პლასტიური, მოგვანიჭოს სულიერი სიმშვიდე და გამოაღვიძოს ჩვენში დაფარული პოტენციური ენერგია, რომელსაც შემდგომ ჩვენდა საკეთილდღეოდ მივმართავთ და ცხოვრების ჯანსაღ წესად ვაქცევთ..

იოგას ვარჯიშის სირთულის დონე და დატვირთვა: 

საკითხი ვარჯიშების სირთულის ან გამოცდილ ჯგუფთან ვარჯიშის შესახებ. გასაუბრების შემდეგ ცენტრში მიიღებენ რეკომენდაციას თქვენთვის შესაბამისი კლასის შესახებ. საწყისი კლასები არის იოლი, მაგრამ ინტენსიურ კლასში დატვირთვა უფრო მეტია ვიდრე ფიტნესში. 


ვარჯიშისას მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს. ნუ შეეჯიბრებით სხვას. არ არის აუცილებელი რთული ვარჯიშების შესრულება, ჯანმრთელობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. იქონიეთ მოთმინება. ვარჯიში ნელა, ყურადღებით და ზუსტად შეასრულეთ. ნუ შეასრულებთ გაჭიმვებს ტკივილის შეგრძნებამდე, დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი და თანაბარი გაჭიმვები.

არ დააძალოთ თქვენს თავს იმაზე მეტი, ვიდრე შესაძლებელია. მეორეს მხრივ კი, სულ მუდამ პროგრესზე უნდა იყოთ ორიენტირებული.
 მიზანდასახულად უნდა მიუდგეთ ვარჯიშებს და ეცადოთ დღითიდღე გააუმჯობესოთ შედეგი. ამისთვის ძალისხმევა შეიძლება არც სახლში დაიშუროთ. ვარჯიში რომელიც დარბაზში ცუდად გამოგდით, შეგიძლიათ ცალკე დაამუშაოთ და ამას ყველაფერს ინსტრუქტორი აგიხსნით.



მეცადინეობებს ატარებენ საერთაშორისო ფედერაციის მიერ სერთიფიცირებული ინსტრუქტორები! 

1 თვის აბონიმენტის (12 ვარჯიში) საფასურია 100 ლარი. 
სტუდენტებზე მოქმედებს 20% ფასდაკლების აქცია!
დეტალურად მეცადიონებების განრიგს და ტარიფებს იხილავთ >> ლინკზე <<

იოგას სახლი 
facebook.com/pages/იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია





იოგას სახლში ამჟამად ვარჯიშობენ რეალითი შოუ Top გოგო -ს მონაწილე მოდელები.
იხილეთ ფოტოები ალბომში: "TOP გოგო" Yoga House-ში





შოუს მონაწილე გოგოები Evija Vilistere და Yulia Mikhailovna უკვე კარგად ფლობენ იოგას.




ჩანაწერები სტუმართა წიგნიდან yoga.ge/fbcomments :

იოგას სახლი

Elene Kavtaradze: "დიდ სტიმულს მაძლევს! ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ იმედი მაქვს დროთა განმავლობაში გამომივა და კიდევ უფრო კარგ შედეგებს დავინახავ.
დაძაბული დღის რეჟიმის დაწყების წინ ენერგიით ვივსები და დღეც ბევრად უფრო ხალისიანია... ამასთანავე, იოგას ვარჯიშები განსაკუთრებულად რთულ პერიოდში დამეხმარა დამეძლია ჩემი სულიერი მდგომარეობა..... მადლობა გიორგის იმისთვის, რომ ასეთ სასიამოვნო აურას გადმოგვცემს და ჩვენც დადებითი ენერგიით გვმუხტავს! ”

Nino Gogoladze: "იოგა ჩემთვის საუკეთესო გზაა განტვირთვისთვის და ამავდროულად ენერგიით მავსებს”
იოგას სახლი

Natia Tatia: "2 თვეში 2 კილოგრამი დავიკელი უდიეტოდ და სასიამოვნო ვარჯიშით; მთელი სიამოვნებაა ყოველი დილის იოგით დაწყება, სტიმულს და მოტივაციას მაძლევს, თავდაჯერებულობასაც მმატებს, განწყობასაც მიმაღლებს. მოკლედ, არ ინანებთ..”.





იოგას სახლი

Teona Isiani: "1 თვეა დავდივარ იოგას სახლში და გასაოცარი შედეგი მაქვს. აქამდე მაწუხებდა ხერხემლის პრობლემები, მიმძიმდებოდა ფეხები, მალე ვიღლებოდი და მტკიოდა მთელი ზურგი– ეს ყველაფერი სულ რაღაც 1 თვეში მოგვარდა. გარდა ამისა კიდევ უამრავ პრობლემას აგვარებს, ყველას გირჩევთ იაროთ და გამოცადოთ ყოგას საიდუმლოება საკუთარ თავზე. ალბათ მთელი გვერდი არ იქნება საკმარისი რომ ჩამოვთვალო რამდენ რამეს უხდება. (ნევროზი, უძლობა, კუჭნაწლავის პრობლემა, სქოლიოზი, ნივთიერებათა ცვლა და ა. შ.) მადლობა გიორგის რომ ესე ყურადღებით გვავარჯიშებს და მისი დახმარებითსწორად ვვარჯიშობთ, რითაც ბუნებრივია გვაქვს გასაოცარი შედეგი.”




Nino Cholokashvili: "I would advise Yoga courses to all business people, because they will definitely feel more relaxed and calm after a hard working day. Yoga training really helps your business because you are then refreshed and able to gain strength during the working day or even during important meetings.” (ამონარიდი ჟურნალიდან The FINANCIAL)

Nino Vashakidze: "Yoga is not intensive and is easily combined with a working schedule. You are not tired after Yoga and are able to go anywhere and even have fun in the evening following the training” (ამონარიდი ჟურნალიდან The FINANCIAL)


იოგას სახლი 
facebook.com/pages/იოგას-სახლი / www.yoga.ge
მისამართი: რ. თაბუკაშვილის 46; ტელეფონი: 298 25 16; 555 11 52 88;
იოგას საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი - საქართველოს იოგას ეროვნული ფედერაცია

წყარო: angel.ge
 
კატეგორია: ♥ ჯანმრთელობა | ნანახია: 434 | დაამატა: Mrs♥Cupcake | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
2013-02-22 Spam
3. Tày Sama   ( Tày[??????]

sainteresoaa dzaan)



2013-02-22 Spam
ოხხ რაში მჭირდება :დ
ისე ძაან მაგარი სიახლეაა ♥



2013-02-22 Spam
kargia))



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2017-09-22
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  თებერვალი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz