მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 6 » I Lose Love...!!!
0:54 AM
I Lose Love...!!!
I Lose Love...!!!
Chapter 4



ოთახის კარები მივკეტე და ლოგინზე დავწექი.თვალები ჭერს მივაპყრე და არეული ფაქტების დალაგება დავიწყე. 
ახლა ისინიც აღარ მოინდომებენ ჩემთან მეგობრობას,როგორც სხვები.ყველას ვატყუებ,რომ ჩემი ემოციები დავმალო. 
ჯანდაბა! სულ არ მინდა მათი დაკარგვა,მაგრამ ჩემს დანახვასაც არ მოინდომებენ,გიჟი ვეგონები.
ამოვიხვნეშე და წამოვდექი,კარადები გადავქექე,მაგრამ თეთრი ფხვნილი ვერსად ვერ ვიპოვე. 

ჩავიცვი კლუბში წასვლა გადავწყვიტე ახლის საყიდლად. 
კარები გამოვაღე ქვემოთ ჩავედი,ყველა წასული დამხვდა მისაღებშიც არავინ დამხვდა.
შემოსასვლელი კარები ჩუმად მოვკეტე და გარეთ გავედი. 
-ჰაჰ,რატომ მეგონა,რომ რომელიმე ჩემს ოთახში ამოვიდოდა და დამამშვიდებდა-გავიფიქრე.ჩემთვის ჩავიღიმე და თავი გავაქნიე-დებილი ვარ,ყველასი როგორ უნდა მჯეროდეს. 
კლუბისკენ გავიქეცი.დაცვამ უპრობლემოდ გამიშვა,რადგანაც უკვე მიცნობდა.შევედი და ბარისკენ წავედი. 
-არაყი მომეცი-სკამზე დავჯექი და ნიკს(ბარმენი) გავუღიმე 
-ახლავე-თვითონაც გამიღიმა და არაყი დამიდო.გადავკარი.ყელი ჩამეწვა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია და ნიკს გავხედე. 
-წამალი გაქვთ?-ოდნავ ჩუმად ვკითხე. 
-კი-თავი დამიქნია-პაულის კაბინეტში შედი თავი დავუქნიე და კაბინეტისკენ წავედი.კარები შევაღე და თავი შევყავი. 
-მოდი ემილი-გამიღიმა პაულმა და მეც შევედი. 
-წამალი გაქვთ?-ვკითე,როცა მოვიკითხე 
-კი-თავი დააქნია და წამოდგა. 
-3 კვირის სამყოფი მომე-გავუღიმე. 
წამალი უცებ გაამზადა და ხელში დამაკავა. 5000$ მაგიდაზე დავუდე და კაბინეტიდან გამოვედი. 
ცოტა ხნით ბარში დავრჩი,როცა საკმაოდ მთვრალი ვიყავი სახლში წამოვედი. ფეხზე გავიხადე ზემოთ ავბარბაცდი.ჰარის ოთახში შევედი და გაღვიძება დავუწყე. 
-ჰარიი-დავუძახე და შევანჯღრიე. 
პასუხი არ გამცაა.
-ჰარიი-ოდნავ ავუწიე ხმას. 
ისევ არ გამცააააა
-ჰარიიი-ვიყვირე და უფრო მაგრად შევანჯღრიე. 
-რა მოხდა?-ბალიშიდან თავი წამოყო. 
-არაფერი,შენთან დავწვები რაა-შევეხვეწე 
-მთვრალი ხარ?-მკითხა გაკვირვებულმა. 
-ჰო-თავი დავუქნიე და ტუჩები ავილოკე. 
-დასაბანად შედი-წამოდგა და თავზე დამადგა 
-არა რაა,მეძინება-ლოგინზე გადავწექი. 
-არა,ჯერ დაიბანე . შარვლის ღილი გამიხსნა და ჩამიწია. წამომაყენა და ჯემპრი გამხადა,ბოლოს მის წინაშე საცვლების ამარა ვიდექი. 
ხელები მომკიდა და აბაზანაში შემიყვანა.ცივი წყალი მოუშვა მე კი მის ქვეშ დამაყენა. წამოვიკივლე და კაბინიდან გამოვხტი. 
-ძაან ცივია-ვუთხარი და ხელები მოვისრისე. 
-არაუშავს,გამოფხიზლდები-ისევ შემაგდო,მაგრამ ახლა თვითონაც შემოვიდა და ხელები ძლიერად მომხვია,იმდენად ძლიერად,რომ ვეღარ ვსუნთქავდი. 
-ჰარი-ამოვიხავლე გაჭირვებით 
-მმ...?-არც განძრეულა 
-ვერ ვსუნთქავ-ხმამაღლა ვთქვი. ხელები მოადუნა და ზემოდან დამხედა. 
არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ ცოტა ხნის მერე ხელები სახეზე მოვკიდე და ნაზად ვაკოცე.თვითონაც კოცნით მიპასუხა,ხელები წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა.მე კი თითები თმებში შევუცურე და მაგრად მოვუჭირე. ცოტაზე წამოვიკვნესე,როცა თითები ქვემოთ ჩააცურა და უკანალზე მომიჭირა. მისი დიდი ვარდისფერი ტუჩები,ჩემსაზე იდეალურად მოძრაობდა და კრუნჩხვებში მაგდებდა. 
ჰარიმ ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა,მე კი უკან და ცივ კედელთან მიმაყენა.ამ უეცარმა შეხებამ შემაკრთო და კოცნა შევწყვიტე. 
-მაპატიე,შემთხვევით მომივიდა-სუნთქვა გახშირებულმა ძლივს ამოახველა 
-მგონი დროა ცხელი წყალი მოუშვა და გახვიდე. თავი არ ამიწევია ისე ვუთხარი,ცოტა არ იყოს შემრცხვა ჩემი საქციელის.
ხელი ნიკაპქვეშ ამომადო და თავი ამაწევინა,მაგრამ მე მზერას მაინც ვარიდებდი.ჩუმად ჩაიხითხითა,სწრაფად მაკოცა და კაბინიდან გავიდა. საცვლები გავიხადე,თბილი წყალი მოვუშვი და ნორმალური დაბანვა დავიწყე. მალევე გამოვედი პირსახოცშემოხვეული.ჩემი ნივთები ავიღე და ჩემს ოთახში გავედი. კარადიდან ახალი საცვლები და საღამური გამოვიღე და სწრაფად ჩავიცვი. 
ძილ-ბურანში ვიყავი,როცა გავიგე თუ როგორ შემოვიდა ჩემს ოთახში ჰარი. ცოტა ხანი კარებში იდგა,ალბათ აინტერესებდა მეძინა თუ არა.თავი მოვაჩვენე ვითომ მეძინა,მაინტერესებდა რას იზამდა. 
როცა დარწმუნდა,რომ ღრმად მეძინა ჩემსკენ წამოვიდა და გვერდით მომიწვა.მისმა ამ საქციელმა გამაკვირვა,მაგრამ ამავდროულად ძალიან მესიამოვნა.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 725 | დაამატა: Irinka✘ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2013-12-08 Spam
exla wavikitxe sul da kaia magram estei patara tavebi ??? tan arc ise male ???