მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 29 » I Lose Love..!!!
4:15 PM
I Lose Love..!!!



Emily’s Book.
დრო უსაშველოდ იწელებოდა.ჰარი საყვარელი ბიჭი იყო,მაგრამ უცნაურად მიყურებდა,თითქოს რენტგენს მიტარებსო.
-მე წავალ,სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა-არც გამიღიმია ისე,ზერელედ ვუთხარი და წამოვდექი.
ოთახში ავედი და კაბა გავიხადე.შემდეგ სააბაზანოში შევედი,მაკიაჟი მოვიშორე და საცვლებით დავბრუნდი ოთახში.სასიამოვნო სუნი ვიგრძენი ოთახში და თვალები უცებ გავახილე.
ჩემს საწოლზე ჰარი იწვა და შპრიცს ათვალიერებდა,რომელშიც წამალი უნდა ჩამესხა.ჩემს შემოსვლაზე შემომხედა და ამათვალიერა.მზერა ჩემს ტატუზე შეაჩერა,რომელიც მკერდს ოდნავ ქვემოთ მეკეთა და გაეღიმა.
-რაა?-ვკითხე გაკვირვებულმა
მას არაფერი უპასუხია ზედა აიწია და მისი ტატუ მანახა.ზუსტად ჩემნაირი პეპელა იყო,ოღონდ უფრო დიდი ზომის.მეც გამეღიმა და ზედა ჩევიცვი.
-ჩემს ოთახში რას აკეთებ?-ვკითხე და სანთებელა ავიღე წამლის გასაკეთებლად
-არაფერს,უბრალოდ შენი უკეთ გაცნობა მინდოდა-გამიღიმა
-კარგი მაშინ დროზე მკითხე რაც გინდა,თორემ მერე დამეძინება-წამალზე მივუთითე და ტუმბოზე შემოვდე,მე კი გვერდით მივუჯექი და საბანში შევძვერი.
-მაინტერესებს წამალს რატომ იკეთებ-ჩუმად დაიწყო
-რამდენი საიდუმლოს შენახვა შეგიძლია და სანამდე?-ვკითხე და გავხედე
-თუ იმ ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ვინც მიყვება მაშინ ბევრის და მთელი ცხოვრების მანძილზე-მითხრა და სევდიანად გამიღიმა
ცოტა ხნით გავჩუმდი,არ მინდოდა მისთვის ყველაფრის მოყოლა,მაგრამ მის მიმართ რაღაც ნდობას ვგრძნობდი და ამიტომ ჩუმად დავიწყე.
-15წლის რომ ვიყავი,მე და დედა ჩემი პირველი სპექტაკლიდან მოვდიოდით,გზაში მელაპარაკებოდა,თუ რა კარგად შევასრულე ჩემი როლი,მაგრამ უცებ საიდანღაც მანქანა გამოვარდა და მას დაეტაკა,მე ცოტა მოშორებით მოვდიოდი,ახლაც მახსოვს ის მომენტი სისხლში როგორ ცურავდა,გაოგნებული ვიდექი და ვერაფერს ვაკეთებდი,ბოლოს როცა ცოტა აზრზე მოვედი სასწრაფოში დავრეკე.ექიმებმა მისი გვამი საავადმყოფოში წაიღეს და მამას დაურეკეს.ერთი წელიც არ იყო გასული დედის სიკვდილიდან,რომ მამას ვიღაც ქალი შეუყვარდა და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა,ის კი გამუდმებით მეუბნებოდა მისთვის გამიგეო,მაგრამ როგორ უნდა გამეგო მისთვის?-სიბრაზის ცრემლები წამომივიდა-ამიტომაც გავხდი ცუდი გოგო,ღამით კლუბებში ვიპარებოდი მეგობრებთან ერთად.16-ის ვიყავი,როდესაც პირველად გავსინჯე ნარკოტიკი და მომეწონა ის შეგრძნება რასაც მაშინ ვგრძნობდი.პერიოდულად ვიკეთებდი წამალს. ორგანიზმი ამ ყველაფერს შეეჩვია და მის მერე წამალას სულ ვიკეთებ...ამიტომ ვიკეთებ წამალს-ცოტა ხნის მერე დავაყოლე და მას გავხედე.
-ვწუხვარ-მხოლოდ ეს მითხრა და ჩამიხუტა.ხელები მოვხვიე და თავი მკერდზე დავადე რამოდენიმე წამში ცრემლებად ვიქეცი,ის კი თავზე ხელს მისვამდა და მამშვიდებდა.
-Your hand fits in mine 
Like it's made just for me 
But bear this in mind 
It was meant to be 
And I'm joining up the dots 
With the freckles on your cheeks 
And it all makes sense to me
-სიმღერის ღიღინი დაიწყო მეც გავჩუმდი 
-გმადლობ-ვუთხარი და გავუღიმე.
-რისთვის?-გაუკვირდა
-იმისთვის,რომ მომისმინე,პირველი ხარ ვისაც ეს ყველაფერი მოვუყევი-ლოყაზე ვაკოცე-და ხო ზედისთვის ბოდიში-ჩემი საქციელის უცებ შემრცხვა და საუბრის თემა გადავიტანე.
-ზედას არაუშავს-გამიღიმა-გინდა ამეღამ აქ დავრჩე?-მკითხა ცოტა ხნის მერე
მისმა ამ შემოთავაზებამ შემაკრთო,მაგრამ არ შევიმჩნიე
-რავი,როგორც გინდა-მხრები ავიჩეჩე და წამოვდექი.
სააბაზანოში გავედი და თასმა მოვიჭირე,ვენაში ნემსი უნდა ჩამესო,როცა ზურგზე ცხელი სუნთქვა ვიგრძენი.
-რა მოხდა?-ვკითხე ჰარის სარკიდან
-არ გაიკეთო-თითქმის შემეხვეწა
მე თავი ჩავხარე ჯერ წამალს შევხედე შემდეგ კი ისევ ჰარის.მან ხელი ნელ-ნელა წამოიღო ჩემი ხელისკენ და წამალი გამომართვა შემდეგ კი ნიჟარაში ჩაასხა.ამაზე თვალები გამიფართოვდა.
-შენ კარგად ხარ?-მისკენ მივტრიალდი-წარმოდგენა მაინც თუ გაქვს ამაში რამდენ ფულს ვიხდი-ხმას ავუწიე
-არა და არც მაინტერესებს-უდარდელად მითხრა
-შენ გაკლია ხო?-წარბები შევჭმუხნე.
-კარგად მომისმინე-მხრებში ჩამავლო ხელი და სახე სახეთან მომიტანა-შენი აზრით დედაშენს მოეწონებოდა ეს საქციელი,რასაც შენ აკეთებ?ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ,როგორ ტანჯავ მას?შეიძლება შენ მას ვერ ხედავ,მაგრამ ის შენს გვერდითაა.დაფიქრებულხარ ამაზე?მაშინ დაფიქრდი-მოაყოლა,როცა თავი გავიქნიე.
თვალები გავახილე და მის ღრმა მწვანე თვალებში ჩაკარგულმა,ვერ გავაცნობიერე როდის მაკოცა,მაგრამ მაშინ გამოვფხიზლდი,როცა მისი ენა ჩემს პირში ვიგრძენი,ხელები კისერზე მოვხვიე,მთელი ტანით ავეკარი და მეც ვაკოცე.
ხელები უფრო ქვემოთ ჩამიცურა და ჰაერში ამიტაცა,მაგრამ უცებ გონს მოვეგე და კოცნა შევწყვიტე.
-არა-თავი გავიქნიე და ისევ ოთახში დავბრუნდი.საწოლში ჩავწექი და დავიძინე.
Harry’s Book
გაოგნებული გამოვედი სააბაზანოდან,უარი მითხრა.პირველია ვინც უარი მითხრა ჩემს მოფერებაზე.ასეთ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა ოთახში გავედი და ემილის მოვკარი თვალი,რომელიც საწოლში ბორგავდა.არ ვიცი რატომ მაგრამ გვერდით მივუწექი.ხელი წელზე მოვხვიე და თავი მის თმებში ჩავრგე.უცებ გაჩერდა და ლაპარაკიც შეწყვიტა.მეც თვალები დავხუწე და დავიძინე.

იმედია მოგეწონათ :*
დააკომენტარეთ ))
მიყვარხართ ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 771 | დაამატა: Irinka✘ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2013-11-30 Spam
Dzaan kargia ♥