მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » I Left My Heart In London...♔
9:13 PM
I Left My Heart In London...♔


ბენს ნაბიჯები ერეოდა, სიმთვრალე ახლა უფრო ეკიდებოდა, მაგრამ გულმა იცოდა საით უნდა წასულიყო და ახლა ის მართავდა ბენის სხეულს, ჩუმათ ქურდივით ფანჯრიდან შეიპარა ნინას ოთახში, ორჯერ დაეჯახა კამოდს ჩაბნელებულ ოთახში, ბოლოს სავარძელში ჩაჯდა და კარებს მიაშტერდა, კარებს საიდანაც მისი ცხოვრების უკვე განუყოფელი ნაწილი უნდა შემოსულიყო. ნინამ მძღოლს ფული გადაუხადა და სახლის კარებზე მიაზარუნა, იმდენად იყო დაბნეული რომ აღარც ახსოვდა სახლის გასაღები თან რომ ქონდა, კარები მომღიმარმა ემმა გაუღო
-როგორც იქნა ჩვენი დაკარგული გამოჩნდა (მარიამს გასძახა ემამ, რომელიც სამზარეულოში სენდვიჩებს აკეთებდა)

ნინამ ყალბად გაუღიმა და სამზარეულოსკან აიღო გეზი, ემაც უკან გაყვა
-ბიჭები სახლში არიან ? (უინტერესოდ იკითხა, ისე მოვალეობის მოხდის მიზნით და მაცივრის კარი გამოაღო)
-არა ბენთან წვაიდნენ კალათბურთი უნდა ვითამაშოთო (ემა)

-ეგენი რაღაც ძაან ჩაბრატდნენ (ქართულად ჩაიბურტყუნა ნინამ)
-რა გჭირს ? (მარიამი)
-არაფერი უხეშად უპასუხა ნინამ, მაცივრის კარი მიხურა და მისაღებში გავიდა
-ჰეი, რა მოხდა ? (ახლა ემა მიუჯდა გვერდით)

ნინამ ვეღარ მოითმინა, აღარ შეეძლო ამდენის ატანა, ვიღაცისთვის უნდა ეთქვა გაემხილა მისი გულში რაც ხდებოდა
-დღეს ბენი ვნახე (ამოიხვნეშა)
-მერე (თვალები გაუფართოვდა ემას, მარიამი კი რაკეტასავით გამოვარდა სამზარეულოდან)

ნინამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა გოგოებს, მათი დიალოგი, თითოეული სიტყვა, არაფერი გამორჩენია
-გასაგებია (ემა მხოლოდ ამ სიტყვით შემოიფარგლა)
-რატომ უთხარი უარი ? (გაბრაზებულა კითხა ნინას)
-აბა რა უნდა ექნა შენი აზრით ? (შეუტია ემამ) საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს ეს ერთი, მეორეც იქნებ მომავალი გასართობია ბენისთვის ?

-ეგრე ვერ გაიგებს, თუ არ ცდის (არ დაუთმო მარიამმა)
-კარგით მორჩით, მე მაღლა ავალ (ნინა)
-კარგი, ხო ისე ხვალ სკოლა არ გვაქ და შეილება პიკნიკზე წავიდეთ (მარიამი)
-კარგი აზრია (გაუღიმა და მეორე სართულზე ავიდა)

ბენს ნაბიჯების ხმა შემოესმა, მალე კარები გაიღო და ოთახში გარედან ანთებული ნათურის შუქი ვერტიკალუ ზოლად შემოიჭრა, ზოლს ნინაც მოყვა, კარები მიხურა, ჩანთა იქვე მიაგდო, შუქი არ აუნთია, საწოლზე დაეხეთქა და ხმამაღლა დაიწყო ფიქრი
-ბენი, ბენი, ბენი...ვინ ვარ მისთვის ? მომავალი გასართობი ? თუ ... იქნებ მართლა ვუყვარვარ..ჯანდაბა (გვერდი იცვალა და ფანჯარას მიაშტერდა)
ბენი თავიდან ჩუმად უყურებდა ნინას, რომელიც ვერც კი ამჩნევდა მას, ბოლოს ასე ყოფნა მობეზრდა და ხმა ამოიიღო
-შენ არასდროს იქნები ჩემი სათამაშო, შენ ჩემი სამოთხე ხარ

ნინა გიჟივით წამოტა საწოლიდან და თვალების ცეცება დაიწყო, ბოლოს საწოლტან ახლოს მდგომი ნათურა ააანთო და სავარძელში მოკალათებულ ბენს მკვლელის თვალებით გახედა. ბენი კი ყურებამდე გაღიმბული შესცქეროდა ნინას.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ ? (უხეშად კითხა ნინამ)

-მომენატრე და შენი ნახვა მომინდა (ისევ ღიმილით უთხრა ბენმა)
-მთვრალი ხარ ? (ნინა)
-მთვრალი არა დალეული (ღიმილი არ შორდებოდა სახიდან ბენს)

ნინა გაოცებული შესცქეროდა ბენს, თან შიშის გრძნობა ეუფლებოდა თან გულში ეცინებოდა ბენის ბავშურ საქციელზე
-აქ როგორ მოხვდი ? (ნინა)
-ფანჯრიდან (ხელი გაიშვირა ფანჯრისკენ)
-ხოდა ახლა ისევ ფანჯრიდან აორთქლდი მეძინება (ნინა)
-მეც აქ დავიძინებ (ბენი)
ნინა მიხვდა რომ მასთან აზრი არ ქონდა კამათს, ფეხზე წამოდგა, ოთახის კარი გადაკეტა, კამოდიდან პლედი გამოიღო ბენს ესროლა, მერე ისევ საწოლში დაბრუნდა, მოკალათდა და ბალიშს ჩაეხუტა. ბენი გაოცებული უყურებდა, ეგონა ნინა გარეთ გააგდებდა ან რამეს გაუქანებდა თავში, უცებ ნინამ თავი წამოწია
-იცოდე ხვრინვის გარეშე და არც იფიქრო ჩემ გვერდით დაძინება (საჩვენებელი თითი დაუქნია)
-გასაგებია (ბენმა მორჩილების მიზნით ორივე ხელი მაღლა აწია და სავარძლიდან დივანზე გადაინაცვა)
ნინამ ცოტახნით იწრიალა ლოგინში და მალევე ჩაეძინა, ბენს რათქმაუნდა წამითაც არ მოუხუჭია თვალი, როცა ნინა ღრმა ძილში წავიდა ფეხზე წამოდგა, მასთან ახლოს ჩაიმუხლა და ყურება დაუწყო, ნინას გაგუდულს ეძინა. შემოდგომის სუსხიალი ქარი არღვევდა ირგვლივ გამაფებულ სიჩუმეს, სავსე მთვარის ნათება ნინას სახეზე დასთამაშებდა, რაც არაამქვეყნიურ სილამაზეს მატებდა მის ბავშურ სახეს, ნინა მოიკუნტა აშკარა იყო რომ ციოდა, ბენი ფეხზე წამოდგა და თავისი პლედი გაადაფა, თუმცა ნინა კანკალს არ წყვეტდა
-მცივანა
გაიფიქრა ბენმა, მაისური გაიხადა, იქვე იატაკზე მიაგდო, საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და ნინას გვერდძე მიუწვა ხელი ძლიერად მოხვია და თავისკენ მიიზიდა. ნინამ სასიამოვნო სითბო იგრძნო, რაც შეიძლებოდა ძლიერად მიეკრო "რაღაცას" რაც ათბობდა და ტკბილი ძილი განაგრძო.

დილით კარებზე ბრახუნდა გამოაღვიძა ბენი, თავი წამოწია ბალიშიდან და მასზე ჩახუტებულ ნინას დახედა, მას ისევ ისე ტკბილად ეძინა, სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა და უფრო მიიკრა ნინა. მყუდროებას კარებზე ბრახუნი ურღვევდა, მარიამი განწირული აბრახუნებდა კარებზე
-ნინა გაიღვიძე დაგავიწყდა პიკნიკზე მივდივართ, გააღე კარები
ბენი მიხვდა, რომ მარიამი არ გაჩერდებოდა, ნინასკენ დაიხარა და ყურში რაც შეიძლებოდა ნაზად და თბილად ჩაჩურჩულა
-მძინარა გაიღვიძე, თორე ჩამოიღო შენმა დაქალმა კარები
ნინას სასიამოვნო და ამავე დროს მწველი სუნთქვა შეეხო ყურთან ახლოს, თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა ძილ-ბურანში იყო, მაგრამ მალევე გამოფხიზლდა და როდესა
საკუთარი თავი ბენზე მიკრული დაინახა გიჟივით წამოვარდა საწოლიდან, ბენი მის ასეთ რეაქციაზე სიცილით კვდებოდა, ნინა ჯერ გაოცებული მერე კი გაბრაზებული თვალებით უყურებდა. მარიამი კი კარებზე ბრახუნს არ წყვეტდა
-ოო მარიამ მაცალე ძილი (გასძახა ნინამ)
-მაცადე შენ (ბრახუნი შეწყდა)
-რა ჯანდაბა გინდა ჩემს საწოლში ? (ახლა ბენს მიუტრიალდა)
-გციოდა და გაგათბე (ღიმილით უთხრა ბენმა)

-იდიოტო ახლა აეთრიე და გაქრი ჩემი ოთახიდან (მკაცრად გახედა ნინამ)
ბენი , იატაკზე დაგდებულ მაისურს გადაწვდა, ნინას თავისკენ მიიზიდა, ნაზად აკოცა ისე რომ ნინამ გააზრებაც ვერ მოასწრო

და სანამ ფანჯრიდა გადახტებოდა მოაძახა
-პიკნიკზე შევხვდებით ძილისგუდა
ნინას მის ასეთ საქციელზე გაეღიმა, თითები ტუჩებზე გადაისვა, რომლებსაც ბენის დატოვებული სითბო ჯერ კიდევ შეენარჩუნებინათ, იდიოტი გაიფიქრა და გადაკეტილი კარი გამოაღო.

იმედი მაქვს მოგეწონებათ ♥
ველოდები კომენტარებს ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 859 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-04-29 Spam
vaime gavgijdi garavirie da shevishale:D auu ra magariii iyoo:***
dzaaan dzaan dzaan momewonaa<3
chemi nichierii:* txov ra sheidzleba male dade axali taviii<3