მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » ♥holiday in miami♥
12:25 PM
♥holiday in miami♥
*:)სიყვარული-ყველაზე საშიში და უხილავი თამაში... არარეალურ სხეულს გავს რომელიც ჩვენში სახლდება.. გაგვქურდავს და მიდი ბოლოში ცრემლებს გვიტოვებს :)**
___________________________________________________
-ხელი რომ არავინ შეგვიშალოს..
მითხრა და ირონიულად გამიღიმა..
-დანიელ იცი რა სათქმელი თუ არაფერი გაქვს მე წავალ.. 
-არსად წახვალ სალაპარაკო ბევრი გვაქვს..
დამიჭირა და მისკენ მიმიზიდა..
-თუ ლაპარაკი გინდა მემგონი საჭირო არ არის ჩემთან ასე ახლოს ყოფნა..
-მე სიტყვები არ მჭირდება.. მე მინდა გაგრძნობინო რომ შენ მხოლოდ ჩემი ხარ.. შენი სული და გული მთლიანად მეკუთვნის.. 
ხელი გამიშვა და გარშემო მივლიდა  და თან გრძნობებზე მელაპარაკებოდა..
-შეხედა როცა ახლოს ვარ შენთან რა გემართება.. გული ამოვარდნას ლამობს.. შენი ღიმილი მე სიცოცხლის საშუალებას მაძლევს.. მიყვარხარ.. მიყვარხარ და ისიც კარგად ვიცი რომ შენც გიყვარვარ..და ჩემს გარდა ვერავის შეიყვარებ..
ხელები სახეზე მომხვია..
-მიყვარხარ.. მინდა ეს შენგანაც გავიგო..
-დაგივიწყე.. მე შენ აღარ მიყვარხარ...
-თვალებში შემომხედე და ისე მითხარი ლამაზოო..
-დანიელ გამიშვი.. არ შემიძლია.. 
თავიდან როგორც იქნა მოვიშორე..
-მე არ შემიძლია ის გითხრა რასაც შენ მიმართ არ ვგრძნობ.. ხო მე შენ მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები.. მაგრამ
-მაშინ ერთად უნდა ვიყოთ..
უცაბედად ცრემლები წამომივიდა.. 
-შენ ტირი..
-ვიცი.. დანიელ გამიგე.. ამდენი იმედ გაცრუების შემდეგ  აღარ შემიძლია გენდო..
-გთხოვ ბოლო შანსი მომეცი... და ესეც თუ ვერ გამოვიყენე სამუდამოდ დაგივიწყებ..
დანიელისკენ წავედი და კისერზე ჩამოვეკიდე..
-უშენოდ ცხოვრება ჩემთვის..საშინელებაა.. მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები..
ისე ძლიერად ვიყავი ჩახუტებული რომ ვერავინ მომაშორებდა.. დანიელი წამორძირკდა და ლოგინზე დავარდით.. ჩემს ზემოთ მოექცა.. 
დიდხანს ვუყურებდი თვალებში... მისი თვალებიც კი მთხოვდნენ ერთი შანსი კიდევ მიმეცა..რა მემართებოდა ვერ ვხვდებოდი.. დანიმ მაკოცა.. 
კოცნაზე კოცნით ვუპასუხე..
თვალები გავახილე..
დანიელის მკერდს ვიყავი მიკრული..
-გაიღვიძე ანგელოზო? ულამაზესი ღამე იყო..
-ჰო.. მართლაც..
მისკენ მივიწიე უფრო მეტად და ვაკოცე..
-დროა ავდგე..
აბაზანაში შევედი,, შხაპი მივიღე. .. ოთახში რომ დავბრუნდი დანიელი ამდგარი დამხვდა..ჩავიცვი და დაბლა ჩავედი..
-დანიელი სად არის?
-გარეთ ბავშვს ეთამაშება..
-უკაცრავად.. 
ერთი კითხვა დამებადა.. ამდენი ხნის განმავლობაში არ დამინახავს დანიელის დედა და დამაინტერესა სად იყო.. სწორედ ეს ვკითხე მოხუც ქალს.. რომელიც დანის სახლში მუშაობდა..
-მე როგორც ვიცი.. ლიზას დედასთან ერთად ბაჰამაზეა წასული..ლიზაც მათთანაა..
-და დანის მამა?
-ის ყოველ დილით ადრე მიდის ხოლმე..
-ხო არ იცით დანის მამა იცის რო აქ ვარ?
-მემგონი არ იცის..
-მართალია არ ვიცოდი.. ახლა კი გავიგე..
დანიელის მამა კიბეებიდან ჩამოვიდა..
როგორც ეს ყველა მდიდარს შეეფერება ამაყი იყო.. თავაწეული გარშემო შემომიარა..
-მარტო დაგვტოვეტ..
მოხუცი ქალი გავიდა..
-წამოდი კაბინეტში შევიდეთ და ვილაპარაკოთ..
-კარგი..
კაბინეტში შევედით.. 
მეგონა ეს კაბინეტიც სხვა ოთახებივით ოქროში იქნებოდა ჩასმული.. მაგრამ არა..სადათ იყო მოწყობილი..
-როგორი ოთახია? 
ალბათ შეამჩნია რომ ვათვალიერებდი და მკითხა..
-ჩემი აზრით ეს ოთახი ყველას ჯობია.. არ მიყვარს გადაჭრბებულასდ მორთული ოტახები.. ეს კი სადაა და ლამაზი..
-როგორც ჩანს ჩვენი გემოვნება დაემთხვა..
-კარგიტ ..ახლა მითხარით რაზე შემომიყვანეტ აქ.. არამგონია აქ გემოვნებაზე სალაპარაკოთ შემოგეყვანეთ.. 
-მართალია.. ჩამოჯექი.. მინდა რამოდენიმე შეკითხვა დაგისვათ..და თქვენგან გულწრფელ პასუხს მოვითხოვ
-კარგი .. დაიწყეთ..
-პირველ რიგში გაგეცნობი.. მე ჯეკი მქვია და დანიელის მამა ვარ..
-ელისი..
-ჩემი შვილი გიყვარს თუ მისი ფული, რომელსაც მე დავუტოვებ გარდაცვალების შემდეგ?
ამ კითხვაზე ნერვები მომეშალა.. სკამიდან წამოვხტი და ხმამაღალი ხმით მივმართე..
-თქვენც თქვენს ცოლს გავხართ.. თქვენ ცოლს უნდა რომ ის ტლიკინა ლიზა მოიყვანოს..თქვენი აზრით თქვენი ფული რომ მაინტერესებდეს აქამდე არ გავყვებოდი დანიელს.. მითუმეტეს ახლა როდესაც ბავშვი მყავს. .სხვათაშორის ის ბავშვი დანიელისიცაა..იცით რა.. არ მადარდებს ვის ჯერა და ვის არა.. ყველაფერი თქვენ ნებაზე ვერ იქნება.. მე დანიელი მიყვარს.. მე მხოლოდ დანიელი მიყვარს და სამუდამოდ მეყვარება.. 
კაბინეტიდან გამოვარდი.. ეზოში გავედი.. და დანისთან მივედი.. 
-დანიელ!
-ელის.. წამოდი ვისაუზმოტ.. ბავშვს..
აღარ დავამთავრებინე.. შევაჩერე..
-დანიელ მე აქედან მივდივარ.. ჩემი შვილიც თან მიმყვას.. დედა,მამა,ჩაალაგეთ ბარგი.. მივდივართ..
-კარგი.. დედამ მიპასუხა და ორივე ზემოტ ავიდა...
-ასე უცებ რა დაგემართა?
-ამ ოჯახში არ სიამოვნებთ ჩვენი ერთად ყოფნა.. მათ გონიათ რომ მე  შენ კი არა შენი ფული მიყვარს.. ხოდა კარგად იყავით..
-არსად არ წახვალ.. 
-დანიელ შემეშვი..დამივიწყე..
-ვინც გინდა ის იყოს შენი წინააღმდეგი.. მე და შენ ერთად უნდა ვიყოთ.. ახლა როცა შანსი მომეცი.. მე მარტო არ გაგიშვებ,,
-დანიელ რეებს ბოდიალობს?
-მეც შენთან ერთად წამოვალ.. იმედია მიმიღებ..მითხრა და გამიღიმა
მისმა სიტყვებმა ჩემი გამტყდარი გული რომელიც უკვე ხორცდებოდა.. მთლიანად შეახორცა..
_________________________________________________________________________________

ყველას დიდი მადლობა რომ ჩემს მოთხრობას კითხულობთ.. 
მემგონი კარგი თავი არაა??? 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 829 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-01-21 Spam
dzaan dzaan magai tavi iyoooooooooooo... dzaa momewona male gaagrdzelee:********