მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 7 » ♥ Hey Winter? How are U ?
3:06 PM
♥ Hey Winter? How are U ?
  
 ♥ Hey Winter? How are U ? 
we Love so Much ♥
საახალწლო სიახლე განწყობისათვის ♥

მოკლედ ჩემებური შესავლის გარეშე რომ არ დაბიწყო სიახლე არ შემიძლია :დ
ახლა გეტყვით რომ ძალიან ძალიან ველოდები ახალ წელს და დარწმუნებული ვარ თქვენც ასევე ხართ.. სესაბამისად მივიღე გადაწტვეტილება ინტერნეტი გადამექექა და გამეკეთებინა საინტერესო სიახლე ახალ წელზე.. რამდენად საინტერესო გამომივიდა არ ვიცი ეს თქვენ შემიმოწმეთ.. 
ასევე სანამ სიახლის თვალიერებას დაიწყებთ, მინდა გითხართ რო გადაწყვეტილი მაქვს ერთი საშობაო მოთხრობაც შემოგთავაზოთ,რომელიც ზუსტად ახალ წელს დასრულდება.. :დ ასევე გპირდებით რომ ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ ამ დღეებში.. კააი თავს აღარ მოგაწყენთ ჩართეთ მუსიკა და თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ :დდ



როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი  სანტა კლაუსის  ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის "პაპას"  მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5–6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ,  უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა,  შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული "მსოფლი ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და ნახშირით დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ.

ბირმაში იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,

ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე,  ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: "დაე, ჩემი მასპინძლის  ქისა (ანუ საფულე) ამ ქვასავით მძიმე იყოს”.


იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით,  საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.

იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას.

განაში შუაღამისას ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს.

ინგლისში მეოცე საუკუნემდე შემორჩა ყველაზე ორიგინალური ჩვეულება. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის მანძილზე არ წაეჩხუბებოდა მეუღლეს. ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს, 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო მიუღია 8 მამაკაცს.

დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!


ირლანდიაში ახალი წლის ღამეს საკუთარი სახლის კარს აღებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს,  სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას სვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს '' მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს'' შესვამენ!

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ! ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და რასაკვირველია,  ბედნიერი ყოფილიყოს! აქ საათი მხოლოდ 11 ჯერ ჩამოკრავს! რადგან კუბელებისთვის 12 ჩამოკვრა უკვე ახალი წელია!

შოტლანდიაში შუაღამის დადგომამდე  ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12–ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოჰკრავს. ამგვარად,  იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში - იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ - 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება...


ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში - ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები - ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან,  ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.



სად ცხოვრობს თოვლის ბაბუა?


ჩრდილოეთის ძალიან ბევრი ქვეყანა, სანტა-კლაუსის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დღემდე ცხარედ დაობს! ბავშვები კი ყოველთვის კითხულობენ: '' საიდან მოდის სანტა - კლაუსი, მთელ დანარჩენ წელს სად ატარებს და საიადან მოაქვს საჩუქრები? გაუთავებელი კითხვებნის შემდეგ დაიბვადა ლეგენდა იმის შესახებ რომ თოვლის ბაბუა ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს! მაგრამ იმის გამო, რომ აქ არ არის საძოვრები ირმებისთვის, ჟურნალ გაზეთებმ,ა დაბეჭდეს რომ სანტა თავისი ირმებით სინამდვილეში ლაპლანდიაში ცხოვროობდაა!


თოვლის ბაბუსი მიწად ლაპლანდია ოფიციალურად გაეროს მიერ 1984 წელს იქნეა მიღებული! ხოლო 1985 წელს მისი შტაბ-ბინაც გაიხსნა სადაც სანტა დამხმარე ელფებთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ბინადრობს!


წელიწადი ნებისმიერ დროს სანტა კლაუსის ანუ თოვლის ბაბუის ნახვა ლაპლანდიაში შეიძლება. მის მნახველთა რიცხვი კი ცოტა ანამდვილად არ არის! ყოველწლიურად მას მილიონობით ბავშივი სტუმრობს, რათქმაუნდა სანტა ყველაზე მეტ დატვირთავს შობის დღეებში განიცდიის!


საშობაო/საახალწლო ფილმები


*






The Night Before the night before Christmas შობის წინა ღამე
(გადმოწერა ვერ ვიპოვე)


ნოელი / Noel 


მილიონი შობისთვის / Christmas in Wonderland

And others :D
(თუ გსურთ უყუროთ ქართულად დააჭირეთ სათაურს და გადმოწერეთ,ხოლო საყურებელი ლინკები რაც აქ დევს რუსულ ენაზეა)



Christmas Songs

1.We Need A Little Christmas
2.Glee Cast - Deck The Rooftop

3.Merry Christmas Darling  

4.Baby, It's Cold Outside
 

5. The Most Wonderful Day of the Year  

6.Last Christmas

7.God Rest Ye Merry Gentlemen  

 8.O Christmas Tree
 

 9.Jingle Bells

10.Angels We Have Heard on High

11.Welcome Christmas 
 

12. Extraordinary Merry Christmas 


13. Santa baby

14.All I Want for Christmas Is You 
 

15. Christmas Eve with You 
 

16. Let It Snow
 
17. Santa Claus Is Coming to Town 
 

18. Blue Christmas 
 

19.White Christmas 
 

20.Have Yourself a Merry Little Christmas 
 

21.I'll Be Home for Christmas 
 
22.Michael Bublé - Christmas (Full Album) 
 

23. Train - Shake up Christmas ♥

ვისაც უყვარს საჭმლის მომზადება მათთვის.. 
საახალწლო სუფრას დაამშვენებს...

თოვლის გუნდა ბატიბუტით

ინგრედიენტები:

ბატი-ბუტი;
კარაქი – (შეკვრის მეოთხედი);
ვანილი და ზეფირი.

მომზადების წესი:

დაბალ ცეცხლზე ვადნობთ ზეფირსა და კარაქს, ისე რომ სქელი რბილი მასა მივიღოთ, ვამატებთ 1 ჩ.კ. ვანილს.
ბატი-ბუტს მოვასხამთ ზემოდან მიღებულ მასას და კარაქიანი ხელის გულებით (რომ არ აგეკროთ ბატი-ბუტი) ვაკეთებთ გუნდებს. სწორედ ასე მზადდება ტანი, დანარჩენ მორთულობას კი თვითონ მოიძიებთ სამზარეულოში.


საახალწლო კექსი შოკოლადით და თხილით 


ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი 125 გ
კარაქი 125 გ
ფქვილი 100 გ
წიწიბურას ფქვილი 50 გ
შაქარი 100 გ
დაფქული თხილი 125 გ
გამაფხვიერებელი 1 ჩ.კ
კვერცხი 3
თეთრი შოკოლადი

მომზადების წესი:
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე.
შოკოლადი და კარაქი  ორთქლზე გავადნოთ. შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს შევურიოთ. ჩავამატოთ დაფქული თხილი და გამაფხვიერებელთან შერეული ფქვილი. ცოტა თხილი ფორმაში მოსაყრელად მოვიტოვოთ. 

ფორმას კარაქი მოვუსვათ და თხილი მოვაყაროთ. შემდეგ ცომი ჩავასხათ. გამოვაცხოთ 175 გრადუსზე 35-45 წუთი. 

გაციების შემდეგ მოვრთოთ გამდნარი თეთრი შოკოლადით.


საახალწლო ორცხობილები
საახალწლო ორცხობილები

გამოდის 40-48 ორცხობილა;
დრო მოსამზადებლად: 20 წუთი;
დრო გამოსაცხობად: 8 წუთი;

ინგრედიენტები:

3-3/4 ჭიქა ფქვილი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი (გამაფხვიერებელი)
1/2 ჩაის კოვზი მარილი
1 ჭიქა დარბილებული მარგარინი/კარაქი
1-1/2 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

პირველი ეტაპი:
ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დიდ თასში კარგად გათქვიფეთ შაქარი მარგარინში. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და ბოლოს ვანილი. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილის ნარევი და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი სახის მიცემამდე. მიღებული ცომი შეფუთეთ და მოათავსეთ გრილ ადგილას 2 საათით გასაცივებლად.

მეორე ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 200°C-მდე. საცხობ ფირფიტებს მოაცხეთ ცხიმი. ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი 6 მილიმეტრის სისქემდე და ამოჭერით სასურველი ფორმები.

მესამე ეტაპი:
აცხვეთ 6-8 წუთით, სანამ ყავისფერ შეფერილობას მიიღებდეს. გამოცხობის შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე გასაცივებლად.

გაფორმება:
ღუმელში გამოცხობამდე შეგიძლიათ ორცხობილებს ფერადი შაქარი მოაყაროთ ან გააფორმოთ სასურველი მიქსით უკვე გამოცხობისა და გაცივების შემდეგ. მაგალითად: 7-10 წუთით ერთმანეთს ურიეთ 2 ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი ბეზეს ფხვნილი, 3 სუფრის კოვზი წყალი და მოასხით ორცხობილებს.

სადღესასწაულო პეჩენიები
საახალწლო ორცხობილა (პეჩენიები)

ინგრედიენტები: 
250გ. შაქარი, 
250გ. კარაქი ან მარგარინი,
 1 ცალი ვანილი, 
500გ. ფქვილი, 
1მწიკვი მარილი,
 1 კვერცხი, 
 გამაფხვიერებელი დანის წვერით ან ცოტა სოდა.


მომზადება: ყველა ინგრედიენტი შეურიეთ და მოზილეთ ცომი, ცომი გაყავით საშვალო ბურთებად და ერთი საათის განმავლობაში მაცივარში გააჩერეთ, შემდეგ გაბრტყელეთ ბურთები და გამოჭერით ფორმებით პეჩენიები. გამოაცხვეთ 10-20 წუთი 160 გრადუსზე. ზემოდან შეგიძლიათ გააფორმოთ შოკოლადის მინანქრით,ხილის ჯემით ან ხილის ჟელით როგორც თქვენ მოგეწონებათ.


საშობაო/საახალწლო ფოტოები და ანიმაციები

ახალი წელი გვიახლოვდება

ახალი წელი გვიახლოვდება

ახალი წელი გვიახლოვდება

ახალი წელი გვიახლოვდება

ახალი წლის მოლოდინში


ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში


ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში


ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში

ახალი წლის მოლოდინში


image



















 


 




 




 

image image image

image image image

image image image

image image image

image image image

image image image

Love U All my darlings ♥

Happy holiday ♥

Happy new Year ♥

Merry christmas ♥

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1835 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-12-08 Spam
yocaah !! dzaan magari siaxle iyo !!
simgerebii , filmebii , kerdzebii <3
yochagg ! !!