მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 18 » "HEY BABE IT'S ME, I JUST WANTED ...."
1:00 PM
"HEY BABE IT'S ME, I JUST WANTED ...."
"HEY BABE IT'S ME,   JUST
WANTED ...."
თავი 2
იმედი მაქვს მოგეწონებათ

-მარი, გაიღვიძე უკვე გათენდა - ანას ხმა მომესმა..
- გათენდა? - თავი წამოვწიე და ანას თვალებდაჭუტულმა სევხედე..
-ხო გათენდა.. ადექი დღეს კოლეჯია ..უიქენდი დასრულდა..
-ვაიმე ჯენნა? 
-დამშვიდდი, დედაშენმა დარეკე და ვუთხარი რომ ჩემთან რჩებოდი..
-მადლობა.. შეგიძლია წახვიდე.- ვუთხარი და ისევ პლედში ჩავიმალე..
-შემიძლია წავიდე ?
-ხო შეგიძლია წახვიდე..
-ახლავე ადექი კოლეჯში უშენოდ არ წავალ.. 
-მე დღეს არ მოვდივარ..
-მარი.. გაბრაზებულმა ანამ პლედი მთლიანად ამხადა..
-ადექი-თქო არ გესმის..
-საზიზღარი ადამიანი ხარ .. დავუბღვირე და სააბაზანოში შევედი..

-ჩქარა გელოდები.. 
-ხო მოვდივარ.. უცებ გადავიცვი სვიტერი და კიბეებზე ჩავირბინე.. გამარჯვებულმა მხიარულად გამიღიმა და წინ გამიძღვა,მე კი უკანვე დავედევნე..
-არ შეიძლებოდა სახლში დავრჩენილიყავი ? 
-არა.. 
-რატო ? მე ძილი და დასვენება მჭირდებოდა..
-მარტო ყოფნას ჯობია,ფიქრი სხვა რამეზე გადაიტანო და აღარ იფიქრო  დედაშენისა და დეივიდის რომანზე.. -კარგად ვხვდებოდი რომ ანა მართალი იყო,მაგრამ მაინც არ შემეძლო სხვა რამეზე მეფიქრაა..მამას ვერავინ ჩამინაცვლებდა და ეს მითუმეტეს დეივიდი ვერ იქნებოდა..ამაზე ფიქრის დაწყებისთანავე იმ "გარყვნილის" გაგუდვა მინდებოდა..
გზა ისე სწრაფად გავიარეთ,რომ ვერც კი შევამჩნიე..
შენობაში შესვლისთანავე ზარი დაირეკა და ანამ შესაბამისად კლასისკენ წამიყვანა პირდაპირ.. 
-გამარჯობა. უხალისოდ მივესალმე კლასში მჯდომ ბავშვებს და სულ უკან წავედი..
მასწავლებელი როგორც ჩანს იგვიანებდა ბავშვებმაც რა ტქმა უნდა დრო იხელთეს და ლაპარაკი დაიწყეს.. კლასში საშინელი აურზაური და ხმაური იყო ვეღარ ავიტანე,ანას მოცემულ ჩანთას ხელი დავავლე და გარეთ გავვარდი..
-ეიი ცოტა ფრთხილად იარე.. -სანდრას წიკვინა ხმა მომესმა,თუმცა ზედაც არ შემიხედია და ისე გავიარე.. ჰოლი სწრაფად გავიარე და შენობიდან გავედი.. 
-მარი სად გაიქეცი ?
- უბრალოდ არ შემიძლია ახლა კლასში ჯდომა.. ცოტახნით მარტო ყოფნა მინდა..
- კარგი,მარტო დაგტოვებ,თუმც მომდევნო გაკვეთილს დაესწრები..
-კარგი.. ოდნავ გავუღიმე ანას..საპასუხოდ იგივე გააკეთა და შემდეგ შენობაში შევიდა..
ცოტახანი გარეთ გვატარე,შემდეგ კი როგორც ანას დავპირდი კლასში შევედი.. 
- აი ჩვენი გოგონაც მოსულა..-როგორც ჩანს,სანდრა ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო რომ დავეჯახე..ახლა ნამდვილად არ ვიყავი კამათის ხასიათზე,ამიტომ მისი გამოხტომისთვის არ მიპასუხია და უკან ჩემი ადგილისკენ  წავედი..
-უკაცრავად აქ რატომ ზიხართ ? ეს ჩემი ადგილია. - უცნობს დავუბღვირე..
-მე მითხრეს რომ აქ თავისუფალი ადგილი იყო.. - მან ზრდილობიანად,მშვიდი ხმით მიპასუხა.. 
- როგორც ხედავთ არ არის დაკავებული... გთხოვთ დამსვით ჩემ ადგილას..
-აქ რამე პრობლემაა ? - სანდრას აუტანელი ხმა მომესმა..
-თუნდაც იყოს, მერე შენ რა გინდა ? 
-მე რა მინდა ? ის ჩემი ახლობელია და იმიტომ გეკითხები..
-სანდრა მომისმინე ახლა არ ვაპირებ ვინმესთან ვიჩხუბო,მითუმეტეს შენთან.. შენ ახლობელს კი ვცდილობ გავაგებინო რომ ეს ჩემი ადგილია..
ლაპარაკის გაგრძელებას აპირებდა,მაგრამ უცნობმა არ დააცადა..
-მაპატიე რომ შენი ადგილი დავიკავე.. შემდეგში ასე აღარ განმეორდება... მითხრა და გამიღიმა..შემდეგ კი სხვა მერხს მიუჯდა.. სანდრაც მას გაჰყვა..
ანა მაშინვე ჩემთან მოვიდა.. ალბათ,სურდა გაეგო ჩემსა და სანდრას შორის რაც მოხდა,თუმცა არაფერი მითქვამს..
-მოგესალმებით ბავშვებო,თქვენი ადგილები დაიკავეთ.. შეპირებული ტესტირება იწყება და არ მინდა დრო დაკარგოთ..
ყველამ თავისი ადგილი დაიკავა..ლექტორმა კი ტესტების დარიგება დაიწყო..
-მის ლოპეზ,არც ისე კარგად გამოიყურებით..ფერი არ გადევთ..
-არაფერია..
-თუ ცუდად ხართ,შეგიძლიათ წახვიდეთ.. 
-მადლობა,მირჩევნია ტესტი დავწერო ..
-როგორც გენებოთ... 
დრო მალე გავიდა,მეც ტესტი ისე დავწერე ვერაფერი გავიგე.. მხოლოდ A B C D ვარიანტებს ვხედავდი და რომელიც მომინდებოდა იმას ვხაზავდი..გაკვეთილებმა უცებ ჩაიარა.. 
-მარი წამოდი სპეკტაკლს დაესწარი..
-არა ახლა ნამდვილად არ ვარ უნიჭოებს ვუყუროო
-ესეიგი მეც უნიჭო ვარ ? ანამ დამიბღვირა ...
-ჰო კარგი ბოდიში,უბრალოდ აღარ შემიძლია აქ ყოფნა..სახლში უნდა დავბრუნდე..
-მარი გთხოვ..ძალიან ძალიან გთხოვ,მარტო სიარულიც არ მოგიწევს..
ბოლოს ანამ მაინც შემათრია სკოლის დარბაზში.. ის სასკოლო სპეკტაკლებში ყოველთვის მონაწილეობს,მე კი ყოველთვის ვგულშემატკივრობ.. ხანდახან ჯენნა ამის გამო მიბრაზდება,უნდა რომ მეც მივიღო მონაწილეობა,მაგრამ კარგად იცის რომ გამორიცხულია და მალევე წყვეტს ჩემს გაკიცხვას..ამჯერად საშობაო სპეკტაკლისთვის ემზადებოდნენ და დღე და ღამე ვარჯიშობდნენ..ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი და იქიდან ვადევნებდი თვალყურს "უნიჭო" მსახიობებს..
-გამარჯობა..გვერდით სანდრას ახლობელი მომიჯდა..
-გამარჯობა,-უხალისოდ მივესალმე..
ჩვენ შორის სიჩუმე ჩამოვარდა.. ან რა უნდა გვეთქვა როდესაც ერთმანეთს არ ვიცნობდით.. სცენისკენ ვიყურებოდი და ანას ვაკვირდბოდი,როცა ლაპარაკი დაიწყო..
-როგორც ვხედავ შენ სანდრასთან არც ისე კარგი ურთიერთობა..
-ჩემთან თუ სასაუბრო თემას ეძებ ჯობია სხვა რამე მოიფიქრო.. უხეშად ვუპასუხე.
-გასაგებია..სპეკტაკლები გიყვარს? 
-არა,ვერ ვიტან..
-აბა აქ რატო ხარ?
-მეგობარმა მთხოვა..
-აი თურმე რა ყოფილა..
-შეგიძლია გამატარო..
-მიდიხარ?
-ჰო.. 
უცნობს მოვშორდი და სცენისკენ წავედი..
-ანა მე უნდა წავიდე..
-ცოტახანიც გთხოვ..
-არ შემიძლია..დავიღალე..
-კარგი მაშინ დამელოდე,ახლავე მოვდივარ..
-კარგი..

* * * * *

-საყვარელო მოხვედი ?
-ჰო მოვედი.. ჯენამ გულში ჩამიკრა.. ის საოცრად გულჩვილი ადამიანია,არც იმას არის შეჩვეული ღამე სხვაგან გავატარო ამიტომ გულში ისე ძლიერად ჩამიკრა ლამის დავიხრჩე..
-კარგი გეყოფა,მგონი ერთი დღით ვიყავი წასული..
-ძალიან მომენატრე პატარავ..არ გშია ?
-არა არაფერი არ მინდა..
-კარგი.. 
მე და ჯენამ მთელი საღამო ერთად გავატარეთ..ამჯერად დეივიდი არცერ ჩვენგანს გახსენებია.. შესაბამისად ეს დღე ლამაზად დასრულდა.. 




ვფიქრობ,რომ ეს თავი რაღაც უაზრო და უშინაარსო გამომივიდა..რავი იმედი მაქვს წაიკითხავთ.. როცა არ აკომენტარებენ მერე ვეღარ მოვდივარ წეერის მუღამზე და არც მუზა მოდის...
რავიი ველი თქვენს ობიექტურ შეფასებას :დდ..
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 855 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-12-25 Spam
sainteresoa male gaagrdzele <3