მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 14 » "HEY BABE IT'S ME, I JUST WANTED ...."
3:37 PM
"HEY BABE IT'S ME, I JUST WANTED ...."
"HEY BABE IT'S ME,   JUST
WANTED ...."
თავი 1 
იმედი მაქვს მოგეწონებათ

როგორც ყოველ საღამოს ამჯერადაც არ მიღალატია ჩემი ჩვეულებისთვის და აივანზე მაგიდას მივუჯექი. გვერდით ცივი ყავა დავიდგი და ლეპტოპი ჩავრთე.. რამოდენიმე წუთი დავუთმე სიახლეებს, შემდეგ წინა საღამოს დაწყებული საქმე დავასრულე და სოციალურ ქსლში შევედი.. მეგონა მეგობრები მაინც დამხვდებოდნენ ჩატში,მაგრამ სამწუხაროდ შევცდი: მხოლოდ უპასუხო წერილები დამხვდა.. რამოდენიმე წუთს უბრალოდ ვუყურებდი კომპიუტერს,ვფიქრობდი რა გამეკეთებინა,მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე,სოციალური ქსელიდან გამოვედი და ლეპტოპი დავხურე..
ჰორიზონტს გავცქეროდი და თან ცივ ყავას ვსვავდი.. ცივი ყავა ზაფხულში ჩემზე ყოველთვის კარგად მოქმედებდა და ახლაც ერთი ყლუპიც რომ შევსვი,ტანში საოცარი სიგრილე ვიგრძენი.. თითქოს ამ საშინელი დღის დაღი მომეშვა და ჩემი მეხსიერებიდან გაქრა.. ცივი ყავა თავის ადგილას დავდგი და ფეხზე წამოვდექი.. 
ნაზმა სიომ დაუქროლა და თმებს ამბორის საშუალება მისცა.. თითქოს ეს მაკლდა სიმშვიდესთან ერთად თავისუფლებაც ვიგრძენი,თითქის იმ წამს ქარს გავყევი და მასსავით ძლიერად ვიქეცი.. წამით თვალები დავხუჭე,რადგან მინდოდა ეს გრძნობა ჩემში დიდხანს დარჩენილიყო.. ვიცოდი,როცა თვალებს გავახელდი,ისევ ნიუ-იორკის შუაგულში ვიდგებოდი,ერთ-ერთი ცათამბრჯენის აივანზე და რეალურობას ისევ დავინახავდი.. არ მინდოდა თვალები გამეხილა,მაგრამ მამა ყოველთვის მასწავლიდან რომ არარეალური ცხოვრებით ცხოვრებას არაფერი მოაქვს,გარდა ცუდისა და რეალურობა რაც არ უნდა ცუდი იყოს,მას ყოველთვის უნდა უყურო თვალებში,რადგან იმედი არსებობს...ჯონის სიტყვების გახენებისთანავე თვალები გავახილე და რეალურობას დავუბრუნდი.. ნიუ-იორკი იმავ წამს შემზიზღდა,აღარ მინდოდა მისთვის მეცქირა,ჩემ ნივთებს დავავლე ხელი და ოთახში შევედი..

ცოტახნით ადრე
-ვინმეს ხო არ დაურეკია სანამ მე წასული ვიყავი? - სახლში შესვლითანავე ვიკითხე
-არა,უფრო სწორედ სახლში არც მე ვიყავი და არ ვიცი.. 
-კარგი მაშინ ოპერატორს ჩავრთავ და გავიგებ.. -მხრები ავიჩეჩე და ტელეფონს მივუახლოვდი,ხელის სწრაფი მოძრაობით ოპერატორი ჩავრთე.. ორი შეტყობინება იყო,თუმცა ორივე დედაჩემთან.. დაღონებული უკან გამოვბრუნდი და ჩემს ოთახში შევიჭერი პირდაპირ..
-იყო რამე შეტყობინება ?
-ჰო იყო,- ნაწყენი ხმით გავძახე ჯენას - იყო დეივიდისგან,მას შენთან შეხვედრა უნდა..-უხალისოდ დავასრულე ჩემი ნათქვამი და შემდეგ ჩემთვის ჩავილაპარაკე 
-გარყვნილი მანიაკი..
-როგორც ვხვდები ეს სიტყვები დეივიდს ეკუთვნის..ის სულაც არ 
-ჯენნა,-სწრაფად შევაწყვეტინე,- დეივიდის დაცვა არ დაიწყო. ეგ არსება ჩემთვის მხოლოდ ერთი გარყვნილი მანიაკია,რომელსაც მამაჩემის ფულის გარდა არაფერი სურს..
-ის სხვებს არ გავს,ვუყვარვარ
-შენ მამას უყვარდი
-მამაშენი დაიღუპა და დროა ამას შეეგუო
-რაც არ უნდა იყოს ის მაინც მანიაკია
-მაგრამ ვიცი რომ ვუყვარვარ
-ჯენნა გთხოვ შეწყვიტე მასზე ჩემთან ლაპარაკი და ჩემი ოთახი დატოვე უნდა გამოვიცვალო
-კარგი,-ჩემზე ნაწყენი ოთახიდან გავიდა,მეც სასწრაფოდ კარი დავკეტე და ლოგინზე ჩამოვჯექი..რამოდენიმე წამს ოთახს ვათვალიერებდი ისე თითქოს პირველად ვიყავი ამ ოთახში,შემდეგ კი წამოვდექი და ტანისამოსი გამოვიცვალე.. თბილი ჯემპრი და და ელასტიკა ჩავიცვი,რომელსაც თოვლის ბაბუები ეხატა...სანტა კლაუსის ყოველთვის ძალიან მიყვარდა.. და მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი ის არ არსებობდა მას მე ყოველთვის ველოდებოდი..
-სად მიდიხარ საყვარელო ? - ჯენას როგორც ჩანს,წყენა უკვე დავიწყებოდა..
-გარეთ მინდა გავისეირნო..
-ვახშმისთვის დაბრუნდები ?
-არამგონია, ანასთან ვაპირებ გავლას..
-კარგი ..
დედას დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი..
მაშინვე სახეზე მეცა ვიცი ჰაერი,თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია და სწრაფი ნაბიჯით წავედი.. 
მალე ჩემი ქუჩა უკან ჩამოვიტოვე და სასწავლებლისკენ წავედი.. კოლეჯს თვალი ერთხელ შევავლე და ნელი ნაბიჯით გავაგრძელე გზა..სახლში დაბრუნდება არ მინდოდა,რადგან ვიცოდი ჯენას სანახავად დეივიდი უნდა მოსულიყო.. გზას ვაგრძელებდი,თუმცა არ ვიცოდი სდ მივდიოდი..ჯერ კიდევ გაუკვალავ თოვლში მივდიოდი, ფიფქები ცვდიოდა,ნაცრისფერ ღრუბლებს დაეფარათ მთლიანად ცა.. მზე უკვე დიდიხნით მიმალულიყო.. გარემოს მოეწყინა და მეც მოწყენილი მივდიოდი.. გრძნობებით და ემოციებით ვივსებოდი... ხან იმასაც ვფიქრობდი,რომ ჩემი ცხოვრებ ერთი დიდი მოწყენილი მელოდრამა,რომელსაც ფილმად იღებდნენ.. თვაში ცრემლები ჩამიდგა.. თვალწინ წარმომიდგა ბედნიერი დღეები,რომელსაც მე და მამა ერთად ვატარებდით.. როგორ ეთამაშებოდა ყველაზე თბილი და საყვარელი მამიკო თავის პატარა გოგონას და როგორ ეფერებოდა.. მერე გულში იკრავდა და შუბლზე კოცნიდა..მოსიყვარულე მამა-შვილს კი მალე დედაც უერთდებოდა.. ყველა ბედნიერი იყო,განსაკუთრებით კი პატარა ქალბატონი..თვალზე ცრემლი შევიშრე და გავიღიმე.. 
ცოტახანში ანას სახლიც გამოჩნდა.. ახლა მარტო ყოფნა მერჩივნა,თუმცა სიცივემ თავისი გაიტანა და მძლია.. კარებზე დავაკაკუნე.. ჩემდა გასაკვირად კარი სხვა გოგომ გამიღო..
-შემოდით მარიამ ..გამიკვირდა რომ მან ჩემი სახელი იცოდა,მაგრამ ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია და ანა სახლში შევედი..თვალი მიმოვავლე იქაურობას :ყველაფერი არეული იყო.. მაშინვე ანას ძებნა დავიწყე.. მისაღებში რომ თვალი ვერ მოვკარი, სამზარეულოში გავედი.. საბედნიეროდ ანა იქ დამხვდა,ის ტოსტს აკეთებდა..
-ჩემი გოგო მოსულა... აბა მითხარი არ მოვალო ?
-რაა ?
-აჰაა გასაგებია დეივიდი და ჯენა არა ?
-კიი ..სახლში ყოფნა არ მინდოდა..
-კარგი..
-თავისუფალი ოთახი გაქვსს? მინდა ცოტახნით მარტო დავრჩე..
-წამოდი.. 
მის ოთახამდე მიმაცილა,თუმცა დიდხანს არ გაჩერებულა.. იცოდა რომ ჩემთან ახლა ლაპარაკი უაზრობა იქნებოდა ბევრი არაფერი უკითხავს და მალე დაბლა ჩავიდა.. კარები გადავკეტე და ანას ლოგინზე მივწექი..




არ ვიცი როგორი გამოვიდა..
იმედი მაქვს მოგეწონებათ..
ველი თქვენს შეფასებას.. 
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 827 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 9
2013-12-15 Spam
dzalian momewona :)) aucileblad gaagrdzele
momenatra motxrobebis kitxva...

niniko koiava, me miveci nebartva... isedac mowyeniloba iko da axal motxrobis dawyebistvis uari rogor meqtva vnimestvis smile