მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » Hello Kitty
8:49 PM
Hello Kitty
ეს პერსონაჟი ცნობილია იაპონიაში და მთელ მსოფლიოში , მიკი მაუსის შემდეგ ყველაზე პოპლუარული ანიმაციური გმირი , იაპონიის პოპ კულტურის ნამდვილი სიმბოლო , დღეს უკვე ჩამოყალიბებული ბრენდი რომელიც დაბადებიდან 35 წელს ითვლის. თეთრი პატარა კნუტი - Hello Kitty , რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტი აღმოჩნდა იაპონიისთვის.

Hello Kitty


სათამაშო Hello Kitty შექმნა 1974 წელს სინტარო ცუდზიმ , რომელიც ფლობდა იაპონური სათამაშოების ფირმას Sanrio. ერთხელ მან გადაწყვიტა მოეფიქრებინა ახალი ანიმაციური გმირი , რომელიც მოეწონებოდა ყველას. მრავალი დახატული ვარიანტების შემდეგ , ცუდზიმ ამოარჩია მისი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი , გადაწყვიტა შეექმნა თეთრი კნუტი «Hello Kitty» რომელიც გამოშვებისთანავე პოპულარული გახდა. დღეს უკვე ბრენდად ქცეული სათამაშო მილიარდი დოლარის შემოსავალს იძლევა წელიწადში.

Hello Kitty


რაც შეეხება სახელს , სინტარო ცუდზი ორ სახელის არჩევანზე იყო ან «Hello Kitty» ან «Kitty White» — საბოლოოდ შემქმნელი პირველ სახელზე შეჩერდა. პირველი საქონელი რომელიც გაიყიდა დიდი ტირაჟით იყო ჩვეულებრივი საფულე Kitty – ის გამოსახულებით რომელიც დიდი ტირაჟით გაიყიდა. ამას მოჰყვა ღია მისალოცი ბარათები , სხვადასხვა წვრილმანი ნივთები რომლებიც ასევე წარმატებით გაიყიდა.

Hello Kitty


Kitty პოპულარობა დღითდღე იზრდებოდა , მაგრამ 80 – ანი წლების ბოლოს მისი პოპულარობა ნელ ნელა დაეცა. მყიდველს აღარ მოსწონდა Kitty – ის ერთი და იგივე გამოსახულება და ერთი და იგივე პოზაში ყურება , მყიდველს ეუფლებოდა გრძნობა , რომ ისთითქოს არ იყო ცოცხალი. ამიტომ «Sanrio» – ს დიზაინერებმა გადაწყვიტეს გაეხალისებინათ Kitty -მოაშორეს შავი კონტური , შემოსეს სხვადასხვა სამოსში , თათებშიც სხვადასხვა ნივთები დააჭერინეს.

Hello Kitty


ცოტა მოგვიანებით «Sanrio» – მ მოზრდილ აუდიტორიაზეც გათვალეს Kitty პოპულარობა. შეიქმნა Kitty -ის ოჯახი — დედა, მამა , ბებია , ბაბუა და დაიკო მიმი , რომელსაც ბაფთა ქონდა მარჯვენა ყურზე , რათა არ შეშლოდათ Kitty - ში. ამას დაემატა ცხოველები კნუტი Charmmy Kitty, გოჭი Shabliu და ზაზუნა Sugar. აგრეთვე Kitty - ის მეგობარი კნუტი «Chococat».

Hello Kitty


დღესდღეობით ოფიციალურად თუ არაოფიციალურად უამრავი რამ გამოიცემა Kitty – ის ბრენდის ქვეშ , მაისურები , რბილი სათამაშოები , საკანცელარიო ნივთები , საყოფაცხოვრებო ტექნია , კომპიუტერული აქსესუარები და მრავალი სხვა.

Hello Kitty


Hello Kitty


Hello Kitty


Hello Kitty


Hello Kitty


Hello Kitty


Hello Kitty


Hello Kitty
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 750 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-05-08
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz