მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 35

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1548

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1056

  
მთავარი » 2013 » ივნისი » 24 » Grapefruit Diet •
3:17 PM
Grapefruit Diet •

 Grapefruit Diet 



არსებობს სხვადასხვა გრეიფრუტის დიეტა, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო წესი აქვთ – ყოველი ჭამის წინ საჭიროა ნახევარი გრეიფრუტის ჭამა. ქვევით მოცემული დიეტა თავის დროზე პოპ-ვარსკვლავ მადონას დაეხმარა წონაში კლებაში. დიეტა გრძელდება 7 დღე და მკაცრად შეზღუდულია 7 საათის მერე კვება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს საკმაოდ დაბალკალორიული დიეტაა (800 კკალ) და არაა რეკომენდირებული მისი უფრო ხანგრძლივად დაცვა.



ამ დიეტის დროს უარი უნდა თქვათ მარილზე და სხვა საკმაზებზე. ხორცი დასაშვებია უცხიმო, შეიძლება მხოლოდ საკუთარ წვენში კონსერვირებული თევზის გამოყენება.ამ დიეტის დროს უარი უნდა თქვათ მარილზე და სხვა საკმაზებზე. ხორცი დასაშვებია უცხიმო, შეიძლება მხოლოდ საკუთარ წვენში კონსერვირებული თევზის გამოყენება.



მწვავე შიმშილის გრძნობის შემთხვევაში შეიძლება 1 ჭიქა კეფირის დალევა, ოღონდ არა ძილის წინ. შეიძლება ვაშლის ან ფორთოხლის ჭამა და დღეში ერთხელ 1 ჩ/კ თაფლი მწვანე ჩაისთან ერთად.



ამ დიეტით ერთი კვირის განმავლობაში 3-4 კილოგრამის მოკლებაა შესაძლებელი.



დიეტის მენიუ:

1 დღე

საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ნაჭერი უცხიმო შაშხი 25 გრამი, უშაქრო ყავა ან ჩაი.

სადილი: 1 გრეიფრუტი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათი (ნებისმიერ ბოსტნეული, გარდა კარტოფილის და სიმინდის) ლიმონით  და მწვანილით შეკმაზული, ყავა ან ჩაი.

ვახშამი: 150 გრამი მოხარშული (ან გრილზე შემწვარი) უცხიმო ხორცი, 200 გრამი მწვანე სალათი ლიმონის წვენით, თაფლიანი ჩაი.

2 დღე

საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ყავა ან ჩაი.

სადილი: 1 გრეიფრუტი, 50 გრამი ყველი 20-30% ცხიმიანობის ან უცხიმო ხაჭო.

ვახშამი: 200 გრამი თევზი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), დიდი პორცია ბოსტნეულის სალათა (კიტრი, კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცლები, წიწაკა და ა.შ.) შეკმაზული 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთით, 20 გრ. შავი პური.

3 დღე

საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ჩაის კოვზი შვრიის ფაფა ან მიუსლი 1 ჩაის კოვზ ქიშმიშთან ერთად, 2-3 დაქუცმაცებულ თხილეულთან (გარდა არაქისისა) და 4 ჩ/კ უცხიმო იოგურტი ან რძე.

სადილი: 1 გრეიფრუტი, 1 ჭიქა ბოსტნეულის სუპი ან ბულიონი 2 სუხართან ერთად.

ვახშამი: 200 გრამი ქათმის თეთრი ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), 2 ჩაშუშული პომიდორი, ძილის წინ ნახევარი გრეიფრუტი.

4 დღე

საუზმე: 1 ჭიქა ტომატის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ლიმონით.

სადილი: 1 გრეიფრუტი, სალათის დიდი პორცია მომზადებული სტაფილოსგან ან მწვანე ბოსტნეულისგან და შეკმაზული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით, პურის ნაჭერი და ტოსტი.

ვახშამი: 400 გრამი მოხარშული ან ჩაშუშული ბოსტნეული (ყაბაყი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური), ჩაი; ძილის წინ – გრეიფრუტი ან მისი წვენი.

5 დღე

საუზმე: ხილის სალათა ვაშლის, გრეიფრუტის და ფორთოხლისაგან, ყავა ან ჩაი ლიმონით.

სადილი: 1 დიდი ორთქლზე გამომცხვარი კარტოფილი, 200 გრამი სალათი მწვანე ბოსტნეულისგან ან კომბოსტოსგან.

ვახშამი: 200 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი ან 250 გრამი ქათმის თეთრი ხორცი ან 250 გრამი თევზის ფილე, ტომატის წვენი ან მოშუშული პომიდორი; ძილის წინ – გრეიფრუტი ან წვენი.

6 და 7 დღე

ნებისმიერი მენიუს არჩევა შეგიძლიათ წინა დღეებიდან


კატეგორია: ♥ დიეტა | ნანახია: 220 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
2013-06-25 Spam
hmmm O.o greifutiii ^^
momewona siaxlee ♥



2013-06-24 Spam
Kargi Siaxleaa ^^
tumca marto patara gipis gamo dietaze ver davjdebi mirchevnia vivarjisho ;d



2013-06-24 Spam
4.    ( -Mary♥[??????]

Ertadertxel viyavi dietaze esec imitom, rom avad viyavi. Yoveldge daaxloebit 15 km fexit gavdivar an davbivar. Mere mada mekargeba. Bevr xils vcham da bevr wyals vsvam da rac mtavaria vcham imdens ramdensac vchamdi. Ar ishimshilot chamet ogond zomierebis farglebshi. Amit magrad davikeli. Arasdros vyofilvar msuqani, ubralod wels gamocdebi mqonda ar vvarjishobdi da shedegmac ar daayovna. Me amas girchevt
Siaxle dzaan kargia<3



2013-06-24 Spam
vgijdebi greifrutze happy dzalian bevrs vcham happy shevecdebi rom davjde am dietaze magram me iseti gori var rom ver gavdzelb da tan saxshi specialurad mashinn daiwyebs dedachemi mwvadebis ketebas biggrin : D biggrin biggrin



2013-06-24 Spam
ver vitan grapefruits ,arada martla dzalian magrad aklebinebs :\\ saintereso iyo,tu movikribe amis dzalgone vecdebi gavaketo,magram aramgonia :d



2013-06-24 Spam
My Boyfriend Is Your News <3

ესეც უმაგრესი სიახლე იყო <3
ყოჩაღ !! <33 მიყვარხარ :** ))



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
შაბათი
2017-09-23
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ივნისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz