მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 18 » Golden Globes 2014
1:26 PM
Golden Globes 2014
Golden Globes 2014
ოქროს გლობუსი 2014-ვარსკვლავების 
რჩეული ფეხსაცმელები

ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ოსკარის გენერალურ რეპეტიციად ითვლება, საკმაოდ შთამბეჭდავად აღინიშნა. ღონისძიების წითელი ხალიჩა ცნობილი დიზაინერების ბოლო კოლექციების ჩვენებას ჰგავდა. სადღესასწაულო სამოსზე ასტრონომიული თანხები დაიხარჯა. ვარსკვლავი ქალბატონები თავს იწონებდნენ უახლესი კოლექციების სამოსსა და ფეხსაცმელებში. თუმცა დანახარჯი როგორც წესი ამართლებს მოლოდინს. ცნობილი ქალბატონების უმრავლესობამ Christian Louboutin-ის სანდლები შეარჩია, ასევე პოპულარული იყო Jimmy Choo-ს ფეხსაცმელები. 

მარგო რობიმ Gucci-ის კაბას Christian Louboutin-ის მწვანე ატლასის ფეხსაცმელი შეუხამა



ობრი პლაზამ კი Oscar de la Renta-ს იისფერ კაბას Christian Louboutin-ის
 პრინტებიანი ფეხსაცმელი შეუხამა.


ტეილორ სვიფტი Carolina Herrera-ს კაბაში გამოეწყო, ხოლო მისი რჩეული ხეფსაცმელი როგორც წინა ორი ქალბატონის Christian Louboutin-ის კოლექციიდან იყო.


ჰაიდი კლუმი Marchesa-ს კაბაში და Christian Louboutin-ის ფეხსაცმელში


სარა პალსონი Marchesa-ს კაბაში და როგორც უკვე ვხვდებით საკმაოდ აქტუალურ Christian Louboutin-ის ფეხსაცმელში.


სანდრა ბალოკმა Prabal Gurung-ის კაბას, Jimmy Choo-ს სანდლები შეუხამა


ხოლო ამბერ ჰარდის Atelier Versace-ს გულახდილ კაბასაც ასევე Jimmy Choo-ს 
დახვეწილი შავი ფეხსაცმელი ამშვენებდა


ემა რობერტსი Roger Vivier-ის ხავერდის ფეხსაცმელებში


ელიზაბეტ მოსი Stuart Weitzman-ის სანდლებში იყო გამოწყობილი


ზოი დეშანელმა Oscar de la Renta-ს კაბით და ფეხსაცმელებით ოქროსფერი ანსამბლი შექმნა


კომენტარებში დაწერეთ რომელი ვარსკვლავის ფეხსაცმელი მოგეწონათ.

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 905 | დაამატა: -Marrii | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2014-01-19 Spam
კარგი სიახლეა ^^ მარტო ემას კაბა მომეწონა,ფეხსაცმელი არა.