მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 7 » გელაპარაკები.
11:53 AM
გელაპარაკები.

 "ხვალ, ხო შენი წასვლის რეისია…"


ვიცი ახლა, ისევ შლი კონვერტს და ვიცი ისევ გაგეცინება ჩემს სუნიან კალამზე. ვიცი,რომ არ გიყვარს როცა ვტირი, რადგან უკვე გაიზარდა დრო. იცი ღამით, დაძინებამდე მე ისევ ჩუმად ვამბობ ჩვენს ლექსს.

ვგიჟდები როდესაც ვუყურებ სიგიჟით დაავადებულ ადამიანებს. გამოქცეულ ინტრიგანებს და გაყრილ ექსტრავაგანტებს. უამრავ თვითმკვლელებს და დაუთვლელ ნარკომანებს. მე არასდრს ვწერ ადამიანებზე.

ნოემბრის 23 იყო. ვსხედვართ მე და ჩემი მეგობრები ანტიკვარ სკამებზე და ვფიქრობ, თუ როგორაა იყო უსულო საგანი. ვფიქრობ და ვხვდები,რომ საკუთარ სხეულს მხოლოდ მარტინით ვითბობ.

მე მართალია დაგაძალე,რომ გერწმუნა როგორ უნდა ყოფილიყავი დამოუკიდებელი – ამისთვის მაპატიე.

დავიღალე იმ მრავალფეროვნებით,რომ ერთფეროვნების შეცვლა მინდა. დავიღალე, დილით ისევ,რომ ვუყურებ შენს ფანჯარას და ვხვდები,რომ ისევ გძინავს.

დავიღალე იმ ოცნებით, რომელიც უკვე დიდი ხანია ამიხდა. დავიღალე წერით. ვიღლები ყოველდგიურობით.

ვიცხოვრებდი აქედან შენთან ერთად შორს.

შენთან ერთად მსოფლიოს დასასრულის ყურება მინდა.

შენთან ერთად სახელის გადარქმევა მინდა.

მაგრამ სადაც წარსულში მე და შენ უნდა გვეცხოვრა, დღეს უკვე სხვები ცხოვრობენ.

ნუ ტირი. ნუ იცვლები. ნუ მთავრდები. ნუ ოცნებობ. ნუ ხარ ოპტიმისტი. თქვი.


რატო იტანჯავ თავს.

როგორ მოვკლა როცა ჯერ არ უსწავლით.

როგორ ვისროლო მშვიდი სახით როცა არ შემიძლია.

კვლავ მტკივა დრო.

რამოდენიმე თვეში ისევ გაცივდები,ვიცი. ვიცი ისევ ისე შეგცივდება,როდესაც თბილად ჩაცმული გარეთ გახვალ და მერე, მერე მე რა ვქნა.

ნუ გგონია,რომ შეყვარებული ვარ. მე უბრალოდ ვწერ იმაზე, ვინც უნდა მიყვარდეს ალბათ. არ მიყვარს არავინ, მაგრამ ვცდილობ.


მე არ მივდივარ, და არც გტოვებ. არც ჩემოდანს ვალაგებ და არც ვემზადები სტიმულის მიღებისათვის. უბრალოდ მინდა გავქრე, მერე მაინც ყველა შემამჩნევს.
უკვე ათი წელია ვხედავ,თუ როგორ გადის მამაჩემი გარეთ, როგორ დგება ეკლესიის წინ და როგორ იწერს პირჯვარს.
უკვე ცხრა წელია ვხედავ, თუ როგორ ბრუნდება ერთი და იგივე თვეები წელში.
უკვე რვა წელია ვხედავ, თუ როგორ წვიმს მაშინ, როცა მზეა.
უკვე შვიდი წელია ვხედავ, თუ როგორ იზრდება ცა.
უკვე ექვსი წელია რაც ვხედავ,თუ როგორ მდიდრდება ღამე ვარსკვლავებით.
უკვე ხუთი წელია ვხედავ, რომ 8 წელი უკვე გასულა.


ხვალ, ხო შენი წასვლის რეისია…

დაამოწმა:Perfectly♥Lady
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 714 | დაამატა: ninoRa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2013-05-07 Spam
nini beruashvili,
romeligac blogidanaa da sheni chanaxati jonatan movdivar egec mand ido sxvatashoriss )))
ase, rom ..)))))))))