მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 19 » Falling Slowly
0:37 AM
Falling Slowly
Falling Slowly (2)
I intend To be Your last LOVE
- She Is The Sunlight
I just want her to be mine.
Just mine.
This is it...

მეორე დღე მშვიდობიანად,ხმაურის გარეშე დაიწყო.. 
ამჯერად არც დილით გაღვიძება გამჭირვებია.. 
- საუზმე არ გინდა? 
- არა სკოლაში შევჭამ რაიმეს...
- მოიცა შენ ძმას არ ელოდები..
- არ შემიძლია.. მეჩქარება.. რობი შენ წაიყვანე სკოლაში..
- კარგი... 
სკოლისკენ წავედი თუმცა სენობასტან ახლოსაც არ მივსულვარ.. იქვე გვერდით ჩიხში შევედი და გზა ისე განვაგრძე.. მალე დანიშნულების ადგილიც გამოჩნდა..მიტოვებული სახლები და სახელოსნოები.. გარედან მთლიანად გაშავებულიყო.. თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და იქვე ერთ ნაკლებად სანდო კაცს ვკითხე,რომელიც თითქმის სულ გაშავებულიყო..
- გამარჯობათ.. ჯონი აქ მუშაობს ?
- აი იქით საყვარელო, - მითხრა ერთმა საშინლად გამურულმა კაცმა და ხელით მიმითითა გზაზე..
- მადლობა.. 
- ჯონი თქვენ ხართ ?
- მე ვარ.. მითხრა უხეშად ჩემ წინ მდგარმა ტიპმა..იგი გამოიყურებოდა როგორც ტიპიური ნარკომანი და მანიაკი,რომელიც ამჯერად მისი ძირითადი საქმისაგან განსხვავებით სხვა რამით იყო დაკავებული...
- გუშინ მე დაგიკავშირდით ?
- ანუ შენ გინდა შეიძინო ?
- კი მე მინდა.. 
- ლამაზო ეს ძვირი დაგიჯდება..
- ფასს აზრი არ აქვს...რამდენი გინდა..
- 50 000 ევრო
- რაა? ამ ჯაბახანაში ? მე ფული შეკეთებაშიც მჭირდება..
- შეგიძლია სხვანაირადაც გადაიხადო.. - ჩემსკენ გადმოიწია,მაგრამ ხელი ვკარი..
- არც იფიქრო...
- მოიცა შენ რა ხელი მკარი ?
- ჰოო მერე რაა.. -შევეცადე მკაცრად მეთქვა..
- მომისმინე ლამაზო არ გაპატიებ ამას.. ხელი მკლავში ჩამავლო და საშინელი თვალებით შემომხედა.. შევძრწუნდი, ძალიან შემეშინდა თუმცა ეს არ ვაგრძნობინე და მეც მკაცრად შევხედე.. ის ჩემთვის რაღაცის თქმას აპირებდა როცა ერთმა აზრმა გამიელვა .. არ დავფიქრებულვარ მაშინვე ფეხებშუა ამოვარტყი და მანქანისკენ გავიქეცი..
- არ გაბედო.. არ გაბედო..-საშინლად დაიღრიალა,თუმცა მისი ღრიალისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.. ფანჯარა სწრაფად ავწიე.. ჯონი მანქანისკენ წამოვიდა..სწრაფად დავქოქე და იმ ადგილს გავშორდი.. თუმცა ის მაინც მომდევდა და მისი ხმაც მესმოდა..მალე სირბილი შეწყვიტა,მეც უკვე სამშვიდობოს აღმოვჩნდი,თუმცა ერთი პრობლემა მაინც მქონდა.. არ ვიცოდი მანქანა სად წამეყვანა..
სკოლის გვერდით გავჩერდი.. ისე რომ მე მათ ვხედავდი,ისინი კი ვერა..
შენობიდან ბავშვები გამოვიდნენ, ჯოიც შევამჩნიე,მას გვერდით დირექტორის ვაჟი მოსდევდა.. 
მაშინვე თავში ერთმა აზრმა გამიელვა.. სწრაფად გაადავედი მანქანიდან.. 
- სად იყავი ?
- არსად ცოტა გავერთე.. დავინახე დირექტორის ბიჭი გელაპარაკებოდა..
-ჰოო,შენ გიკითხა .. აი იქ არის ბიჭებთან.. 
- კარგი მადლობა.. 
ბიჭების ჯგუფში გავერიეე და მაიკს ხელი დავავლე.. მინდოდა ცალკე გამომეყვანა.. 
- მოიცა ვერ ხედავ ვლაპარაკობ..
- გინდა დაგეხმარო ?
- კი მინდა.. 
- მაშინ მოგიწევს შენც დამეხმარო..
-დაგეხმარო ? 
- ჰო,შენ მე უნდა დამეხმარო..
- და რაში არ შეიძლება გავიგო ?
- გაკვეთილების შემდეგ ..
- კარგი..
გაკვეთილები საშინლად გაიწელა.. უფრო სწორედ არ გაწელილა.. ეს მხოლოდ ჩემ ცნობიერებაში მოხდა.. ყოველთვის როცა ადამიანს უნდა რაღაც სწრაფად,მალე მოხდეს დრო მაშინ სასტიკად იწელება და რაც უფრო მეტი ხანი გადიოდა მით უფრო ვნერვიულობდი.. 
- სახლში მოდიხარ? მარტო სიარული მეზარება..
- არა სახლში არ მოვდივარ, მაიკს უნდა დავეხმარო..
- ჯანდაბა ! თუ გინდა მეც დავრჩები..
- არა არ მინდა..
-და რატო ? მაცდური,ეშმაკური მზერით შემომხედა ..არაფრის თქმა არ მაცადა და თვითონვე უპასუხა თავისი შეკითხვას.. - მოიცა შენ რა მაიკი მოგწონს ? და მასთან მარტო დარჩენა გინდა? 
- არა რა თქმა უნდა.. 
-მაშინ მეც დავრჩები.. 
-ჯოოიიი ! 
- გამოდის შენ ის მოგწონს ...
- ჯანდაბა !  ჯოიიი მოკეტე! 
- კარგი ვჩუმდები ..
- გამარჯობა.. მაიკი ჩვენთან მოვიდა.. - აბა რას ვაპირებთ ?
- კარგი მე წავედი.. - ჯოი წავიდა.. 
- ჰა აღარ ამბობ ? იცოდე წავალ 
- მომისმინე.. ზედმეტი შეკითხვები არ იყოს კარგი ?
- კარგი.. 
- წამომყევი..


- მოიცა ეს რაა არი? მეღადავები ? თქვა და გაიცინა
- შენი თავი არ მაქვს მართლა.. ჩაჯექი.. 
-ამ ჯაბახანაში არ ჩავჯდები ..
- ჩაჯდები... თუ ჩემი დახმარება აღარ გჭირდება ? 
- სხვას ვთხოვ.. 
- კარგი როგორც გინდა.. ხელი ვკარი და მანქანაში ჩავჯექი...
დაძვრას ვაპირებდი,როცა ფანჯარაზე მომიკაკუნა..
- რა უნდა გავაკეთო ?
- სანდო ადგილას უნდა წამიყვანო,სადაც ამის შეკეთებას და ამავდროულად დამალვას შევძლებ..
- საჭესთან დამსვავ ?
უპასუხოდ გამოდვედი და დავსვი.. მე გვერდით მოვუჯექი... ჩვენს შორის სიჩუმემ დაისადგურა..
მალე ეს სიჩუმე მოსაბეზრებელი გახდა და ამ სიტუაციიდან თავი რომ დამეძვრინა მობილური ამოვიღე და ლილი გავაფრთხილე რომ სახლში ცოტა დამაგვიანდებოდა..
- სად იშოვე ეს ჯაბახანა ? მითხრა მაშინ როცა ტელეფონი გავთიშე..
- რა აზრი აქვს სად ვიშოვე?
- თუ შეგეკითხე ესეიგი აქვს.. 
- ვიპოვე... უბრალოდ ვიპოვე.. 
- არ მჯერა.. 
- ეგ შენი პრობლემაა..
- კარგი მოვედით.. შენ აქ დამელოდე !..
ის მანქანიდან გადავიდა და მიუხედავად იმისა,რომ მითხრა მანქანაში დავლოდებოდი მეც უკან გავყევი..
- ჰეი ჯეი, როგორ ხარ?
- ძმაო.. ჯეი და მაიკი ერთმანეთს გადაეხვივნენ.. - ასეთებით არ დადიოდი როგორც მახსოვს...ვაუ ეს ვინ არის ? შენი ახალი მეგობარი ? მან გარშემო შემომიარა.. 
- ჯეი, ჯეი გეყოფა.. ის ჩემი შეყვარებული არ არის..
- კარგი მაგრამ საყვარელია..
- შეგიძლია მოკეტო ? გაბრაზებული შევხედე.. - იცი არასწორად მოვიქეცი დახმარება რომ გთხოვე,შენნაირ იდიოტთან მომიყვანე,რომელსაც ლაყბობის გარდა არაფერი შეუძლია.. მორჩა მე მივდივარ..
- არ წახვიდე.. მე დაგპირდი დაგეხმარებოდი და მინდა ჩემი სიტყვა შევასრულო..ჯეი შეგიძლია ეს მანქანა შენ საწყობში დატოვო ?
- კარგი არ არის პრობლემა.. 
- მას შეკეთებაც სჭირდება.. მათ ლაპარაკში მეც ჩავერიე..
-შეკეთება? დამცინი? ამისგან არამგონია რამე გამოვიდეს..
- მე ის უნდა შევაკეთო შენ კი დამეხმარო.. ხვალ ამ დროს მოვალ.. აქ იქნები ?
კარგი .. როგორც გინდა.. თუმცა არამგონია რამე გამოვიდეს..
- მადლობა ჯეი.. შენც მადლობა მაიკ..
- მოიცა სად მიდიხარ?
- სახლში..
-შენი სახლი აქედან დაახლოებით რვა კვარტალშია, შეიძლება მეტშიც და ფეხით აპირებ წასვლას.. 
- ჰოო ალბათ ფეხით წავალ..
- ჯეი შეგიძლია რომელიმე მანქანა მათხოვო? 
- რომელიც გინდა ძმაო..


- მადლობა რომ სახლში მომიყვანე.. 
- არაფრის.. მითხრა და გამიღიმა..
-საინტერესო დღე იყო..
-ჰო ალბათ..
- თუმცა რამოდენიმე კითხვა მაქვს..
-ჩვენ შევთანხმდით არანაირი კითხვები.. 
- მართალია.. 
-კარგი ხვალამდე..
-ხვალ შევხვდებით..
დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, დღიური პრობლემებიც მოვაგვარე.. ჯეისთან და მაიკთან ერთად სადილობაც საინტერესო გამოვიდა.. მივხვდი რომ ისინი,ისევე როგორც მე და ელი საუკეთესო მეგობრები ვართ.. სახლში ახალ მივახშმია პირდაპირ ჩემ ოთახში ავედი და ელის დავურეკე.. დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე კი მთელ დღეს თვალი გადავავლე და კმაყოფილი დავრჩი,რადგან ჯერჯერობით მაიკის საშინაო დავალების გაკეთების 
გარდა სხვა საქმე აღარ მქონდა.. 

აი ესეც მეორე თავი, რავიცი მგონი საინტერესო გამოვიდა.. თან ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის,რადგან თქვენ კიდევ ბევრი რამ არ იცით M-ზე..
იმედი მაქვს მოგეწონათ ! ♥   ჰააა აბა რას იტყვით ? Do U like it ?

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 864 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 6
2014-01-21 Spam
მომეწონა, ველოდები შემდეგ თავს <3