მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 20 » Eye Make-Up ♥
6:05 PM
Eye Make-Up ♥
თვალის მაკიაჟის გაკეთება ერთგვარი ხელოვნებაა,თუმცა თუ ტექნიკას დაეუფლებით და ზოგად წესებს გაითვალისწინებთ,ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.ეს პოსტი ზუსტად იმას ემსახურება,რომ ისწავლოთ თვალის მაკიაჟის გაკეთების ტექნიკა,ანუ ჩვენებურად– ‘თვალების ჩახატვა”



ხარისხიანი მაკიაჟის გასაკეთებლად რამოდენიმე ნიუანსი უნდა გაითვალისწინოთ.მოდით დანმიმდევრულად მივყვეთ.



სანამ მაკიაჟის ტექნიკას დაეუფლებით,უნდა დაადგინოთ,რა ტიპის სახე გაქვთ და თვალების როგორი განლაგება და ფორმა გაქვთ,რადგან ყველა ტიპის სახეს თავისებური სტილის მაკიაჟი უხდება.

კონკრეტულად თვალებს რაც შეეხება,არსებობს შორს დასმული თვალები და ახლოს დასმული თვალები.



ჩრდილების დადების ზონები ფერების მიხედვით კარგად არის ნაჩვენები ამ სურათებზე:

შორს დასმული თვალები ასე გამოიყურება :


და მას ამგვარი ჩრდილების ტონების განლაგება უხდება:


შორს დასმული თვალები რომ ვიზუალირად ერთმანეთთან დავაახლოვოთ,მათ შორის მანძილი ვიზუალურად უნდა შევამციროთ.ამის მიღწევა შეიძლება მუქი ფერის ჩრდილის თვალის შიდა კუთხეებზე დადებით.ეფექტურია თვალის შიდა კუტხეების სავი ფანქრიტ შემოხატვა.თვალის ნაპირებში ღია ფერის ჩრდილი დაიდეთ,ამგვარად თვალები უფრო დაუახლოვდება ერთმანეთს ვიზუალურად.ფერების კონტური გადღაბნეთ.

ახლოს დასმული თვალები ასე გამოიყურება:


და მას ამგვარი ჩრდილების ტონების განლაგება უხდება:


ახლოს დასმული თვალებს შორის სივრცე ვიზუალურად რომ გავზარდოთ,ამისათვის შიდა მხრეს,წარბის ქვეშ და ცხვირსა და თვალის უპის შორის ვიყენებთ ღია ფერს,თვალების გარე ნაპირის ზონებში კი მუქ ჩრდილებს.

თვალის მაკიაჟის გაკეთებისას ეს თანმიმდევრობა დაიცავით:


  1. თვალის გაწმენდა თვალის ზონას მოაცილეთ მაკიაჟის ნარჩენები).მაკიაჟის დადებამდე თვალის კრემი არ წაისვათ.ზონა აბსოლუტურად მშრალი უნდა იყოს.
  2. ვიდებთ თვალის კორექტორს —ეს არის ერთგვარი თვალის ტონალური,რომელიც ერთ ტონს აძლევს თვალის გარშემო ზონას,ფარავს შეშავებულ ზონებს.
  3. გადაისვეთ პუდრი ან ფერუმალინი(რუმიანა) თხელი ფენით.ეს იმისთვის არის საჭირო,რომ შემდგომში გამოყენებულ ჩრდილებს და ფანქარს კარგი ‘შეჭიდება’ ჰქონდეს კანთან.
  4. ვიდებთ ჩრდილებს(ეს თემა დაწვრილებით ქვემოთ განვიხილოთ)
  5. ვისმევთ ფანქარს ან ლაინერს.(ლაინერით უფრო აკურატულად შეიძლება თვალის კუთხეებში ‘ისრების’ გაკეთება)
  1. ბოლო შტრიხია ტუშის წასმა ან ხელოვნური წამწამების დადება.



    მივუბრუნდეთ მეოთხე პუნქტს—ჩრდილების დადებას.

    პირველი რაც დაგჭირდებათ — თვალის ჩრდილების კარგი პალიტრაა.ჩრდილების ბევრნაირი სახეობა არსებობს ტექსტურის მიხედვით : დაპრესილი მშრალი ჩრდილები,მშრალი ფხვიერი ჩრდილები,ჩრდილი-მუსი, კრემის ტექსტურიანი ჩრდილი,ფანქარი-ჩრდილი.ასევე დაგჭირდებათ თვალის კონტურული ფანქრები,ლაინერი,ტუში.



    მაკიაჟის დადებისას მთავარია გაითვალისწინოთ ეს წესები:

    1. 
პირველ რიგში იდებენ ღია ფერის ჩრდილს
2.
მუქი ფერის ჩრდილის მიღება შეიძლება იმ ფერის ფანქრის წასმით და შემდგომ ფუნჯით გადღაბვნით
3.მაკიაჟის გაკეთებისას ძირითადად 3 ფერს გამოიყენებენ,აქედან ერთზე კეთდება აქცენტი
4.ფერებს შორის გადასვლა რბილი უნდა იყოს,ანუ კონტური არ უნდა იყოს გამოყოფილი,ამისათვის კიდეების ფუნჯით გადღაბვნაა საჭირო.
5.თვალის შიდა ქვედა უპეზე წასმული შავი ფანქარი თვალს ვიზუალურად აპატარავებს და სიგრძეს უმატებს
6.თვალის ქვედა შიდა უპეზე წასმული თეთრი ფანქარი ვიზუალურად თვალს აფართოებს
7.თვალის ფანქრის წასმა უნდა დაიწყოთ გარე კიდიდან ცენტრისკენ
8.თვალს რომ ბრწყინვალება შეჰმატოთ,თვალის შიდა კუთხეში დაისვით წითელი წერტილი,ეს მარტივი იქნება წითელი ტუჩსაცხის და ტუჩის ფუნჯის მეშვეობით
9.თუ თვალის შიდა უპეზე ისმევთ შავ ფანქარს,ის ზედა ქუთუთოს შიგნითა მხარესაც წაისვით–უკეთესი ეფექტი ექნება
10.წარბის ქვეშ ღია ფერის,სასურველია პერლამუტრის ეფექტით,ჩრდილი წაისვით
11.ჩრდილის წასმისას მიმართულება აიღეთ თვალის გარე ნაპირიდან ცენტრისკენ



რამოდენიმე დასურათებულ მაგალითს შემოგთავაზებთ:



ამ სურათზე ნაჩვენები თანმიმდევრობაა:

1.თეთრი ჩრდილი თვალის ზედა ქუთუთოზე
2.თვალის გარე ნაპირზე ყავისფერი ჩრდილის დადება
3. ჩრდილის კონტურის გადღაბვნა
4.შავი ფანქრის წასმა ზედა და ქვედა ქუთუთოზე
5. ქვედა ქუთუთოზე ფანქრის ფუნჯით გადღაბვნა
6. ტუშის წასმა



ამ სურათზე ნაჩვენები თანმიმდევრობაა:

1.თვალის ზედა ქუთუთოზე ვერცხლისფერი ჩრდილის დადება 
2.თვალის ზედა ქუთუთოს გარე მხარეს შავი ჩრდილის დადება 
3.კონტურების გადღაბვნა 
4.შავი ფანქრის წასმა ზედა ქუთუთოზე და ქვედა ქუთუთოს კიდეზე(შუიდან ნაპირამდე) 
5.წვედა ქუთუთოზე წასმული ფანქრის ფუნჯით გადღაბვნა 
6.თვალის შიდა უპეებზე შავი კონტურის გაკეთება 
7.ტუშის წასმა და ხელოვნური წამწამების დაწებება

შემდეგ სურათებზეც იმავე ტექნიკით არის შესრულებული მაკიაჟი:







ასევე სცადეთ სხვა ტიპის მაკიაჟი:


 







სულ ეს იყო ♥
იმედია მოგეწონათ ♥ 
გთხოვთ დააკომენტარეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ♥

 
 
 
კატეგორია: ♥ Fashion - გაკვეთილები | ნანახია: 1272 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2013-02-23 Spam
ადრე ცეკვაზე რომ დავდიოდი,მაშინ ვისმევდი ხოლმე თვალზე წენებს და რაღაცეებს ;დ
ეხლა აღარ მჭირდება ) ხხანდახაბ,თუ წავისვამ ხოლმე ;დ ეგეც ახალ წლებზე ;დდ
მაგრამ,ნიუსი მომეწონა ;დ !
ფანტასტიქ <3 ;დდდ