მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 12 » - ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს !
6:12 PM
- ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს !
- ეს მე კი არა, ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს !
ასე ჰქვია ქ. ფოთის №5 საჯარო სკოლის Xბ კლასის დადგმულ სპეკტაკლს ..
მე არ ვსწავლობ ამ სკოლაში ( მამაჩემია დირექტორი ), მაგრამ მე დავესწარი სპეკტაკლს და გეფიცებით, ცრემლები ვერ შევიკვე .. ; (( დღეს კი მინდა შემოგთავაზოთ რამოდენიმე კადრი სპეკტაკლიდან ..
გთხოვთ, არ წაშალოთ : ((




ამის შემდეგ რეპეტიციებზე ტერორისტები შომოცვიცდნენ და ბავშვები მძევლებად აიყვანეს ; ((






ადამიანებს ასეთი სიყვარული არ შეუძლიათ, გავიღვიძებ მიყვარხარ, დავიძინებ მიყვარხარ .. მე სიყვარულზე უფრო დიდი სიყვარული შთამაგონა ღმერთმა, შენს აღმოჩენამდე ჩემი დღეები აფეთქებით დახოცილ თევზებიცით ეყარენ საკუთარი გულგრილობის შლამზე, იქ სადაც ახლა ჩემი მდინარეა, სადაც კარნახობს ჩემი სიცილი. ქალაქს შეუყვარდა, ჯერ ქალაქს სჭირდება ჩემი ერთი ფანჯარა, ჩემი ერთი სიყვარული. მილიონობით განათებული ფანჯარა ვარ ჩემი ქალაქის და თუ ჩავქრები, მილიონი აღარ დარჩება, მაგრამ მე ქალაქს ვერ ვუღალატებ, შუაღამისას შინ მიმავალს არ ჩავუქრები და ერთ კაცს თუ კი ურალატებ, გინდაც ყველასათვის გიღალატია. რომ ჩემს გარეშე არ არის ომი, ეს მშვიდობას სულაც არ ნიშნავს, ჩემი მშვიდობა მშვიცი ვერასოდეს იქნება, იქ სადაც ერთ კაცს კლავენ და ადამიანებით დაჭრილი სიყვარული ნელ–ნელა კვდება. დედაჩემი, დედაშენი ყველა დედაზე უფრო დედაა და ვევედრები ხვალ ამ დედას, გადააჩვიეთ ბიჭები ომობანას თამაშს, გადააჩვიეთ ბიჭები ომობანას თამაშს, თორემ ისინი ერთ დღეს გავლენ ერთად სახლიდან სათამაშოდ და შინ აღარ დაბრუნდებიან. როცა ხმას ვაძლევთ მშვიდობას, შენს სიცოცხლეს ვაძლევ ხმას, როცა ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ვეფერები, შენ გეფერები, როცა შინ თითის წვერებზე დავდივარ, შორეულ ბინაში შენს ძილს ვუფრთხილდები, როცა ძარღვს ვიხსნი და ჩემი სისხლით სხვისმა უნდა განაგრძოს ფეთქვა, ვიცი, შენ უნდა გადაგარჩინო. არ ვეძებ მადლობას, არ ვეძებ სამაგიეროს, მადლობაზე დიდი მადლობა ჩემთვის შენი სიცოცხლეა, რომ ხარ, გიცავ თავად. მე არ ვიცი მონატრების მონატრება, ვიდრე მიყვარხარ, ყოვლად ცოცხალზე ცოცხალი ვარ ცოცხლობისათვის, და თუ მოვკვდები უსიკვდილეს სიკვდილისაგან, შენში სხვა ვინმე გამოიცოცხლებს, "ჰო, მე კი არა ღმერთს უყვარხარ ჩემში გადმოსულს!"
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 908 | დაამატა: -Pucca♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-04-12 Spam
vaii ra magari iyoo sad