მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » დიალოგი ბავშვობასთან
10:28 PM
დიალოგი ბავშვობასთან
–ზღაპრების გჯერა? 

–მინდა მჯეროდეს. 

და ოცნებები 

ამიხდებოდეს. 

–სიზმრების გჯერა? 

–რა ლამაზია?! 

უცნაურია 

და თან ნაზია. 

–ვინმე თუ გიყვარს? 

–გოგონა ბაღში. 

სულ მასზე ვფიქრობ, 

ეზოშიც, სახლშიც. 

–და როგორ გიყვარს? 

–მიყვარს შორიდან, 

გავიზრდები და 

ცოლად მოვიყვან. 

–და სად იცხოვრებთ? 

–სადმე ზღაპარში, 

ზაფხულში ზღვაზე, 

სახლში–ზამთარში. 

საით მიდიან ბავშვობის წლები? 

ვბერდები უკვე, მაგრამ ვერ ვხვდები. 

საით გაფრინდნენ ის ოცნებები? 

შენც ძველებურად მეოცნებები. 

მოდი, დავბრუნდეთ ჩვენს ბავშვობაში 

კვლავ ვითამაშოთ ძველ სახლობაში. 

მოდი, დაგანახო სიზმრისფერი, 

წამო, ზღაპარეთში გამომყევი!
 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 634 | დაამატა: anibelieber:)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3