მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 17 » Demi Lovato And Selena Gomez
4:55 PM
Demi Lovato And Selena Gomez
ისინი წარმატებული თინეიჯერები არიან. ჰყავთ მილიონობით ფანი და ფუფუნებაში ცხოვრობენ. რეალურ ცხოვრებაში ახლო მეგობრები და კოლეგები არიან. მოდით ყველამ ერთად გავიგოთ მათი მეგობრობის ისტორია.





  





როგორ დაიწყო ყველაფერი?
12 წლის წინ ისინი ერთმანეთს სერიალის კასტინგზე შეხვდნენ და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მომავალში კარგი მეგობრები გახდებოდნენ. ,,ბარნი და მეგობრები'' სწორედ ასე ჰქვია სერიალს, რომელმაც განაპირობა ორი მეგა ვარსკვლავის ურთიერთობა და მომავალი. ისინი პარტნიორები გახდნენ და დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ, რასაკვირველია ამ ყოველივემ შედეგი გამოიღო და ისინი დამეგობრდნენ. მათი მეგობრობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დღესაც კი გრძელდება და ერტ-ერთი სანიმუშოა ჰოლივუდში. სერიალის დასრულების შემდეგ დემისა და სელენას გზები გაიყო. სელენა აქტიურად დაიწყო ფილმებში მონაწილეობა და პოპულარობაც მალე ეწვია, აი დემი კისამწუხაროდ არ აქტიურობდა და პასიურობამაც შედეგი გამოიღო, ის უმალ დაივიწყეს. 2006 წელს მათი მეგობრობა კვლავ გაიხსენეს, როდესაც დემი ეკრანს დაუბრუნდა სერიალით ,,გაქცევა''. ზუსტად 2 წელიწადში ისინი ერთკომპანიაში მოხვდნენ და ვარსკვლავური ფაბრიკის ,,დისნეის'' სახეები გახდნენ. 2009 წელს ისინი კვლავ ერთად მოხვდნენ ფილმში ,,პრინცესების დაცვის პროგრამა'', მაგრამ ამასთანავე ამავე წელს მათ ურთიერთობაში ხინჯი გაჩნდა. დემი ლოვატოს ჰკითხეს,თუ რას აკეთებდა სელენა, მან კი საკმაოდ უხეშად უპასუხა: ,,ჰკითხეთ ტეილორს''. ამ ამბების შემდეგ კი ისინი ერთად აღარ ჩანდნენ, არც მოდურ წვეულებებზე დადიოდნენ და არც სოციალური ქსელების საშუალებით კითხულობდნენ ერთმანეთს. ამ ყოველივეს სელენასა და ტეილორის ახლო ურთიერთობა დაემატა და გაჩნდა ეჭვი დიდი მეგობრობის დასრულებისა. მართლაც სელენა და დემი ერთმანეთს დაშორდნენ.
ბოლო წლებში მათი მეგობრობის შესახებ არაფერი ისმოდა, რამაც დელენას ფანები ძალიან დაამწუხრა. 2011 წელს ისინი კვლავ ერთად Teen Choice Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალზე გამოჩნდნენ და ერთმანეთს დიდი სითბო გაუზიარეს. ჩახუტების სცენის დანახვისას მაყურებელმა აღფთოვანება ვერ დამალა. ამას დაემატა ერთმანეთის მხარდაჭერაც. როდესაც დემი დააჯილდოვეს სელენას კმაყოფილი სახე ჰქონდა და ბედნიერი იყო მეგობრის წარმატებით, იგივე შეიძლება ითქვას, დემიზეც, რომელიც სელენას აჰყვა სიმღერაში.














რას ფიქრობენ ისინი ერთმანეთზე?
ისინი თავიანთ მეგობრობაზე საჯაროდ საუბარს არ გაურბიან და დიდ სიყვარულს გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ.
სელენა გომეზი: ,,დემი ჩემი საუკეთესო მეგობარია, მას დიდი ადგილი უკავია ჩემ ცხოვრებაში. შესაძლოა ერთად დიდ დროს ვერ ვატარებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს. როდესაც ის სამკურნალო ცენტრში დააწვინეს ძალიან განვიცადე, თითქოს გულის მეორე ნახევარი ჩამომშორდა. ბედნიერი ვარ, რომ ის დღეს ჩემთანაა და ჩემი დიდი მესაიდუმლეა''...
როგორც ჩანს დემის სელენას ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უკავია.
დემი ლოვატო: ,,როდესაც ამ ისტორიას ვიხსენებ ვამაყობ, რომ მისნაირი მეგობარი მყავს. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მან დამირეკა და თავისი გულისტკივილი გამიზიარა. მითხრა, რომ ძალიან ვენატრებოდი და უეცრად ატირდა. მე ვერ მივხვდი რა ხდებოდა და გაოცებით ვკითხე თუ რა სჭირდა მას? მან მიპასუხა, რომ არასდროს დამკარგავდა და სულ ერთად ვიქნებოდით. ბედნიერი ვარ, რადგან მე და ის დღეს ერთად ვართ. ის ჩემთვის დასავითაა...''
















მათი მეგობრობა დღესაც გრძელდება. დემი და სელენა ხშირად კონტაქტობენ სოციალური ქსელის ტვიტერის საშუალებით, ამხნევებენ ერთმანეთს და კომპლიმენტებსაც არ იშურებენ. ვინ იცის იქნებ ერთ დღეს მათი მეგობრობა მაგალითი გახდეს,



 
































 



  



კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 991 | დაამატა: MileyFan | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2
2012-01-17 Spam
miyvars orivee hearts hearts chemi lamazebiii hearts hearts hearts hearts