მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » დეკემბრის კინო–გიდი ♥
12:52 PM
დეკემბრის კინო–გიდი ♥
1.ნადირობა ბინ ლადენზე (შავი 30)– 11 იანვარი




2009 წელს როდესაც ქეთრინ ბიგელოუ იღებდა ქარიშხლის მბრძანებელს ის ვერ კი წარმოიდგენდა, რომ მისი ფილმი წლის ყველაზე წარმატებულს სურათად იქცეოდა და ამერიკის კინოაკადემია 6 ოსკარს მიანიჭებდა, თუმცა მისმა პატრიოტულმა ფილმმა ჟიურის წევრების გულებამდე ჩააღწია და მისი ყოფილი ქმრის – ჯეიმს ქემერონის ავატარი მხოლოდ სამი ოსკარის ანაბარა დატოვა. როგორც ჩანს ქეთრინს კვლავ უნდა 2009-2010 წლის წარმატების განმეორება და ხელი მოჰკიდა ამერიკელებისთვის ყველაზე მგრძნობიარე თემას – ოსამა ბინ ლადენს.



გამოხმაურებამაც არ დააყოვნა და მისი ფილმი უკვე მეორედ ოსკარის ფავორიტად ითვლება. შეძლებს თუ არა ბიგელოუ ამერიკის კინოაკადემიის ყურადღების კვლავ მიპყრობას ამას 2013 წლის 24 თებერვალს ოსკარის გრანდიოზულ კინოდაჯილდოვების ცერემონიაზე გავარკვევთ.



სინოფსი: ფილმი არის იმაზე, თუ როგორ იპოვიან და გაანადგურებენ ბინ ლადენს, მას შემდეგ რაც ის თავს დაესხა აშშ-ს 2001 წლის 11 სექტემბერს.

2.ძალიან საშიში კინო 5 - 12 აპრილი



გთავაზობთ ძალიან სასაცილო ფილმს ძალიან საშიში კინო 5 (SCARY MOVIE 5), რომელიც გამოვა 2013 წლის 12 აპრილს.

ამჯერად მოხდება ისეთი ცნობილი ფილმების გაბანძება, როგორებიც არის პარანორმალური მოვლენები 5 (Paranormal Activity 5),შავი გედი (Black Swan) და დასაწყისი (Inception).



ხოლო ფილმში მონაწილეობენ:ლინდსი ლოჰანი (Lindsay Lohan), ჩარლი შინი (Charlie Sheen), ჯერი ო’ქონელი (Jerry O’Connell), ეშლი ტისდელი (Ashley Tisdale) და სხვები.

ახლა კი პირველი ოფიციალური ტრეილერი:




3.დედამიწის შემდგომ- 7 ივნისი 



გთავაზობთ ახალ Sci-Fi მძაფრსიუჟეტიან ფილმს დედამიწის შემდგომ (After Earth), რომელიც გამოვა 2013 წლის 7 ივნისს.

 
 

ფილმში მთავარ როლებს შეასრულებენ უილ სმიტი (Will Smith) და მისი შვილი ჯადენ სმიტი (Jaden Smith). აღსანიშნავია, რომ უილს ქონდა ოთხ წლიანი პაუზა 2008-2012 წლამდე, ხოლო მისი ბოლო ფილმი არის ადამიანები შავებში 3 (Men in Black 3), რომელმაც გაამართლა იმედები. საერთოდ მომწონს მისი ფილმები და ამ ეტაპზე მას დაგეგმილი აქვს კიდევ 4 ფილმი, რომლებიც გამოვლენ 2015 წლამდე.

 

ფილმის მოკლე შინაარსი : 

მოვლენები ვითარდება ათასი წლის შემდგომ, რაც დედამიწაზე მოხდება კატასტროფა და კაცობრიობას მოუწევს დატოვოს ის. ახალი სახლი არის პლანეტა სახელად ნოვა პრაიმი. ლეგენდარული გენერალი საიფერ რეიჯი ბრუნდება მორიგი დავალებიდან, რათა მოაგვაროს თავისი ურთიერთობები ოჯახთან, მან მამობა გაუწიოს თავის 13 წლის ბიჭს.

 

ერთხელაც ასტეროიდული ქარბუქის დროს საფრენი აპარატი, რომელშიც იმყოფება მამა და შვილი ჩამოვარდება უცნობ და საშიშ პლანეტაზე. ხოლო მამა მძიმედ დაშავდება, ამ დროს 13 წლის შვილს მოუწევს ამ საშიში პლანეტის ლანდშაპტი გადაკვეთოს, რათა სამაშველო სიგნალი ჩართოს…

 

ახლა კი პირველი ოფიციალური ტრეილერი:






4.შიმშილის თამაშები: ცეცხლის დაჭერა - 22 ნოემბერი



წარმოგიდგენთ ყველასათვის კარგად ცნობილი ფილმის მეორე ნაწილის შიმშილის თამაშები: აალება (The Hunger Games: Catching Fire)
 ახალკადრებს გადასაღები მოედნიდან.


 ფილმი გამოვა 2013 წლის 22 ნოემბერს.














5.ძვლების ქალაქი – 23 აგვისტო



კიდევ ერთი თინეიჯერული რომანსის ეკრანიზაცია… ამჯერად საქმე გვაქვს კასანდრა კლერის რომანთან – ძვლების ქალაქი, რომელიც არის პირველი ნაწილი 6 ნაწილიანი საგისა – მოკვდავი ინსტრუმენტები წიგნები მოგვითხრობენ ახალგაზრდა კლერ ფრეის ისტორიას, რომელიც აღმოაჩენს, რომ არის ნახევარ-ანგელოზ მებრძოლთა შთამომავალი, რომელმაც უნდა დაიცვას სამყარო დემონებისგან.

 
 

 წიგნის პირველი ნაწილი 2007 წელს გამოიცა და გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც ავტორმა კიდევ 4 ნაწილი დაწერა და მეხუთეს გამოშვება 2014 წლისთვის არის დაგეგმილი.



ფილმმა პროფესიულ წრეებშიც დიდი მოწონება დაიმსახურა, ის თითქმის ყოველ წელს ხვდება ნიუ იორკ თაიმსის ბესთსელერთა სიაში და 2007 წელს ამ პრესტიჟული გაზეთის რეიტინგის ასეულის სათავეშიც მოექცა. ასევე წიგნმა მისი ავტორი როულინგისა და მეიერსის მსგავსად მულტი მილიონერად აქცია.



რაც შეეხება ფილმს მას Sony Pictures Entertainment იღებს. რეჟისორი კი ჰაროლდ ცუარტია, რომელმაც მაყურებელს თავი The Karate Kid-ის გადაღებით დაამახსოვრა. მთავარ როლს კი ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ლილი კოლინზი ასრულებს.



მოკვდავი ინსტრუმენტები: ძვლების ქალაქის პრემიერა 2013 წლის 23 აგვისტოს არის დაგეგმილი.




6.გვერდითი მოვლენები - 8 თებერვალი



წარმოგიდგენთ ახალ კრიმინალურ დრამას გვერდითი მოვლენები (Side Effects), რომელიც გამოვა 2013 წლის 8 თებერვალს.

 


ფილმის შინაარსი : 

მთავარი გმირის ცხოვრება აირევა მას შემგეც, რაც მის ქმარს ჩასვამენ ციხეში. თავიდან ის ცდილობდა დეპრესიას გამკლავებოდა თვითონ, ძირითადად დამამშვიდებლებით. ხოლო როდესაც მიხვდება, რომ ეს არ შველის. მან გადაწყვიტა წასულიყო ფსიქიატრიულში.

 

ახლა ის თავის შინაგან დემონებს მარტო აღარ ებრძვის. მას ეხმარებიან საუკეთესო ექიმები და ექსპერიმენტალური წამლები…

 

მთავარ რომელბში არიან: ჩანინგ ტატუმი (Channing Tatum), რუნი მარა (Rooney Mara), ჯუდ ლოუ (Jude Law), კეტრინ ზეტა ჯონსი (Catherine Zeta-Jones) და სხვები.



ახლა კი პირველი ტრეილერი:





იმედია მოგეწონათ ნიუსი :) ♥
♥ დამდეგ შობა – ახალ წელს გილოცავთ ♥


კატეგორია: ♥ თრეილერი | ნანახია: 1340 | დაამატა: Little♥Daisy | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 151 2 »
2013-03-15 Spam
magari siaxleaaaaaa <3