მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მაისი » 28 » დედამიწას სიყვარული ატრიალებს
7:48 PM
დედამიწას სიყვარული ატრიალებს


დედამიწას სიყვარული ატრიალებს!

ერთი, იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი, სუყველანი, ადამიანები, უხილავი ქსელით ერთმანეთზე გადაბმულები ვართ - არც ვიცით, ისე, შენც, მაგალითად, ვერასოდეს წარმოიდგენდი, მანუელო კოსტამ დიდი ზეს გარდა შენც რომ სიკვდილს გადაგარჩინა.
- მე არა, არა, - თავი გაიქნია სიბნელეში დომენიკომ, - მე კანუდოსიდან არც გამოვსულვარ და მხოლოდ...
- მე, როგორც ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული ღირსეული კამორელთაგანი, - გააწყვეტინდა მიჩინიომ, - იმის წამებას ვესწრებოდი და მანუელოს საქციელით აღფრთოვანებულს, ერთთავად სული მიკაწკაწებდა, გადამერჩინა, და როგორმენაირად შევძლებდი კიდეც, მაგრამ იმჯერად ისეთ ძვირფას ტყვეს, ვითომც საიდუმლო ხვრელი რომ იცოდა, ცალკე არ გამაყვანინებდნენ და სხვაგვარად კი, გავიყიდებოდი. მეც უნდა გადავკარგულიყავი.
- მერე რა... - წამოიძახა დომენიკომ, - დიდი ამბავი... გადაკარგულიყავით, თუკი შეგეძლოთ მისი დახსნა... ის ხომ ნამდ...
- მერე შენ ვეღარ გადაგარჩენდი , დომენიკო - კვლავ გააწყვეტინა მიჩინიომ,- შენი თავი მებარა. მანუელომ კი, როგორც ხედავ, შენც დაგდო მადლი.
შუბლზე ხელი მოისვა დაბნეულმა მგზავრმა.
- მაგრამ იმ ეტლის ამბავი მხოლოდ ამისთვის არ მიამბნია, კარგად დამიგდე ახლა ყური. იმ გამით ბევრი ვიფიქრე. ძალიან ბევრი, რაღაცნაირად, ღრმა და მაღალი ფიქრი იყო; განთიადისას, ერთ რამეს მივხვდი!
- რას...
- რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო.
მთლად გაიტრუნა წყვდიადში მგზავრი.
- ასე რომ არა, დაიქცეოდა, - მკაფიოდ გაისმოდა ბნელში, - ამდენი ცოდვა დაამძიმებდა, დომენიკო, ვეღარ შესძლებდა ბრუნვას, ზოგ-ზოგებისადმი სიყვარული რომ არა. მე ვინ ვიყავი მაშინ, სულ ერთი ბღუჯა ხალხი მებარა, რაღაც ცხრამეტი კაცი, და ჩემისთანა ღარიბ-ღატაკსაც კი გაუჩნდა სადარდებელი; მთლად უცხო კაცმა ავაზაკები გადამირჩინდა, დედამიწას კი, სხვებთან ერთად მანუელოს და ზე მორიერას, ჟოაო აბადოს, და მასიმო რომ უვნებლად გაუშვა, იმ ბერიკაცის პატრონს, სწორედ რომ მხოლოდ სიყვარული ატრიალებს, იცოდე.


ძაან მომეწონა რომ არ დამედო არ შემეძლო )) იმედია არ წაშლით <3
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 839 | დაამატა: Ann)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-05-28 Spam
mec dzaliaan momewwona )ra kargi frazaa" dedamiwas siyvaruli atrialebs" aii moewona sayvarlobaaa dzaan...