მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » ჩანაწერი
11:06 PM
ჩანაწერი
დანარჩენები დღეების მსგავსად არც ეს დღე ყოფილა რამით გამორჩეული,უბრალოდ თოვდა,ძალინ თოვდა,ირგვლივ თეთრი საფარველი ედო ყველაფერს,ვიფიქრე რომ ეს იქნებოდა ძალინ კარგი მოგონება ჩემს ცხოვრებაში,რადგანანაც ზამთარი ძალინ მიყვარს და უზომოდ ველოდი ამ დღის დადგომას,გარეთ თვდა,წვრილად,ეტყობოდა რომ წვიმაც ერეოდა,გახარებული წამოვდექი საწოლიდან და ფანჯარაში გავიხედე,ფართოდ გავიღიმე და ჩაცმა დავიწყე...
რატომღაც არც კი მეგონა რომ ეს მოხდებოდა,არა,მართლა,რას წარმოვიდგენდი?
მაგრამ რა მიკვირს?მე ხომ სულ ასე მემართება?როცა კი ვფიქრობ რომ ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა,თავზე მენგრევა ცხოვრება.
ქარი ძლიერად ქროდა,სახლის კარი მოვიხურე და ქოლგა გავშალე,წვიმის წვეთბი სახეში მეშხეფებოდნენ და ერთიანად მყინავდნენ,მაგრამ მე მიხაროდა,ძალინ მიხაროდა მანამ სანამ ფეხის სისველე არ ვიგრძენი,ეს არ მესიამოვნა და მოვიღუშე,სახლში დაბრუნებაზეც ვიფიქრე მაგრამ მერე ეს აზრი გონებიდან ამოვიგდე და გზა გავაგრძელე.
მეჩქარებოდა,მეგონა რომ დავაგვიანებდი,მასწავლებელთან მივიჩქაროდა,წასვლამდე ჩემს მეგობარს დავურეკე,მაინტერესებდა თუ მოდიოდა,იმანაც თანხმობა განმიცხადა.
უკვე გაჩერებაზე ვიდექი,უფრო მეტად მციოდა,ერთიანად მაკანკალებდა,ერთიანად სველი და გალიგვული ვიყავი,ქოლგა დავხურე და მაღაზიაში ფული დავდაახურდავე.
ახლა მხოლოდ ჩემს მეგობრებს და ავტობუსს ველოდი.
დრო უსაშველოდ გაიწელა,არც ბავშვები ჩანდნენ და არც ტრანსპორტი.
თანდათან მოვიწყინე,არც სისველე მეხამუშა დიდად,კაშნეთი ლოყები დავიფარე და თავი ქვევით დავწიე.
უცებ ჩემი ნთესავი მომიახლოვდა,იცით?ჩემი შრეული ნათესავი იყო და მისი დანახვა დიდად არასოდეს არ მსიამოვნებდა,არ ვიყავით ახლოს,თან არც ახალგაზრდა იყო,უკვე 36 წელი შეუსრულდა,თან სასმელსაც ეტანებოდა,მიუხედავად იმისა რომ ეს ბოლო რამდენიმე თვეა ამ მავნე ჩვევისგან განთავისუფლებას ცდილობდა დღეს მაინც მთვრალი იყო,ყოველ შემთხვევაშ ფხიზელს არ გავდა.
მე ცხვირი ავიბზუე,მაგრამ ჩემი ემოციები მაინც დავმალე და მივესალმე,ნაძალადევად გავუღიმე,მასზე კარგად არასოდეს არავინ ლაპარაკობდა,და შეიძლება მრცხვენოდა კიდეც რომ მის თუნდაც შორეულ ნათსავად ვითვლებოდი.
მალევე გამეცალა,ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და თავის ძამაკაცებთან ერთად წავიდა დასალევად.
ამისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია,მისგან ჩვეულებრივი საქციელი იყო.
მალევე ჩემი ერთ-ერთი მეგობარიც მოვიდა და მასთან საუბარში გადავერთე,ავტობუსში ისე ავედით დანარჩენებმა ვერ მოგვისწრეს.
ძალინ გაყინული და სველი როგორ დავესწარი ინგლისურის გაკვეთილს არ მახსოვს,თოვლი წვიმამ შეცვალა და გზაში სულ სყალი მოედინებოდა,კარგია რომ სახლისკენ მიმავალ გზაზე დიდხანს ლოდინი არ მოგვიწია.
მე და ჩემი მეგობარი ლალი,რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდა ინგლისურზე,ეგეც და დანრჩენებიც დაგვიანებით მოვიდნენ,სანამ ვიცდიდით რაღაცეებზე ვლაპარაკობდით.
რატომღაც არდადეგების განმავლობაშ მეგონა რომ ჩვენი მეგობრობა აღარ იქნებოდა ისეთი მტკიცე როგორიც ადრე მაგრამ გამიხარდა რომ ვცდებოდი,ჩვენი მეგობრობა გადარჩა და ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.
ყოველ შემთხვევაში მე მეგონა ასე.
სახლისკენ მიმავალ გზაზე ქარი ამოვარდა,სწრაფად მივიკვლევდით გზას,უცებ ლალიმ წამოჭრა აზრი რომ გართობა უნდოდა,მას ვენუკაც აყვა,მეც როგორც ყოველთვის,თუ სადმე რამე ხდებოდა არ ვვაკლდებოდი,ბოლოდ გადავწყვიტეთ რომ ლალი ჩემთან ჩამოვიდოდა და რამეს გამოვაცხობდით,სამწუხაროდ ვენუკა ვერ ახერხებდა,ჩვენგან შორს ცხოვრობდა და არ გამოუშვებდნენ ასეთ თავსხმა ამინდში.
სახლში ერთიანად გათოშილი მივედი.ტანზე გამოვიცვალე და დედაჩემს დავურეკე,მაინტერესებდა ერთი ნამცხვრის რეცეპტი რომელიც ძალიან ადვილი გამოსაცხობი იყო და ამავდროულად საშინლად გემრიელი,თან ყველას უყვარდა.
რეცეპტი ფურცელზე მივჯღაბნე და ლალის დავურეკე,ვუთხარი რომ ჩამოსულიყო,ნახევარ საათში უკვცე ჩემთან იყო.
ჩვენც ორი,გამოშტერებული ნამცხვრის კეთებას შევუდექით,შევთანხმდით რომ თუ კარგად გამოვაცხობდით ერთბლივ ბიზნესზე ვიფიქრებდით.
ერთამბავი გვქონდა,არ მეგონა ასე კარგად თუ გავერთობოდით,იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ,ძველი დრო გავიხსენეთ,ამასობაში ნამცხვარიც მოიზილა და უკვე რომ გამოსაცხობად ვამზადებდით სახლში მამაჩემი შემოვიდა,მანამდე ბებიაჩემის ანერვიულებული ხმა გავიგონე,მეც დავინტერესდი რა მოხდა,ლალიც დაიძაბა და მისაღებში გავედით.
-რა მოხდა?-ვიკითხე მე
ბებიაჩმი გაბმული ლაპარაკობდა,გავიგონე რომ ვიღაც მომკვდარა
-ვინ მოკვდა?-ავნერვიულდი და ლალის გავხედე,მასაც ჩემსავით აღბეჭვდოდა დაბნეულობა სახეზე
ისეთ რამ გვითხრეს რომ გავშგტერდით,მეც და ლალიც,კარგა ხანი დებილებივით ვიყურებოდით.
ის მოკვდა,ჩემი შორეული ნათესავი,დილით რომ შემხვდა,მე კი მის დანახვაზე ცხვირი ავიბზუე.
მომკვდარა.
ასე უცებ,უცნაურად და საშნლად.
მანქანით ხეს დაეჯახნენ,თვითნ გადმოვარდა და თავი ერთიანად ჰქონდა ჩამტვრეული.
მაშნ ვერ გავიაზრე რა იყო ეს მაგრამ ცოტა ხანში სევდა ვიგრძხენი,ვცადე თავი მის ადგილზე წარმომედგინა,რას გრძნობდა ახლა ის?მისი სული?სად იყო?ციოდა თუ ტკიოდა?
არ ვიცი,ეს ძნელი ასახსნელია,ძალინ უჩვეულო რამ არის,ერთანად მომეძალა დიდი ტკივილი,მინდოდა ვინმეს დავლაპარაკებოდი,ჩემს მეგობრებს ვემესიჯებოდი მაგრამ შვება მაინც ვერ ვიგრძენი,ასე მეგონა თითქოს ჩემი მოსმენა არ უნდოდათ,არც მე დავაძალე და სხვა თემაზე გადავერთე,თუმცა ვგრძნობდი რომ ცუდად ვიყავი.
არა მე მისი სიკვდილი კი არ მხდიდა ცუდად,ასეთი სუსტიც არ ვიყავი,უბრალოლ იმან დამაფიქრა თუ რა პატარაა ეს წუთი სოფელი,დილით ველაპარაკებოდი,თვალებში ვუყურებდი,მისდამი უსიამოვნო გრძნობას განვიცდიდი,ოდნავადაც არ მებრალებოდა მაგრამ ახლა,უკვე რამდენიმე საათის შემდეგ ის გარდაიცვალა,ახლა ვზივარ და ვფიქრობ რომ რას არ მივცემდი ჩემი საქციელი გამომესწორებინა და ასე ამხერით არ შემეხედა მისთვის.
სულ რაღაც რამდენიმე საათი და ყველაფერი დამთავრდა,ამით მე იმის თქმა მინდა რომ ნუ აწყენინებთ ადამიანებს,თუნდაც არ მოგწონდეთ ისინი,დამიჯერეთ,მე ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ,თრემ ხომ ხედავთ მე რა დამემართა?არც იმის დრო მქონია რომ ჩემი საქციელი გამომესწორებინა,თავს დამნაშავედ ვგრძნობ,გულზე დიდი ლოდი მაწვს,არ ვიტყუები მართლა.
ვერ ვიჯერებდი რომ დილით ველაპარაკე და მერე სულ რაღაც 4 საათში მოკვდა.
ეს რაღაც წარმოუდგენელი შეგრძნებაა,არ ატკინოთ გული საყვარელ ადამიანს,თორემ ამ შეცდომის გამოსასწორებლად მერე დრო არ გეყოფათ.
დამიჯერეთ,მე არ მეყო დრო,არ აქვს მნიშვნელოდა როდის გაგიცურდებათ ის ხელიდან,ერთ წელში,ოღ თვეში თუ 4 საათში,მთავარი ისაა რომ დრო ისე სწრაფად გაივლის თქვენ ვერც მოისაზრებთ იმას რომ აწყენინეთ

ბავშვებო ეს არის ის რისი თქმაც მინდოდა,ეს მე შემემთხვა დღეს,სულ რაღაც რამდენიმე საათის წინ,ყველა გრძნობა მართალია,არაფერი გაზვიადებული,უბრალოდ რომ არ დამწერერა არ შემეძლო,ამით დარდი ჩავიკალი გულში და ტქვენ ჩემი სადარდებელი გითხარით.
ბევრმა მომწერა თუ რატომ არ ვდებდი მოთხრობას ან დორის დავდებდი,ეს არის მიზეზი თუ რატომ ვერ ვდებ,არ შემიძლია გული დავუდო.
იმედია თავი არ მოგბეზრეთ.





კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 873 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-01-29 Spam
vaimeee.. sashinelebaaa... vwuxvar...