მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » DECEIVER
8:07 PM
DECEIVER
დილით რაღაცის ღიტინმა გამომაღვიძა,თავი წამოვწიე და ხელი მოვიქნიე რომ ვიღაცის ყვირილმა გადაფარა ყველაფერი
-ეე,მე ვარ,მე-საწოლიდან წამოხტა ჯასტინი
-ბოდიში-მაშინვე მივხვდი რაც ხდებოდა და ისტერიკული სიცილი ამოვარდა-არ ვიცოდი შენ თუ იყავი,მე კოღო მეგონა....
-ჩამილურჯდება-ხელი მკლავზე მოიკიდა,მართლა მაგრად მიცეცხლია,ჩემი თითები ეტყობოდა
-ხომ გითხარი რომ არ ვიცოდი შენ თუ იყავი-ისევ ვიცინოდი
-არა არ გითქვია-ბოროტად გამიღმა და საწოლზე დამაგდო
-გამიშვი ხელი,გამიშვი-ყვირილი მოვრტე მაგრამ ვინ გისმენდე.
მიღიტინებდა.
-ვაი!..აღარ შემიძია,გაჩერდი,გთხოვ,ჯასტინ...-სულს ძლივს ვითქვამდი
-სამაგიერო ხომ უნდა გასდაგიხადო-კისერში მკოცნიდა
-ეს მეტისმეტია-ამოვიხავლე როცა ხელი გამიშვა და მაშნვე ფეხზე წამოვდექი,ამდენი სიცილისგან უკვე მუცელი მტკიოდა.
სამზარეულოში გავედი,ბიბერიც გამომყვა,მაცივრიდან ცივი წყლი ავიღე მიყურებდა როგორ ვსვამდი,მისაღებში გავედი გამომყვა,დივანზე ჩამოვჯექი,ჩემს გვერდით ჩამოჯდა.
-ისევ წვიმს-დავიწუწუნე და გარეთ გავიხედე,ვიცოდი რომ ჯუნგლებში ხშირი იყო წვიმები მაგრამ ეს მეტისმეტად მეჩვენებოდა.ძალიან დასცხო.
-თუ არ გადაიღო მთელი დღით სახლში დარჩენა მოგვიწევს-მითხრა ჯასტინმა
-მერე რა ვაკეთოთ?მოწყენილობისგან მოვკვდები,ტელევიზორი აქ არ არის და კომპიუტერი
-იცი რა..-ალმაცერად გამომხედა-მე დროის გაყვანის უკეთესი გზებიც ვიცი
-მართლა?-თმაშში ავყევი-მაინც რომელი?
-ჩემთან მოდი და გაჩვენებ-ხელები გაშალა
-არა გმადლობთ,ჩემითაც მოვიფიქრებ რამეს-თვალებ მოჭუტულმა გავხედე და წყალი მოვსვი.
წვიმდა და წვიმდა და წვიმდა გადაუღებლად,გაუთავებლად,კოკისპირულად...
ასე მეგონა მთელი ცა დაგვტიროდა,იმედს ვიტოვებდი რომ საღამოს მაინც გადაიღებდა რადგანაც ხვალ დილით ქალაქში ვბრუნდებოდით.
ძალიან კი მწყდებოდა გული მაგრამ რა მექნა,ჯასტინის ოთხდღიან გაუჩინარებას უკვე შეამჩნევდნენ,თან ჩემი ტელეფონი ლოს-ანჯელესში დავტოვე,ამას კი გამორთული ჰქონდა და სკუტერი სულ აშლილი იქნებოდა ნერვებზე,არც დანარჩენები იქნებოდნენ უკეთეს დღეში.
ალბათ ჯენიფერი და დრეიკი მაროკოდანაც დაბრუნდებოდნენ(ჰაჰაჰა)
რავიცი,თუ ჯერემის ჭკუა არ დაუშლიდა შეიძლებოდა საქმეში ინტერპოლიც ჩაერთო.
-ისე ჯასტინ-საღამოს,უკვე რომ ჩამობნელდა და მისაღებში დივანზე გაწვა,მე კი მის კალთაში მედო თავი ვკითხე-ერთი ქაღალდის პატარა ნაგლეჯიც არ დაგიტოვებია რაიმე წარწერით,ან ცოცხლები რომ ვართ ან საერთოდ მინიშნება?
-არა-მემგონი თავი უარყოფის ნიშნად გაიქნია
-ინერვიულებენ
-დარდები-მრხები აიჩეჩა-ამდენი ხანი შეუჩერებლად ვმუშაობ,მემგონი დასვენება მეკუთვნის არა?
-ჰო მართალი ხარ-ხმადაბლა ჩავილაპარაკე-მაგრამ-ცოტა ხნის შემდეგ მაინც წამოვიწყე-ძალიან კი ინერვიულებდნენ,დედაჩემი და მამაჩემი მეცოდება
-შენ რომ არ დაგეწყო ქალბატონო სკუტერი გაკონტროლებს,შეიცვალე და ათასი სისულელე ისე ქალაქში ვიქნებოდით და არავინაც არ ინერვიულებდა
-მოიცა-თავი წამოვწიე-შენ გინდა თქვა რომ ჩემი ბრალია?და მხოლოდ ჩემი გულისთვის გააკეთე ეს ყველაფერი?მე რომ აღარ მეწუწუნა?...
არაფერი მიპასუხა.
-მაშ ეგრე არა?-ფეხზე წამოვხტი-ხოდა თუ ასე გინდა ახლავე გაიქეცი იმ შენს სკუტერთან და საერთოდ თუ გინდა ჯანდაბაშიც წადი ბიბერ-გაბრაზებულმა წამოვიყვირე და ლიფტთან მივედი
-სად მიდიხარ?-როგორც იქნა ხმა ამოიღო
-დასაკარგავში-მკვახედ ვუპასუხე და ლიფტში შევედი
-მოიცა ლილი-გაშირვებით წამოდგა ფეხზე,გუშინ რომ ზურგი დაიწვა ახლაც აწუხებდა
სადაცაა მომიახლოვდებოდა რომ ლიფტი ჩამოვქაჩე და ქვევით ჩავედი
-იცოდე არსად წახვიდე თორემ დაგიჭერ და განანებ ლილი შეფერდ-მიყვიროდა ზევიდან ჯასტინი
-fuck you bieber-დავუყვირე და შუა თითი დავუძვრე
-ეს ბოლო წვეთ იყო-იღრიალა და სახლში შევარდა.
გავიაზრე რომ მალე ქვევით იქნებოდა და გავიქეცი.
უკვე ბნელოდა,ძლივს მივიკვლევდი გზას გვიმრებსა და ათასნაირ ერთმანეთში გადახლართულ მცენარეს შორის მაგრამ არცერთხელ არ გავჩერებულვარ.
წვიმამ უმატა,ერთიანად გალუმპული ვიყავი,ასიანი გაცივება არ ამცდებოდა მაგრამ ახლა მართლა ვერ შევჩერდებოდი.
შორიდან ჯასტინის ვყირილი შემომესმა,უფრო სწორად გამწარებული ღრიალებდა ჩემს სახელს,იმას ალბაღ ხმა ჩაუხჩებოდა.
არ ციოდა,პირით სასიამოვნო სითბო ტრიალებდა ირგვლივ,უკან გამწარებული ჯასტინი რომ არ მომზდევდეს სიამოვნებით ვიდგებოდი წვიმაში-გავიფიქრე და გზა გავაგრძელე.
დაკარგვის არ მეშინოდა,უბრალოდ არ მინდოდა დავეჭირე,თორემ კარგი დღე არ დამადგებოდა.
ამდენ სირბილში პატარა მდელოზე გავედი,აქოშინებული გავჩერდი და გაწუწული ტმები უკან გადავიყარე,ირგვივ მიმოვიხედე,უკუნ სიბნელეში ბევრი ვერაფრის გარჩევა ვერ მოვახერხე მაგრამ იმას კი მივხვდი რომ სახლიდან კარგა შორ მანძილზე ვიყავი.
ასე მარტოკას მხოლოდ ის აზრი მამშვიდებდა რომ ტყეში არანაირი ქვეწარმავალი და ცხოველი არ იმალებოდა.
ისევ გავიქეცი,მომეჩვენა რომ ჯასტინის ხმა გავიგე,იქაურობას ტყვიასავით ჩქარა გავეცალე,ორიენტაციის არქონის გამო ვერ მივხვდი რომელ მხარეს მივრბოდი,სამხრეთით თ ჩრდილოეთით მაგრამ ახლა მაგას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მთავარი იყო დავმალულიყავი
-ლილი ნუღარ იმალება-ისევ გავიგე ხმა-არ გიბრაზდები
მის სიტყვებს არ ვენდე 
ველაზე დიდ ხეს ამოვეფარე და მის გაჩაჩხულ ფესვებზე ჩამოვჯექი.
ხმამაღლა ვსუნთქავდი,გულზე მივიდე ხელი,ძალიან მქონდა აჩქარებული.
ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ფეხზე წამოვდექი
-მაქედან ფეხი არ გაადგა-დამიძახა ხმამ და ადგილზე გამყინა,ახლა კი ნამდვილად ჩავვარდი
შემოვბრუნდი და ხელში ჯასტინი შემჩა,საშინლად გალუმპული უფრო უარესი გაბრაზებული სახით მიყურებდა.
-მოგკლავ ლილი-დამემუქრა და ჩემკენ წამოვიდა
-ხომ მითხარი არ გიბრაზდებიო-ხმადაბლა ჩავილაპარაკე და უკან ორი ნაბიჯი გადავდგი
-გაქცევა არ გამოგივა,ამ მანძილიდან მაიინც დაგიჭერ
-არაფერს ვკარგავ-ჩავიცინე და გავიქეცი.
ისიც გამომეკიდა.
პატარა ხის ტევრებში გავიხლართე და მაშნვე ხელი დამავლო.
-მორჩა დაგერხა-საზეიმოდ გამოაცხადა და ზურგზე მომიგდო
შეიშმუშნა,ეტყობა ეტკინა დამვარი ადგილები
-ეგრე გეკუთვნის-ყურში ჩავაყვირე
-გირჩევ ზედმეტი მოძრაობებისგან თავი შეიკავო-გამაფრთხილა
-თორემ რას მიზამ-გამოვაჯავრე
-მაგას სახლში ნახავ-ჩაიცინა და გზა გააგრძელა.
მომეჩვენა თუ სახლში იმაზე მალე მივედით ვიდრე მოველოდი,თუმცა არ მიკვირს მთელი გზა ფეხებს ვირტყმევინებოდი.
ჯასტინმა სახლში შემიყვანა და პირდაპირ საწოლზე დამაგდო
-აუ,მხეცო-წამოვიძახე
-მეტის ღირსი ხარ-დაიღრიალა-ამდენი რომ მაზდევინე რას ფიქრობდი?რომ დაკარგულიყავი?არა კარგი იქნებოდა რომელიმე გარეულ მხეცს ენა მოეჭამა შენთვის მერე მაინც არ ილაპარაკებდი უზრდელობებს
-ყველაფერი შენ დაიწყე-წამოვიყვირე და საწოლზე ჭამოვჯექი
-მე?-გაიკვირვა-მე რა დავიწყე?
-რადა შენ რომ არ გეთქვა სკუტერზე ჩვენს ცხოვრებაში ერევა ისევ ქალაქში ვიქნებოდით და შენი ბრალია ყველაფერიო
-მერე მართალი მითქვამს
-იდიოტო-დავიწივლე,პატარა გაანჩხლებულ ბავშვს ვგავდი
ჯასტინს ჩემდა მოულოდნელად სიცილი აუტყდა
-რა გაცინებს?-შევუბღვირე-თუ გინდა დიდი მუშტი პირდაპირ კბილებში?
-ლილი-უცებ გამკაცრდა
ისე შევუბღვირე,არაფერი მითქვამს,თვალებით გავბურღე.
ცოტახანში წამოვდექი და ცხელი შხაპი მივიღე,არ მიშველა,არა მართლა მოსაკლავი ვარ.
ღამით სიცხემ ამიწია,სულ ბოდვა დამაწყებინა,თერთომეტრი 40-ზე ავარდა,ძილ ბურანში ვიყავი,საშინლად მციოდა და მეც არ ვიცი რეებს ვლაპარაკობდი
-შეეცადე დაიძინო-ჯასტინი ჩამომიჯდა სასთუმალთან და მომეფერა
-არ მი-მი-ნდა-კბილების წაკწაკით ვუთხარი
გავიდა და ცოტახანში კიდევ ერთ დიდი საბნით დაბრუნდა.
-გადაგაფარებ იქნებ ცოტა მაინც ჩათბე...
მაინც არაფერმა მიშველა,უკვე თნდებოდა მე კი ისევ მაძაგძაგებდა,წესით მალე გადავფრინდებოდით ლოს-ანჯელესში.
ჯასტინმა ხელები მომხვია და მკერდზე მიმიხუტა
-მივ დი-დივართ?-ვკითხე,მალაე ალბათ ყველა კბილი ჩუნჩხულ-ჩუნჩხულით ჩამომძვრებოდა
-ჰო-თავი დამიქნია და შუბლზე მაკოცა-მალე სახლში ვიქნებით...
როგორ ჩავედით ქვევით ან გემზე რანაირად აღმოვჩნდით არ მახსოვს მაგრამ უკვე აეროპორტის გზაზე ვიყავით.
თავი ჯასტინს მივადე და შევეცადე დამეძინა,მთელი თამის უძილო ვიყავი.
მანქანიდან ჩემით გადმოვედი,შენობის შესასვლელთან ექიმი გველოდა,ალბათ თვითმფრინავში გამსინჯავდა.
რა სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა რომ გცნობენ,ჩვეულებრივი ადამიანებით მივიკვლევდით ხალხში გზას,მთლი ძალით ჯასტინზე ვიყავი მიყრდნობილი,ტრაპზე ავედით და როგორც იქნა ნანატრ სავარძელში ჩავესვენე.
ექიმი დიდი ხანი მსინჯავდა,ბოლოს სახეზე ღიმილი გადაეფინა და მითხრა
-წვიმაში სირბილი მავნებელია ლილი
-გავითვალისწინებთ არა საყვარელო?-ნაძალადევად თავაზიანი ხმით მითხრა ჯასტინმა თან ჩემი ხელი ჩაებღუჯა
-ჰო-თავი დავუქნიე და თვალები მივლულე...
ცუდ გუნებაზე გამომეღვიძა,დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მქონდა,ნორმალურად არც მძინებია,ვერტმფრენი ბილიკზე დაჯდა.
უკვე ლოს-ანჯელესში ვართ.
LA-ის აეროპორტი როგორც ყოველთვის გადაჭედილი იყო,აქ ნამდვილად ვერ დაემალებოდი პაპარაცებს,მაშნვე შეგვნიშნეს და ჩვენსკენ გამოექანენ,ლამის პირში ჩაგვიძვრეს,ხელები ავიფარე სახეზე და ჯასტინს მივენდე.
ცოტახანში ამას სკუტერის,ალფრედოს,ჯერემის და პეტის გამოჩენაც მოჰყა,ბიბერმა დაურეკა ერთს და ცხრამ გაიგო...
მივხვდი რომ კარგი დღე არ გველოდა და ჯასტინს მაგრად ჩავჭდე ხელი უკვე მოახოებული ცუნამის მოლოდონში.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 848 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-01-22 Spam
dzalian magaria male gaagrdzele <3