მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 15 » DECEIVER
7:41 PM
DECEIVER
-რისი თქმა მინდოდა და-თავი ჩავღუნე,ჯასტინის მწველმა მზერამ ლამის გადამაფიწრებია სათქმელი-ხომ არ გგონია რომ რაღაცები უნდა გავაანალიზოთ?
-რას გულისხმობ?-შუბლი შეიჭმუხნა
-კარგი რა-დავიმანჭე-სულ არ მინდა ამის თქმა მაგრამ შენ ვერ ხვდები და...
-მშვენივრად ვხვდევი უბრალოდ მინდა შენგან გავიგონო რომ ისე არ გიყვარვარ როგორც საჭიროა
-მაგის თქმა არ მინდოდა-ხელები გავასავსავე-უბრალოდ ბევრ რამეზე უნდა დავფიქრდე
-მაინც რაზე?
-შენ ჯასტინ ბიბერი ხარ-წამოვიყვირე ბოლოს
-აჰა,გასაგებია,გინდაა გაანალიზო ღირს თუ არა შენი სიმშვიდის გარისკვა გამუდმებით პაპარაცების ყურადღების ცენტრში ყოფნაზე
-მთლად ეგრე არა მაგრამ რაღაცას გაარტყი-შევეცადე გამეხუმრა
-გავარტყი?-სახე გაუმკაცრდა-მეგონა რომ უფრო მიხვედრილი იყავი
-ეგ მე კი არა შენ ვერ ხვდები ვერაფერს ბიბერ
-ჰოდა ამიხსენი-მოთმინებით შემომხედა
-ძალიან მომწონხარ,წეღან მითხარი რომ შენც იგივეს გრძნობ,მაგრამ ამის გულისთვის ნაჩქარევად არ უნდა ვიმოქმედოთ,სიყვარული უფრო საფრთხილოა,არ მინდა უცბად ვიმოქმედო
-შეყვარებული ყოფილხარ ოდესმე?-მომიახლოვდა და ჩემს ტუჩებთან შეჩერდა
-არასოდეს-სუნთქვა გამიხშირდა
-მაშინ რატომ ხარ დარწმუნებული რომ არ გიყვარვარ?
-და შენ დარწმუნებული ხარ?
-პირველმა მე დაგისვი კითხვა-ჯერ ლოყაზე მეამბორა მერე თვალის ქუთუთოებზე
-მომშორდი-ღრმად ამოვისუნთქე
-ჩემი სიახლოვე გაფრთხობს?-ჩაიხითხითა
-უფრო მაბნევს-დავიჩურჩულე
-კარგი ნორმალურად აზროვნებას გაცლი-ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა და სკმაზე დაჯდა

-ცოტა ხანი ვიყოთ რა ასე?-შევთავაზე
-როგორ ასე?-გაიკვირვა
-სწორი ფორმა არ არის მაგრამ გაუკვერვლობის მეტი ვერაფერი მოვიფიქრე
-მე არ დაგაძალებ,დრო თავზე საყრელად გვაქვს-გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა
-მადლობა-ყურში ჩავჩურჩულე
ამის მეტი აღარ გვილაპარაკია,ჯასტინი უხმაუროდ ადგა და წავიდა,არ შემიჩერებია,ასეც აჯობებდა,ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ ყველაფრის უცბად გადაწყვეტა უნდოდა,არადა მე მასსავით იმპულსური არ ვიყავი,ამიტომაც ვარჩიე ცოტა ხანი დამეცადა და გამერკვია გაიზრდებოდა ჩემი გრძნობები მის მიმართ თუ არა...
ერთი კვირა
ორი კვირა
სამი კვირა...
წამებს წუთები ენაცვლებოდა,წუთებს საათები,საათებს დღეები და ასე სწრაფად გავიდა სამი დამღლელი ვკივრა,ჩემი საავადმყოფოდან გაწერის დროც დადგა.
წინა დღით ჯენიფერმა და დედაჩემმა ჩემოდანი ჩამილაგეს,ცოტას ვნერვიულობდი,მაგრამ არ ვიცი რატომ,ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ის იყო რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებოდი,ან სულაც ის რომ ჯასტინთან ლაპარაკი არ ამცდებოდა...
ამ დღის დადგომას რაც შემეძლო სამომავლოდ ვწევდი.
დილით უჩვეულოდ ადრე გამომეღვიძა,ვესწრაფვოდი აქაურობის დატოვებას,სახლი მენატრებოდა,დრეიკიც,და საერთოდ ყველანი,თან სწავლის საქმეებიც უნდა მომეგვარებინა,ამიტომაც ახლა გამოკეთების უფრო დიდი სტიმული მქონდა.
არც კი მისაუზმია პირდაპირ წასვლა მოვითხოვე,თუმცა ასე ადვილად არ გამიშვეს,ჯერ დიდ ხნიანი გამოკვლევები ჩამიტარეს,ჭკუა დამარიგეს და ჩემებს უთხრეს მანქანა აღარ ანდოთო(ჰაჰაჰა)
სხვათაშორის ჯასტინს ეს ჭკუაში ჩაუჯდა,ალბათ მერე საათიანი ნოტაციები მელოდა წინ.
შენობიდან ხელში აყვანილი გამიყვანეს,ჯასტინი მიმაჩანჩალებდა,დაიჟინა მე უნდა წაგიყვანოო.
გაჯიუტტა და ახლა გარეთ უამრავი პაპარაცი გველოდა,ბუზებივით ირეოდნენ.
-დამსვი რა-შევევედრე
-გეშინია?-ჩაიხითხითა
-ჰო-თავი დავუქნიე
-რა სულელი ხარ რა-შუბლზე მაკოცა და დიდი კეპი წამომახურა თავზე,ისე რომ სახე მთლიანად დამფარვოდა,ამან ცოტა დამამშვიდა,მაგრამ ასე დალეწილს რომ გადამიღებდნენ არ მსიამოვნებდა,ერთ ფეხი მოტეხილი მეორე მთლად დაჟეჟილი და ჩალურჯებული.
მარცხენა ხელი ნაღრზობი და მარჯვენა სასწაულია მაგრამ საღი.
შორტები ვერ ამოვიცვი ამ თაბაშირზე და ამიტომაც ერთიანი კაბა მეცვა.
მესმოდა რა ამბავი ატყდა როგორც კი საავადმყოფოს კარები გააღეს,კენი და სხვა დაცვის წევრები ყოველი კუთხიდან გვედგნენ და ამათი შემოტევიდან გვიცავდნენ,ფოტოაპარატების სინათლე ჩემს კეპშიც არწევდნენ და თვალს მჭრიდა.
ჯასტინი სწრაფად მიიკვლედა გზას,თან წელზე მაგრად ჰქონდა შემოხვეული ჩემთვის ხელები,ვიღაცეები კითხვებს უსმევდნენ უცნობ გოგონაზე რომელიც მას მიყავდა,ანუ ჩემზე.
სანამ მანქანაში არ შემსვეს მანამ დაძაბული ველხ ვუჭერდი ჯასტინის კისერზე
-მორჩა ყველაფერი დამთავრდა-ხელი მხარზე გადამხვია
-დარწმუნებული ხარ?-კეპი მოვიხადე
-დაბურული მინებიდან ვერ გვხედავენ-გამიღიმა
არაფერი მითქვამს,დაღლილობა ვიგრძენი და მივეხუტე,მანაც მომხვია ხელები და მთელი სახე დამიკოცნა,ცოტა კი დავიწუწუნე მაგრამ სიმართლე გითხრათ მესიამოვნა.
კენი წინა სარკიდან გვიყურებდა და თავისთვის ხითხითებდა,არაფრის თავი არ მქონდა თორემ შევუღრენდი.
-მოვედით-ყურში ჩაუმჩურჩულა ჯასტინმა და ისევ ხელში აყვანილმა გადმომიყვანა.
ოთახში ამაცილეს და საწოლში ჩამაწვინეს,ადგომა სასტიკად მქონდა აკრძალული
-არ გაინძრე და თუ მოახერხებ სუნთქვისგანაც შეიკავე თავი-ჭკუა დამარიგა დრეიკმა
-სადმე მიდიხარ?-მოვიწყინე
-დღეს ჩემი და დრეიკის დუეტი იწერება-ამიხსნა ჯასტინმა
-ააა,მაშინ გავიგე-პატარა ბავშვივით მოვპრუწე ტუჩები
-სახლში მოვალ და იცოდე ჩემთან ლაპარაკი არ აგცდება-ყურში ჩამჩურჩულა და ჩემდა მოულოდნელად მაკოცა
-ეე,calm down bieber-მაჯაზე წავარტყი ხელი
-ვიცი რომ მოგეწონა-ჩაიხითხითა და წავიდა.
ოთახში ჯენი და რეი დარჩნენ,ალბათ ბიჭები კიბეებზე ჩასულები არ იქნებოდნენ თავს რომ დამატყდნენ და ყველაფრის მოყოლა მაიძულეს რაც საერთოდ ჯასტინზე არ მითქვამს.
ცოტაც და ენაზე ტყავი გადამძვრებოდა,ჩემს ოთახში ვისადილეთ და აქვე ვივახშმეთ,თან ლაპარაკში გავლიეთ დრო,აი,ისე,როგორც ძველ დროს,ერთად რომ ვჯდებოდით და მთელი დღეები ვლაქლაქებდით.
სამწუხაროდ ორ დღეში ჯენი და დრეიკი მაროკოშ მიდიოდნენ,დრეიკი დაითანხმა გაყოლოდა,ერი კი ესპანეთში აპირებდა წასვლას ინგლისში გამგზავრებამდე,მამიდასთან.მე როგორც ავადმყოფი ფრენა აკრძალული მქონდა და ლოს-ანჯელესეში დახრუკვა მელოდე ბიბერთან ერთად,ეს კიდევ ერთი საშნელება იყო,თუ რათქმაუნდა ვერაფერს გავაკვერვდით.
თერთმეტი ხდებოდა სახლის წინ მანქანა რომ გაჩერდა,მაშინვე მივხვდი ვინც იქნებოდა,ჩემს გარდა ყველას ეძინა.
კიბეებზე ნაბიჯების ხმა მოისმა,ჯასტინი ზუსტად ჩემი ოთახის წინ შედგა და კარის სახელური ჩამოწია
-გძინავს?-ჩუმად მკითხა
-არა,შემოდი-ხელით ვანიშნე
ჯასტინი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა
-აბა,მემგონი დროა რაღაცაზე მიპასუხო-გამიღიმა და ანგელოზის სახით შემომხედა
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 829 | დაამატა: renismee | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 171 2 »
2012-01-17 Spam
aseklnvkqjenvqivnjknvk!!!!! vaime dzalian magariaaaaaaaaaa <3 male gaaagrdzeleeeeeeee <3333333333333333