მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 3 » ✝ დაწყევლილი სახლი ✝
9:04 PM
✝ დაწყევლილი სახლი ✝
 დაწყევლილი სახლი 
 მესამე თავი,ანუ დასასრული.
ისტორია,რომელიც მოგვითხრობს ნამდვილ ამბავს
მიუხედავად 3 კომენტარისა მაინც დავასრულე.
 




 დასასრული.
 არავინ იყოო მაგული კი მიმტკიცებდა, მაგრამ ჩემზე მეტად შეშინებული იყო. საბძელთან გამოვლა ვეღარ გავბედეთ. ეზოს კართან მივედით, მაგულის ვუთხარი ახლავე ჩემთან წავიდეთ. ქურდი თუ შემოიპარა შიშისგან გაუსკდება გული, მაინც ვერაფერს მოიპარავს-მეთქი. მაგულიც დამთანხმდა, მაგრამ ჭიშკრის გასაღები სახლში დაგვრჩენოდა, თანაც თხელი, ნახევრად გამჭვირვალე პერანგები გვეცვა, არც მობილურები გვქონდა. სახლში უნდა ავსულიყავით, ჩაგვეცვა, ტელეფონები და გასაღები აგვეღო და დაგვეტოვებინა ეს წყეული სახლი. მაგულიმ მითხრა, მოდი აქ გავათენოთო, მაგრამ ჩემი აზრით მოჩვენებებს ეზოში სეირნობაც ისევე თავისუფლად შეეძლოთ, როგორც სახლში. ამიტომ ჯობდა მალე გავცლოდით აქაურობას.



 ყველაფერი გავიხსენე რაც სიმამაცეზე წამეკითხა, ძალები მოვიკრიბე და მაგული გავამხნევე. სახლისკენ წავედით. კიბეზე ავედით. დერეფანში შევვარდით და ჩვენს ოთახში კარი შიგნიდან გადავკეტეთ. ბავშვის ტირილის ხმა კვლავ მოისმა. ახლა უკვე მაგულიმაც გაიგონა. თვითონაც ტირილი დაიწყო, ამბობდა ახლა გული წამივა შიშისგანო. ვთხოვე სწრაფად ჩაეცვა, მაგრამ ვერაფრით მივაგენით ჩვენს ტანსაცმელს სიბნელეში. ტელეფონები ავიღეთ, მაგულიმ გასაღებს დასტაცა ხელი და გასვლას რომ ვაპირებდით, კარი მობრახუნდა, კაკუნის ხმა გავიგეთ. ვიღაც კარზე აკაკუნებდა. უცებ ხმა შეწყდა, მე და მაგული გაუსუსულები ყურს ვუგდებდით. რამდენიმე წუთმა გაიარა, თუმცა არ ვიცით რამდენმა. დერეფანში გამოვედით, მაგულის ვუთხარი კარი გაეღო, რაც იქნებოდა იქნებოდა. სხვა გზა მაინც არ გვქონდა. ამ დროს ბავშის ხმა გავიგეთ და უკან მოვიხედეთ, დერეფანში დავინახეთ ახალგაზრდა ქალი, გრძელი თმა წელამდე ჩამოშლოდა, ხელში ბავშვი ეჭირა. რომ დაგვინახა გაგვიღიმა, ჩვენკენ მოდიოდა. მაგულის ვუყვიროდი ჩქარა გაეღო კარი, ის კი ვერაფრით არგებდა გასაღებს საკეტზე. მთვარის შუქზე რომ გამოვიდა, დავინახე ამ ქალს ერთი თვალი დასიებული და დალურჯებული ჰქონდა. ყელიც გალურჯებოდა. ხელში ის მახინჯი არსება ეკავა მე რომ ვნახე და ღიმილით გვიახლოვდებოდა. როგორც იქნა გააღო მაგულიმ კარი, კიბეზე ელვის უსწრაფესად ჩავირბინეთ. ჭიშკარიც საგულდაგულოდ გვქონდა დაკეტილი. მაგულის გასაღები გამოვგლიჯე მე გავაღებ-მეთქი.



 უკან აღარ ვიყურებოდი, თუმცა მაგულის კივილის ხმა მესმოდა, ვცდილობდი სიბნელეში მეპოვა საკეტი და გასაღები მომერგო. როგორც იქნა გავაღე და გახარებული მაგულის მოვუბრუნდი, თუმცა..
 მაგული ქანდაკებასავით გაშტერებულიყო. ჩვენ წინ ბებერი ქალი იდგა, მოკუნტული, შავებში ჩცმული. ხელში ჯოხი ეჭირა. 
 მაგული წამოდი.- ვუძახდი მე. ის კი ადგილიდან არ იძვროდა. ბებერმა თქვა: ეს სახლი დაწყევლილია, დაწყევლილია ყველა ვინც ამ სახლში ფეხს შემოდგამს. აქ ვერავინ გაიხარებს! 
 ჭიშკრის კარი ღია იყო, უფალო შემიწყალე-მეთქი ხმამაღლა ვთქვი, მაგულის ხელი ჩავჭიდე და ძალით გავათრიე. როგორც კი ჭიშკრის ზღურბლს გადავცდით ბებერი გაქრა. 
 მე და მაგული ჩემს სახლში წამოვედით. გადავწყვიტეთ ეს ამბავი საიდუმლოდ შეგვენახა. მაგულის მშობლებმა ჩამოსვლისთანავე მღვდელს აკურთხებინეს სახლი. ყველა ოთახში ხატები დააბრძანეს. 
 მე მას შემდეგ იმ სახლში აღარასდროს დავრჩენილვარ, როგორც მაგული ამბობდა შემდეგ, ასეთი კოშმარული ღამე აღარ განმეორებულა. თუმცა ხანდახან იშვიათად, როცა სძინავს გრძნობს, რომ თითქოს ვიღაც თმაზე ეხება. ხანდახან ბავშვის ტირილის ხმაც ესმის, მაგრამ ფიქრობს, რომ იმ ღამის მოგონებების ბრალია ეს შეგრძნებები. 


კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 667 | დაამატა: IpsyChoGirly | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3
2013-04-04 Spam
vaime dzalian momewona ) ^^