მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 30 » Confident. Part=1=
6:52 PM
Confident. Part=1=
Confident. Part =1=
New fanfiction about Shay Mitchell and Liam Payne

შეი მიჩელი 20 წლის წარმატებული ჟურნალისტი და მოდელია, რომლის წარსული სრული საიდუმლოებითაა მოცული. ტკივლი, იმედგაცრუება, დამსხვრეული ოცნებები და გაურკვეველი მომავლის შიში მისი ცხოვრების მუდმივ თანმდევად იქცა. ეს გრძნობები არც ლიამ პეინისთვის, ცნობილი ბოიბენდის, One Direction-ის წევრისთვისაა უცხო. ორივე მათგანი ცდილობს წარსულის დავიწყებას და ახალი ცხოვრებით ცხოვრებას, თუმცა ყველაფერი მაშინ იცვლება, როცა ეს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული და იმავდროულად ასე მსგავსი არსება ერთმანეთს ხვდება...



shay mitchell, perfect, pretty little liars, emily fields, girl

harry styles, liam, horan, louis, zayn, 1d, london, styles, malik, one thing, our moment, zayn malik, louis tomlinson, one direction, payne, niall, boys, harry, liam payne, tomlinson, Forever Young, niall horan, midnight memories, thing



-ემა..!-სტუმართა შორის თვალი ემას მოვკარი, რომელიც სამზარეულოდან აცრემლებული გამოვიდა და კიბეები სწრაფად აირბინა, ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოვასწარი, რომ ბრაზისაგან სახეაწითლებულმა მამამ და მოცახცახე დედამ სწრაფი ნაბიჯებით ისე ჩამიერეს, თითქოს ჩემი იქ ყოფნა ვერც შეამჩნიესო-დედა?!-მივაძახე უკვე კიბის ბოლო საფეხურზე მდგომ დედას, თუმცა მუსიკის ფონზე ჩემი ხმა სადღაც უსასრულობაში დაიკარგა

„რა უნდა მომხდარიყო?"-ვკითხე საკუთარ თავს და დაბნეულმა და ცნობისმოყვარეობამორეულმა წინ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი, რომ სწორედ ამ დროს დედას ახლო მეგობარი შემეგება:

-შეი, გილოცავ საყვარელო დაბადების დღეს!-მითხრა და გულთბილად გადამეხვია

-გმადლობთ მისის მერინ!-ნაძალადევად გავუღიმე და კიბეებს ავხედე

-იცი..-საუბრის გაგრძელება უნდოდა, მაგრამ ადგილზე ვერ ვისვენებდი, ამიტომ სასწრაფოდ მოვუბოდიშე, კაბის კალთები ხელებში მოვიქციე, რომ სიარულისას არ წამოვდებოდი და კიბეებს ავუყევი.

მეორე სართულზე მუსიკის ხმა სუსტად აღწევდა, სამაგიეროდ მესმოდა ყვირილის ხმა, რომელიც მშობლების ოთახთან მიახლოების პროპორციულად ძლიერდებოდა.

 ნაბიჯს ავუჩქარე და კარი სწრაფად შევაღე

-მამა!-ამის დაყვირებაღა მოვახერხე, როცა დავინახე როგორ დაარტყა მამამ ემას-კარგად ხარ?-სწრაფად მივიჭერი ემასთან და ნატკენ ლოყაზე ხელი თბილად გადავუსვი, მან კი ტირილისაგან ჩასისხლიანებული ყავისფერი თვალებით უიმედოდ შემომხედა და ტირილს უმატა

-შეი, მოშორდი შენს დას, ის დღეს სამუდამოდ გვტოვებს!-ოთახში მამას მჭექარე ხმა გაისმა, რომელსაც ვერავინ ვერასოდეს უწევდა წინააღმდეგობას

-მამა..-სლუკუნით დაიწყო ემამ

-არ გაბედო და მამა აღარ დამიძახო, თორემ გპირდები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!-საჩვენებელი თითით ემუქრებოდა და თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა, ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ უადგილო კითხვით მდგომარეობას კიდევ უფრო დავამძიმებდი-მოშორდი მეთქი ემას!-დამიღრიალა მამამ, ხელი დამავლო და ემას მკლავებს გამომგლიჯა

-მამა გთხოვ..-ემა კიდევ ერთხელ შეეცადა მამასთან დალაპარაკებას, თუმცა ამან იგი მთლად შეშალა ჭკუიდან ხელი დასარტყმელად ასწია, თუმცა ჩემმა ხმამ შეაჩერა, რომელიც მთელს ოთახს ამაზრზენ ბღავილად მოედო

-გეყოფა მამა!-ძალები მოვიკრიბე და განვაგრძე-არ შემიძლია ვუყურო როგორ ცემ შენს საყვარელ შვილს, მაშინ როცა ის მთელი ცხოვრება იმას აკეთებდა, რასაც მისგან მოითხოვდი-მამამ ხელი მომუჭა და ძირს დასწია-ან შენ დედა.. როგორ დგახარ კუთხეში და ჩუმად ტირიხარ, როცა შენი შვილი ასეთ დღეშია-ხელი ემასაკენ გავიშვირე, რომელიც მოწყვეტით დაეშვა საწოლზე და თავი ხელებში ჩარგო

-გაჩუმდი!-მამამ მუშტი კარს მიარტყა და მომიბრუნდა-შენთვის ლაპარაკის უფლება..

-არ მოგიცია არა?-მის ნაცვლად დავასრულე-ყოველთვის ასე ხდება მამა, ვლაპარაკობთ, როცა შენ მოგინდება, ვიცინივართ, როცა მოგესურვება, ვტირივართ, როცა ამას გადაწყვეტ..

-შეი არ გინდა.. გთხოვ..-ემას ხმა ოთახში უძლურ კვნესასავით გაისმა

ვეღარაფრის თქმა ვერ მოვახერხე, სიტყვები თავში ირეოდნენ, მაგრამ რაღაც ძალა მათ გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა

რამდენიმეწამიანი სიჩუმე მამას ხმამ დაარღვია

-ორივე ჩაალაგებთ ბარგს და ამ სახლიდან სამუდამოდ წახვალთ.. დღეს მე ორი ქალიშვილი დავასაფლავე-წარმოთქვა ხრინწიანი, გაბზარული ხმით და კარებისკენ დაიძრა

-საიმონ..-მთელი ამ დროის მანძილზე პირველად გაისმა დედას ხმა-კიდევ ერთი შანსი მიეცი.. გთხოვ..

-მე ყველაფერი ვთქვი რისი თქმაც მინდოდა-თქვა და კარებში გაუჩინარდა

როგორც კი მამა თვალს მიეფარა მე და დედა მაშინვე ემასთან მივიჭერით

-ჩემო გოგონებო.. ჩემო საყვარლებო..-იმეორებდა აცრემლებული დედა და ორივეს გვეხვეოდა

რამდენიმე წუთის განმავლობაში ხმას არც ერთი ჩვენგანი არ იღებდა, ჩვენს გრძნობებზე ჩვენივე ცრემლები მეტყველებდნენ და შიშისაგან გაყინულ ლოყებს ბრაზის, უიმედობის, იმედგაცრუების შეზავებული ალმურით ცხელ კვალად მიუყვებოდნენ

-წავალ და დაველაპარაკები-თქვა ბოლოს დედამ, სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და განაგრძო-ხო.. ასე მოვიქცევი.. ვეტყვი, რომ თუ თქვენზე იტყვის უარს, მეც სამუდამოდ დავტოვებ აქაურობას

-არ ღირს..-ამოიგმინა ემამ-მამა უარესად გაჯიუტდება, შენც გაგაგდებს მისი ცხოვრებიდან და სრულიად მარტო დარჩება, გთხოვ დედა..არ  დატოვო..მასთან დარჩი..-ემას დედას ხელი ეჭირა და მუდარით სავსე თვალებით სთხოვდა იმ გულქვა არსების გვერდით დარჩენას, რომელსაც მამაჩვენი ერქვა და რომელმაც ასე მარტივად თქვა ჩვენზე უარი..

მუსიკის ხმა შეწყდა, ზედა სართულზე მხოლოდ მანქანების დაქოქვის ხმა თუ ისმოდა

„როგორც ჩანს მამამ სტუმრებიც ჯანდაბის გზას გაუყენა"-გავიფიქრე ჩემთვის და სიმწრისაგან ჩამეღიმა-„ესეც შენი 17 წლის იუბილე"-ჩავილაპარაკე ხმამაღლა, ფანჯარას მოვშორდი და ემასა და დედას ტანსაცმლის ჩასალაგებლად გავყევი.

ტკივლი, იმედგაცრუება, დამსხვრეული ოცნებები, გაურკვეველი მომავლის შიში-ყველა ეს გრძნობა ერთდროულად განვიცადე, როცა სახლის ზღურბლს უკანასკნელად გადმოვაბიჯე ფეხი. ცრემლმორეულმა ბოლოჯერ მოვავლე თვალი სახლს, რომელშიც მთელი ჩემი ბავშვობა მქონდა გატარებული, ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე დედას, რომელიც მტირალი იდგა ფანჯარასთან და ტაქსიში ჩავჯექი

-აქ დამელოდე, მალე დავბრუნდები-მითხრა ემამ, როცა ტაქსმა ლოს-ანჯელესის მთავარ პარკთან გააჩერა

წუთები მიქროდნენ, ემა კი არსად ჩანდა. საათს დავხედე-თითქმის მთელი საათი გასულა.. ტაქსიში ვეღარ გავჩერდი, მძღოლს ვთხოვე მოეცადა მე კი პარკს დავუყევი და ემას ძებნა დავიწყე

-ემა?!-როცა პარკის შუაგულში მუხლმოდრეკილი ქალის სილუეტი დავლანდე მაშინვე მივხვდი, რომ ის უნდა ყოფილიყო, მეც სწრაფად მივირბინე ემასთან, მის გვერდით ჩავიმუხლე-რა მოხდა ემა?-ვკითხე და ამღვრეულ თვალებში კიდევ ერთხელ დავაცქერდი

-დამტოვა შეი, მანაც მიმატოვა..-იმეორებდა და ხელს ხელზე ძლიერად მიჭერდა-ახლა მარტო ვართ.. სრულიად მარტო..-ვერ ვხვდებოდი რას, ან ვისზე მეუბნებოდა, ვერ ვხვდებოდი რას ვაკეთებდით შუა პარკში მიწაზე დამხობილები, რა მიზეზის გავხდით მარტოსულები და რატომ ვგრძნობდი, რომ ემას გარდა მთელი დანარჩენი სამყარო მძულდა...

სამი წლის შემდეგ

მაღვიძარამ რვა საათზე დარეკა, თავი სწრაფად წამოვწიე მაგიდიდან, საწოლისკენ დავიძარი და მის გვერდით, ტუმბოზე მდგარი მაღვიძარა გამოვრთე, შემდეგ კი საწოლზე მოწყვეტით დავეშვი- გამოძინება ნამდვილად მჭირდებოდა, რადგან მთელი ღამე მუშაობაში გავატარე

-ჯეიკი!-თვალები სწრაფად დავჭყიტე, საწოლიდან დაფეთებულივით წამოვვარდი და ჯეიკის ოთახისკენ დავიძარი

-ჯეიკ!-მკლავზე ვაკოცე და მის საწოლზე ჩამოვჯექი-საყვარელო უკვე რვა საათია..-ვეჩურჩულებოდი და კოცნას განვაგრძნობდი- დროა ბაღისთვის მოვემზადოთ..!



shay mitchell, preto e branco, pll, emily fields, love, pretty little liars
ჰაი გაიზ!
აბა როგორ მოგეწონათ პირველი თავი?? ველი თქვენს კომენტაებს, კრიტიკას, შეფასებებს..
პს. ჩემი ძველი მოთხრობა ჩვეულებრივად გაგრძელდება, უბრალოდ რადგან საქართველოში 1დ-ის ბუმია, ძალიან მომინდა მეც დამეწერა მოთხრობა და აი..
გაურკვევლობა რომ არ იქნეს აქვე გეტყვით, რომ უფლება მარიამომ მომცა
5 კომენტარზე გავაგრძელებ
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 951 | დაამატა: Nanosmiler❤ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
2014-02-15 Spam
❤M. Mariamo❤, პარკში,ალბათ ემა,იმ ბიჭს შეხვდა,ვისგანაც ორსულად იყო,და იმანაც მიატოვა ეტყობა.მე ესე მივხვდი,და გავიაზრე biggrin