მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » chemi sakonkurso tema :):):)2
0:03 AM
chemi sakonkurso tema :):):)2



ივლისისთვის შეუფერებელი ცივი ღამე იყო, უკვე პირველი საათი სრულდებოდა, მაგრამ ძილი არა და არ მეკარებოდა.


ჩემს ოთახში ვიყავი ლოგინზე წამოწოლილი და ინტერნეტში დავბოდიალობდი. მალე ნოუთბუქი დავხურე და ტელეფონს დავუწყე წვალება, მაგრამ ვერც მას დავუდე გული. შუქი ჩავაქვრე და დასაძინებლად დავწექი. ფიქრებში ისე გავერთე რომ ვერც კი ვიგრძენი როგორ მომეპარა ძილი. დიდი ხანია სიზმარი არ დამსიზმრებია, იმ ღამეს კი დამესიზმრა თითქოს მე და გუგა ხელიხელჩაკიდებული მივუყვებოდით ზღვის სანაპიროს.უცებ შევჩერდი და მთელი ძლით ჩავეხუტე გუგას.


-რა გჭირს გვანც?(გუგა)

-ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს უკანასკნელად გხედავ.(მე)

-რა სულელი ხარ- მითხრა და შუბლზე მაკოცა.

-მასეც რომ იყოს, სახსოვრად ჩემს მოგონებას დაგიტოვებ..(მე)

-მოგონება? გუგა ხომ არასოდეს მიმატოვებ?(მე)

-არასოდეს(გუგა)

-მპირდები?(მე)

-გპირდები პრინცესა(გუგა)

გუგა ღიმილით დამშორდა და ზღვაში შევიდა.

-გუგა ხომ შემპირდი, რომ სულ ჩემთან იქნებოდი, გემუდარები ნუ წახვალ, გთხოვ. ვკიოდი ბოლო ხმაზე.

გუგა კი თანდათან გაუჩინარდა, მე კი შეშინებულს გამომეღვიძა.

მაშინვე დავხედე მობიურზე საათს, ცხრა იყო, გუგას ნომერი ავკრიბე და დავურეკე.

პირველივე ზარზე მიპასუხა.

-ხო ჩემო სიხარულო.(გუგა)

-სად ხარ? ხომ კარგად ხარ?(მე)

-გვანც დილის ცხრა საათზე სად ვიქნები? სახლში ვარ.(გუგა)

-კაი და დღეს ხომ მნახავ?(მე)

-საღამოს მოვალ, ჯერ რაღაც საქმეები მაქვს, აბა კარგად, გკოცნი(გუგა)

-ოკ, მიყვარხარ(მე)

მთელი დღე გარეთ არ გავსულვარ, გუგას ველოდებოდი, ბოლოს როგორც იქნა მესიჯი მომწერა.

"ქვემოთ გელოდები"

მეც მაშინვე ქვევით ჩავედი, გუგას შევხედე თუ არა მთელი ძლით ჩავეხუტე.-


-რა გჭირს სულელო, არ დამახრჩო..(გუგა)

-გუშინ საშინელი სიზმარი ვანხე, წახვედი სადღაც და მიმატოვე:( :((მე)

-კარგი დაწყნარდი, მე სულ შენთან ვიქნები.(გუგა)

ის საღამო სანაპიროზე გავატარეთ.


ძალიან ბედნიერები ვიყავით. ეს ერთი კვირა უბედნიერესი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მალე ომი დაიწყო და გუგაც წავიდა, იმ დღის მერე სულ იმ ადგილებზე დავიოდი სადაც უბედნიერესები ვიყავით, სულ მარტო ვიყავი, არავის ესმოდა ჩემი, არავის ესმოდა რომ გუგასთან მინდოდა ყოფნა. სახლში ერთი წუთიც არ ვჩერდებოდი, ამის გამო მშობლებთან დიდი პრობლემები შემექმნა, მუდამ ვჩხუბობდით. ერთხელაც ასე გაბრაზებული სახლიდან გიჯივით გამოვვარდი, ნერვებმოშლილი იმ ადგილისკენ მივრბოდი სადაც მე და გუგა ბედნიერები ვიყავით. გზაზე ისე გადავდიოდი რომ არ გამხედავს წინ და უეცრად დიდი ტკივილი ვიგრძენი.მის მერე აღარაფერი მახსოვს. არ ვიცი რამდენხანს ვიყავი ასე, უეცრად გუგას ხმა გავიგონე.

-გვანც შენ უნდა იცოცხლო, უნდა იცოცხლო, ჩემი და ჩვენი სიყვარულისთვის უნდა იცოცხლო, გთხოვ ნუ დამტოვებ მარტოს, გთხოვ... გუგას ხმა მესმოდა მაგრამ თვალებს ვერ ვახელდი. ყველანაირად ვცდილობდი, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს ძალას აღემატებოდა.

უცებ ვიგრძენი ვიგრძენი როგორ დამეცა სახეზე გუგას ცრემლი.


ის სიყვარულით, უსაზღვრო სიყვარულით და მონატრებით იყო გაჯღენთილი. ცრემლმა თითქოს ძალა შემმატა, ძალა რომელიც აქამდე არ მქონდა და თვალები გავახილე, გავახილე თუ არა მაშინვე მის სახეს შევხედე, რომელიც უსაზღვრო ტკივილით იყო სავსე, ჩემი დაკარგვით სავსე ტკივილით.

-გუგა შენ ხარ? მართლა შენ ხარ?(მე)

-მე ვარ გვანც, შენ როგორც იქნა გონს მოხვედი ჩემო სიცოცხლე. იცი როგორ მანერვიულე? შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ შემეშინდა, რომ თვალებს არ გაახელდი.(გუგა)

-ხო მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი კარგად არის, მეც კარგად ვარ და შენც ჩემთან ხარ..(მე)

-იცი გვანც, დიდი ხანია მინდა რაღაც გთხოვო(გუგა)

-მთხოვე რაც გინდა..(მე)

-მინდა მთელი დარჩენილი დარჩენილი სიცოცხლე ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო, და თითზე ბეჭედი გამიკეთა.

-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მეშინოდა რომ დაგკარგავდი, შენი წასვლის შემდეგ თითქოს ჩემმა ცხოვრებამ ყველანაირი აზრი დაკარგა, ახლა კი შენი ხმა გავიგონე და შენთან ყოფნის სურვილმა მომიყვანა გონს.. ძაან მიყვარხარ გუგა..(მე)

-შენნა სიყვარულმა მომცა ძალა, რომ ყველაფრისთვის გამეძლო. ერთი სული მქონდა როდის გნახავდი და როდის ჩაგიკრავდი გულში.
 
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, ჩვენმა სიყვარულმა კი ყველანაირ განსაცდელს, დროს და ავადმყოფობასაც კი გაუძლო.
კატეგორია: ♥ კონკურსი ☆ | ნანახია: 743 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-01-27 Spam
anukaa ai dzaaan nichieri xarr.udzaanmagresiaa