მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 11 » ჩემი პირველი და დაუსრულებული ჩანახატი!
8:37 PM
ჩემი პირველი და დაუსრულებული ჩანახატი!
არ ვიცი რა დავარქვა,მაგრამ ეს "რაღაც"რამოდენიმე დღის წინ დავწერე.მაშინ ჩემს საუკეთესო მეგობართან,დაქალთან ვიყავი ნაჩხუბარი.უფროსწორად ის იყო ჩემზე ნაწყენი,ერთი მიზეზის გამო.
მე კი დაახლოებით ისე მოვიქეცი,როგორც ეს ამ "რაღაცაში"მიწერია.
ძალიან ვინანე და გვიან ღამით დავწერე.
არ დამისრულებია.
მეორე დღეს ჩემი დაქალი შემოვირიგე,და უკვე ამ ჩანხატის დასრულებაც ვერ მოვახერხე "ბედნიერ გულზე"
მგონი არცაა აუცილებელი დასრულდეს.უბრალოდ ნახეთ და მითხარით,
ყოფილხართ თუ არა იგივე სიტუაციაში თქვენ? :)) 
ყველაფერს პირდაპირ ნუ მიიღებთ,არაა აუცილებელი იგივე სიტუაცია,შეიძლება თქვენ თავზეც გადაიტანოთ__


როდესაც სარკმლიდან შუქი ანათებს,როდესაც ფანჯარას ორთქლი აწვება,როდესაც მიწას წვიმის წვეთი ასველებს,როდესაც ნათელი ბურუსში იხვევა,შენ ზიხარ და უბრალოდ ფიქრობ.თავს აწევ,გაუწვდენელ გარემოს თვალს მოავლებ და იღიმი.არ იცი რატომ?!უბრალოდ იღიმი.გეცინება,რომ წვიმიან ამინდა ყველა თავს აფარებს,შენ კი უბრალოდ წამოდექი,უაზროდ მიმოიხედე და გზა განაგრძე.დადიხარ ისე თითქოს სიცივეს ვეც კი გრძნობ.გეცინება,რომ ყველა შენ გიყურებს და მათ გიჟი გონიხარ.მთავარია შენ იცი რომ გიჟი არ ხარ,უბრალოდ მოგწონს წვიმაში სიარული.
თავის იტანჯავ,იმით რომ სიცივე ძვლებში გატანს და ფიქრობ,რომ ამით შენს დანაშაულს გამოისყიდი.დანაშაული,რომელიც ჩენთვის არაფერი,მისთვის კი ყველაფერი იყო.საუკეთესო მეგობარს გული ატკინე,თავიდან ვერც ვერაფერს ხვდებოდი,ახლა კი ყველაფერი იცი,ყველაფერს ხვდები.გინდა მასთან მიხვიდე,დაელაპარაკო,პატიება სთხოვო,მაგრამ ამას ვერ აკეთებ.
ამაყი ხარ?თუ უბრალოდ........მშიშარა.
არ შეგიძლია დანაშაული აღიარო,უბრალოდ ბოდიში მოიხადო და ამის გამო თავს იტანჯავ.მზად ხარ შენს თავს ზიანი მიაყენო,ოღონდაც მასთან თავის მართლება არ დაიწყო.სიამაყეს ვერაფერს უშვები,მას ჩაჭიდებიხარ.გგონია რომ ნაპირისკიენ მიიწევ,მაგრამ ის უფსკრულისაკენ მიგათრევს,მიგათრევს ისე როგორც ფეხზე დაკიდებული მძიმე ლოდი.
შენ უბრალოდ გზას განაგრძობ.წვიმიან ქუჩაში მიაბიჯებ.შენდა ბედად მას ხედავ,შენსკენ მომავალს.თვალები გინათდევა,გული გიჩქარდება.თითქოს ღმერთმა შენ ფიქრები შეისმინა და მისი თავი ახლა,ზუსტად ახლა,ამ ადგილას გამოგიგზავნა.შორიდანვე ჩანს რომ ვერ შეგამჩნია.მისი მზერა ახლა სულ სხვაგანაა.შენ კი ფიქრობ,როგორ გააჩერო,რომ ყველაფერი აუხსნა.თქვენამდე სულ ცოტა მანძილია,სულ ცოტა დრო მოიფიქრო რას გააკეთებ.უკვე მანაც შეგხედა.შენზე გაბრაზებულმა მზერა აგარიდა.თქვენ ერთმანეთს მიუახლოვდით.შენ მას გახედე,ნაცვლად იმისა რომ გაგეჩერებინა, გზა განაგრძე.თავი ამაყად აწიე დდა ნაბიჯები უფრო მტკიცედ გადადგი.რამოდენიმე წამში ეს ყველაფერი ინანე.
მადლობა ღმერთს,შენ თავთან მაინც შეგიძლია იყო მართალი.და მაინც რას ნიშნავს ეს?სიამაყე თუ უბრალოდ შიში?
როგორ შეგეძლო ამის გაკეთება?როგორ შეგიძლია ამის მერე მას თვალებში ჩახედო.როგორ, შენ ამაყი ხარ თუ უბრალოდ მშიშარა ადამიანი,რომელიც ცდილობს თავისი ნაკლის დაფარვას და თავის გასასამართლებლად მოშველებულ "სიამაყეს"აფარებს თავს! უკვე მეორედ აყენებ შენს თავს ზიანს და ახლა ამ უპატიებელ ცოდვას იბრალებ,იმისთვის რომ...........................................

რას იტყვით?
კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 1162 | დაამატა: holy♡queen | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 131 2 »
2013-04-21 Spam
Dzalian Saintereso Chanaxatia )
Sakutari Tavic Amovicani ) - siamaye , shishi - orive devs ragac dozit chemshi )