მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » ჩემი ჩანახატი
11:19 PM
ჩემი ჩანახატი
ჩემი მორიგი ჩანახატი
♥მეტს არაფერს არ ვიტყვი,უბრალოდ შემოდით და შემიფასეთ♥
♥კრიტიკისგანაც შეგიძიათ არ შეიკავოთ თავი,♥
♥წერის სტილის გარდა ყველა შენიშვნას მივიღებ♥
   


ყველაფერმა დაკარგა ფასი...

"მიყვარხარ","გენდობი","გპირდები","ვიმეგობროთ"...ამის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება...უსასრულოდ...შემიძლია ნათელი მოვფინო მათ-არავითარი იდუმალება და გულწრფელობა აღარ იგრძნობა ამ სიტყვებში...წაიღეთ უფასოდ:"მე შენ მიყვარხარ","მე შენ მეყვარები,"მე შენ გენდობი","მე შენ მჭირდები"....ფიქრებიც აღარ ლამობენ მათზე ფიქრს...ამბობენ:

-მაინც ხომ ტყუილია...ფარსია?!

წავიდნენ....სამუდამოდ დაიმარხნენ ისინი მიწაში...სამუდამოდ ამოიძირკვა ფესვები "გულწრფელობიდან",მაგრამ ამჯერად შიგნით აღარაფერი დარჩენილა...

გაქრა ის დროც,როცა ეს სიტყვები მდუმარებით მოსულ ზღვაზე მდიდარი იყო...ახლა ურჩხულებს ჰგვანან...ორთავიანებს...არა! სამთავიანებს...თავლით უხილავი ბორკილები იმსხვრეოდა გულიდან მათი გაგონებისას და შემდეგ ტკბილი ღვინოსავით ეკიდებოდა მას...გრძნობებით იმუხტებოდა ჩვენი გული...ჯერ ერთ ყლუპს ვსვავდით-"მოგვწონდა",,,შემდეგ მეორეს...მესამეს...და ამ დროს ჩვენსა და ჩვენს შინაგან" მეებს" შორის წარმოსახვითი ომი იწყებოდა...ერთმანეთს ებრძოდნენ-დიდხანს და გაუთავებლად,მაგრამ არც ჩვენ ვიმარჯვებდით,არც-ისინი...ბრძოლის ველზე გულივე იმარჯვებდა...

-გ ვ ი ყ ვ ა რ დ ე ბ ო დ ა...

ყლუპები ჭიქებში გადაიზრდებოდა და ჩვენი არარსებული სკივრი ცარიელი ბოთლებით ივსებოდა...წითელი ღვინის ბოთლებით...ეს ჰგავდა დიდი ხნის ნანატრ სურვილს,რომლის შესრულებაზეც ბავშვობაში უარს გვიცხადებდნენ..

-ვთვრებოდით და ვიძინებდით..

-ეხლაღა გამოვიღვიძეთ...მაგრამ რა მოხდა გუშინ? გუშინწინ? კვირას? 1 წლისწინ? 

2 წლისწინ?...განვლეს დრო-წამებმა...წუთებმა...საათებმა... წლებმა..

მაგრამ რა გვახსოვს?-არაფერი

გაქრა...გაქრა ის დრო,როცა ეს სიტყვები ნანინასავით ჩაგვესმოდა ყურში.....ისინი ჩემი ჩამოუყალიბებელი გრძნობებისა და გონებისთვის ჯერ კიდევ იდუმალებით მოცულნი-ღრმა ინტერესს აღმიძრავდნენ...

ფანჯრიდან ვიყურებოდი...

-თოვდა,ნისლიიყო,წვიმდა..მაგრამ სად გაქრა ის დრო ,როცა ამ დროსაც კი ჩემი გული თბილი იყო...ლაღი...დაუძლეველი...სად გაქრა ის დრო,როცა ამ დროსაც კი ფანჯრიდან მზეს ვხედავდი,მოწმენდილ ცას-ნაზს..ლამაზს...

გაქრა ყველაფერი..დაიმსხვრა...სად გაქრა ის დრო,როცა ამ სიტყვების გაგონებისას შუა გული ატყვევებდა მათ და შემდეგ გასაღებით კეტავდა...გასაღებები იკარგებოდა...

-აი!მხოლოდ ახლაღ ვიპოვეთ ეს გასაღებები...და გააღეს გული :(

სად გაქრა ის დრო,როცა ჩემი გული მთელი სინაზითა და გულწრფელობით ღაღადებდა მათ?!

-იგი ხომ ვერცხლად შეიცვალა...ბრინჯაოდ...სპილენძად...ყველაფერი გაქრა...

ახლა მთელს ამ არემარეზე გაბატონებულ "მკაცრ ყინვას" ვერაფერი ვერაფერს აკლებს :ვერც "სითბო", ვერც "სიყვარული"...

-ღამდება,დღის სინთლე ოთახს ტოვებს...თანდათან ილევა ზამთრის კიდევ ერთი სუსხიანი დღე...სანთელი ავანთე,მაგრამ ალბათ მალე ჩაიწვება-ცოტაღაა დარჩენილი...

ახლა ჩემს გულში სხვა სიტყვები გაბატონდნენ:"მე შენ მიყვარდი".."მე შენ მჭირდებოდი.."

ჩემი შუა გულის ნაწილი მათ დაიპყრეს...

ო,როგორ მინდა ისინი აწმყო დროს დაუბრუნდნენ...ამავსონ...დამიცვან!..

ზოგის გულში მეორე თურმეობითი გაბატონდა...მაგრამ ამ სიტყვების გაუფერულება,ხომ მათი ბრალია?! -რა ექნათ?...-ნანობენ...მაგრამ აღარაფერს აზრი არააქვს.. ყველაფერმა დაკარგა ფასი...

ყველაფერი დაიმსხვა...ჩემს გულისცემას ახლა-ბახი დაედო ფონად..

აი,სანთელიც სამუდამოდ ჩაიწვა....

Tumblr_lvi5bgkpbe1qaay1oo1_500_large



კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 759 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9
2013-02-18 Spam
Chemi Gogoo <33 Kargi Iyoo ♥♥ Momewona Sashinlaad ♥