მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » დეკემბერი » 12 » Worst Dressed Celebs Of 2012 ✩
6:32 PM
Worst Dressed Celebs Of 2012 ✩
ჟურნალმა US Weekly-მა წლის ყველაზე უგემოვნოდ ჩაცმული ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა. რეიტინგი 10 ვარსკვლავისგან შედგება. ✔
✘ სიის სათავეში მომღერალი ნიკი მინაჟი მოხვდა. მართალია ნიკის დიდი ჰონორარები აქვს და არც გარეგნულ მონაცემებს უჩივის, მაგრამ სტილისტი ნამდვილად არასწორად შეარჩია. საზოგადოებაში მომღერლის ყოველი გმოჩენა ნამდვილი სკანდალია და ვარსკვლავის დაცინვით სრულდება. 
✘ ყველაზე უგემოვნოთა სიაში მეორე ადგილი ცნობილი როკ-შემსრულებლის, ოზი ოსბორნის შვილმა, კელი ოსბორნმა დაიკავა. მართალია კელიმ წონაში დაიკლო, თუმცა სტილის დახვეწაზე ამ ფაქტს არ უმოქმედია. ტელეწამყვანს მიაჩნია, რომ მისი იასამნფისფერი თმა და ჩაცმის სტილი ავანგარდულია, მოდის კრიტიკოსები კი თვლიან, რომ კელი ოსბორნი უბრალოდ უგემოვნოა. 

✘ "საპატიო" მესამე ადგილის მფლობელი კეტ გრეჰემია, რომელსაც "რიანას წარუმატებელ კლონს" უწოდებენ. კეიტს შესანიშნავი გარეგნობა აქვს, მაგრამ სხეულის ღირსებების წარმოჩენა ვერცერთ კაბაში ვერ მოახერხა. 

✘ კეტს ფეხდაფეხ მიყვება ელი ფენინგი. გოგონა სულ 14 წლისაა, თუმცა ასაკთან ნამდვილად შეუსაბამოდ იცვამს და ცდილობს ზრდასრულ ქალს დაემსგავსოს. 

✘ რიტა ორა - იგივე ახალი რიანაა. რიანას მსგავსად საზოგადოებას ისიც ჯეიზიმ გააცნო, თუმცა რეპერი ერთ რამეში შეცდა. უგემოვნოდ ჩაცმული პოპ მომღერალი ისეთივე წარმატებული ვერ იქნებოდა, როგორიც რიანაა, რომელსაც სტილის შეუდარებელი გრძნობა აქვს. 

✘ ლედი გაგა - ეს სახელი სიტყვა "ეპატაჟთან" ასოცირდება. გაგა არასდროს აქცევდა ყურადღებას მოდის ტენდენციებს. მისი ორიგინალური ჩაცმულობა მისი იმიჯის ნაწილია და ვარსკვლავი ამის ხარჯზე სულ უფრო პოპულარული ხდება. 

✘ ხლოი სევინი - ზოგი მას მოდის ხატად თვლის, ზოგს კი მისი ექსპერიმენტები აოგნებს.  

✘ ფლორენს უელჩი რამდენიმე ათეული წლით ადრე რომ დაბადებულიყო, მოდის ხატი იქნებოდა. ახლა მას უბრალოდ ჩამორჩენილ ვარსკვლავად მიიჩნევენ. 

✘ ობრი ოდეი: ყოველ ჯერზე ცდილობს პაპარაცები გააკვირვოს ჩაცმულობით, მაგრამ ეს სულ უფრო იშვიათად გამოსდის. 

✘ და ბოლოს კი ჰელენა ბონამ კარტერი, მისი ექსპერიმენტები არც თუ ისე მოწონთ მოდის კრიტიკოსებს. 


მომზადებულია US Weekly-ის მიხედვით. 
____________________________________________
ვუიმე დედა ესენი სულ გაგიჟდნენ? თქვენ მოგწონთ რომელიმე მათგანი? კომენტარებში მიუთითეთ თქვენი აზრი

დაამოწმა და გაალამაზა❤:Tày
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 905 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 10
2012-12-20 Spam
mariam oniani, ნაწილობრივ გეთანხმები <3