მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » თებერვალი » 3 » Carpe Diem
1:29 AM
Carpe Diem


შემოდგომის სუსხიანმა ქარმა ეზოში გაბნეული ყვითელი ფოთლები ააშრიალა, გარშემო გამეფებული ხმაურიანი სიჩუმე გაამეფა და ახალი მსხვერპლის საპოვნელად დასავლეთისკენ დაუბერა...თითქოს ბედმა გაუღიმაო, მსხვერპლიც მალე იპოვა და მთელი ძალით ზვალ-რბილში „დაუბერა", გოგონას ხელებზე ეკლებმა დააყარა და ახლაღა მიხვდა, რომ სახლში შესვლის დრო დადგარიყო, მოაჯირიდან ფეხები ჩამოწია, წამოდგა სკამი თავის ადგილზე დააბრუნა და დიდი რკინის კარის სახელური ფრთხილად ჩამოწია, არ უნდოდა სხვებისთვის ტკბილი ძილი დაეფრთხო...ის ტკბილი ძილი დაეფრთხო რომელიც თვითონ დიდი ხანია არ ღირსებია...ოთახში შესულმა ფრთხილად გაიარა მისაღები ოთახი და საკუთარ ოთახს მიაშურა...მაშინვე თბილ ლოგინში დაწვა, საბანში გაეხვია და ფანჯარაში დაიწყო ყურება...ვერ იძინებდა...ღრმა ბავშვობის მოგონებებმა „თავი შეახსენეს" და ისიც დიდი სიამოვნებით გადაეშვა წარსულში...გაახსენდა საყვარელ ბაბუასთან გატარებული ყოველი წამი, როგორ უყვარდა მასთან ერთად ტყეში სიარული, როგორ დაყვებოდა ყველგან, როგორ უყურებდა მუშაობის დროს, როგორ უყვარდა მასთან საუბარი, ტკბილმა მოგონებებმა თავისი გაიტანეს და ახალგაზრდა ძილის მორევში გადაეშვა...ლამაზი ნაკვთები, მოხდენილი თვალ-წარბი, პატარა, სწორი ცხვირი, ოდნავ გაბუშტული მარწყვისფერი ტუჩები, ცისფერი თვალები, ხორბლისფერი კანი და ღიაფერის თმა, რომელიც იდაყვამდე სწვდებოდა იდეალურად შერწყმოდა ერთმანეთს ამ ერთ არსებაში, ლამაზ სხეულში ლამაზი სულია, შეიძლება მასზე ითქვას...ელენე სულ რაღაც 20 წლის იყო და ცდილობდა უშეცდომოდ ეცხოვრა, თუმცა არც ისე ადვილია ცხოვრების ეკლიან გზებზე უშეცდომოდ სიარული...ძილ-ბურანში მყოფ ელენეს ტკბილი მოგონებები სიზმრის სახით ახსენებდა თავს... გვიანი შემოდგომა იდგა თბილისში, გარშემო ყველაფერი წითელ-ყვითელ ფერებში იყო მორთული, გივი (ელენეს ბაბუა) როგორვ ყოველთვის ადრიანად წამოდგა, ბარი მოიმარჯვა და უკვე ბაღში აპირებდა სამუშაოდ წასვლას, როცა ელენე გადაეღობა წინ, მაშინ 14-15 წლის იქნებოდა

-         ბაბუ სად მიდიხარ ჩემს გარეშე - ყავისფერ თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ

-         სამუშაოდ ბაბუ, ბევრი საქმე დაგროვა - თბილად გაუღიმა საყვარელ შვილიშვილს

-         მეც მოვდივარ, დამელოდე ბოტებს ჩავიცვამ - გოგონა სირბილით შევიდა ოთახში და სულ მალე ბაბუასთან ერთად მუშაობას შეუდგა ბაღში...შუადღემდე ეხმარებოდა ეხმარებოდა, თუმცა დაღლილობამ მაინც თავისი გაიტანა, ელენემ მოჭრილი ტოტების შეგროვებას თავი დაანება, გაგრის ხეზე აცოცდა და იქიდან განაგრძო საქმეში გართული ბაბუას დაკვირვება.

-         ბაბუ იცი რა მინდა ? - სიჩუმე დაარღვია ელენემ -  მინდა ჩემი სიბრე ამ სახლშ გავატარო, მინდა ჩემი შვილიშვილები ყოველ შაბათ-კვირას, დღესასწაულებს ამ სახლში ხვდებოდნენ როგორც ჩვენ , მინდა ისევე ძლიერად უყვარდეთ ეს სახლი როგორც მე... ელენეს მართლა ძალიან უყვარდა წყნეთში, დაჩაზე ამოსვლა...დიდი ეზო, კარგად მოწყობილი სახლი და საყვარელი ბებია-ბაბუა ეგულებოდა აქ...

-         ბაბუ, რა დროს შენი სიბერეა - ხეზე მჯდომ შვილიშილს ამოხედა -  შენთვის ნამეტანი ადრეა სიბერეზე ლაპარაკი, მოდი ჩამოდი გვერდით მომიჯექი

ელენემ მაშინვე შეასრულა თხოვნა და წამებში ბაბუას გვერდით მოკალათდა

-         ბაბუ, ახლა კარგად მომისმინე რასაც გეტყვი დაიმახსოვრე...ეცადე ყოველთვის მართალი იყო შენს სინდისთან, ეცადე ყველა შენი გადადგმული ნაბიჯი სწორი იყოს, მაგრამ თუ შეგეშალა არაუშავს გამოასწორებ, უფალი ყოველთვის გაპატიებს დაშვებულ შეცდომას, მაგრამ სინდისი ყოველთვის შეგახსენებს თავს, ეცადე სუფთა სინდისიც იცხოვრო, ისე იცხოვრე რომ თავაწეულმა გადახედო შენს წარსულს და არ შეგრცხვეს რომელიმე მომენტის გახსენება -  სიყვარულით სავსე მზერით შეხედა შვილიშვილს

-         კი ბაბუ დავიმახსოვრებ - გაუღიმა - იცი რა მაინტერესებს ? როგორ უნდა ვიპოვო ნამდვილი სიყვარული ? ისეთი სიყვარული, რომელიც გულს არ მატკენს...

-         ბაბუ უფრო ადვილი კითხვა ვერ დამისვი ? - გაეღიმა მოხუცს - ცხოვრებაში ადამიანს ყველაფრის პოვნა შეუძლია გარდა სიყვარულისა და სიკვდილის, ეს ორი თვითონ მოგძებნის, გიპოვის სადაც არ უნდა იყო, როცა ამის დრო მოვა... სიყვარული კი არაფრად არ ღირს ტკივილის გარეშე, ტკივილი გვახსენებს, რამდენად ძლიერები ვართ ჩვენ და რამდენად ძლიერად შეგვიძლია სიყვარული....სიყვარული მარტო სიტყვები, ჩახუტება, მოფერება, შვილები, ქორწილი არ არის ბაბუ, სიყვარული უფრო მეტია ვიდრე ეს ჩამონათვალი, სიყვარული პიროვნული მეს ბოლომდე დათმობაა, სიყვარული სხვაზე ბრმად ნდობაა, სიყვარული ერთგულებაა...სიყვარული იმდენად დიდი გრძნობაა, რომ იმსახურებს მსხვერპლის გაღებას ადამიანებისგან, ეს მსხვერპლი შეიძლება ტკივილი იყოს, თუმცა ბაბუ დროთა განმავლობაში ეს ტკივილიც ტკბილ მოგონებად გადაიქცევა, რადგან ეს სიყვარულის თანხმლები მოვლენაა...ერთი რამ კიდევ დაიმახსოვრე ბაბუ, სიყვარულს სიამაყე არ უყვარს, როცა ასპარეზზე სიამაყე გამოდის, მაშინ სიყვარული ქრება, რადგან როგორც გითხარი ნამდვილი სიყვარული : სიამაყეზე, პრინციპეპზე მაღლა დგას...

ელენე სულგანაბული უსმენდა ბაბუას, გონება დაეძაბა და ცდილობდა ყოველი სიტყვა გონებაში ჩაებეჭდა, ბაბუა-შვილიშვილის საუბარი ბებიამ შეაწყვეტინა, რომელიც ორივეს სადილზე უხმობდა...ბებიამ დააბრუნა სიზმრების სამყაროდან

-    ელენე ბებიკო, ადექი, თორემ დაგაგვიანდება სასწავლებელში - შუბლზე ჩამოყრილი თმა გადაუწია...ელენე გაიზმორა, ლოგინზე წამოჯდა, თვალები მოიფშვნიტა და წამოდგა, აბაზანას მიაშურა მოწესრიგდა და კარადა გამოღო...ცოტახნით შეყოვნდა, მაგრამ მაინც მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება: მოკლე შავი ბოლოკაბა, ნაქსოვი ზედა და შავი მეტალით გაწყობილი შუზები ჩაიცვა, თმა აიწია და კუდი შეიკრა, მაკიაჟს არასდროს ხმარობდა და ახლაც არ შეუწუხებია დიდად თავი..სამზარეულოში გავიდა, ბებიას მომზადებული ყავა დალია, შემდგე ჩახუტებით დაემშვიდობა საყვარელ მოხუცებს და ეზოდან გავიდა... მოსახვევიდან კიდევ ერთხელ შეათვალიერა საყვარელი სახლი, რომელსაც კვირის ბოლომდე ვერ ნახავდა, ისეთი შეგრძნება ქონდა თითქოს სამუდამოდ ტოვებდა საყვარელ "ბუდეს"... ნელა გაუყვა გზას გაჩერებამდე, სიზმარზე ფიქრობდა და ბაბუასეულ სიყვარულს ადარებდა...ჯავახიშვილის პირველი კორპუსის წინ , როგორც ყოველთვის უამრავი ხალხი ირეოდა, გოგონამ ეზო მოათვალიერა და მობილურის ძებნა დაიწყო ჩაინთაში, 10 წთიანი ძებნის შემდეგ წიგნებს შორის იპოვა და მეგობართან დაკავშირებას შეეცადა

-    ნატა სად ხარ ? - ნაზი ხმა ტელეფონში გაისმა

-    თითქმის მოვედი ელე, აი უკვე კიბეებზე ამოვრბივარ - ტელეფონი გაუთიშა მეგობარს.

ნატა და ელენე სკოლის მეგობრები იყვნენ, ახლაც ერთ ფაკულტეტზე ჩააბარეს და ერთად განაგრძობდნენ ცხოვრებას...ელენეს გონებაში მოგოგნებების კორიანტელი დატრიალდა...გაახსენდა სკოლა, კლასი, მეგობრები...როგორი კარგი და შეკრული კლასი ყავდა, ყველა მეგობრობდა ერთმანეთთან და ყველას ძალიან უყვარდა ერთმანეთი...ბოლო ზარი, ბანკეტი, თვალცრემლიანი მასწავლებლები...რა კარგი იყო, როგორ უნდოდა ახლა ისე იმ ასაკში დაბრუნება და სკოლის დერეფნებში ნატასთან ერთად სირბილი

-    ჰეი, ელე არ შევიდეთ - თავზე ნატა წამოდგა

-    უი ვერ შეგამჩნიე, შევიდეთ ხო - თბილად გაუღიმა მეგობარს

-    ელე ხო გახსოსვს ამ შაბათ-კვირას კლასელები ვიკრიბებით თან სრული შემადგენლობა ვიქნებით - ყურებამდე აუვიდა ღიმილი ნატას, ხელკავი გამოსდო მეგობარს და გრძელ დერეფანს გაუყვნენ

-    სრული შემანდგენლობა ? ნატა შენ იმის თქმა გინდა, რომ ირაკლი - სიტყვები ყელში გაეჩხირა და წინადადების დასრულება ვეღარ შეძლო

-    ხო, ელე ირაკლი საქართველოში ჩამოვიდა - მის მაგივრად დაამთავრა წინადადება

გოგონებს ხმა აღარ ამოუღიათ ისე მიახლოვდნენ აუდიტორია, ელენეს ფერი დაკარგვოდა და გული საშინლად სწრაფად უცემდა, არ ჯეროდა რომ ორი წლის მერე მას ისევ ნახავდა, ისევ გაიგებდა მის ბოხ ხმას, ისევ დაიკარგებოდა მის მწვანე თვალებში...ისე რომ არც გაუაზრებია აუდიტორიის ბოლოში გავიდა და განმარტოებით დაჯდა ფანჯარასთან, ნატა მიხვდა, რომ ახლა მეგობარს მარტო დარჩენა სჭირდებოდა და ხელი აღარ შეუშლია, მისთვის...

პირველად...

11 კლასში იყვნენ, როცა ირაკლი მათ პარალელურ კლასსში გადმოვიდა, ხოლო ერთ წელში მათ კლასსში...საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ელენს მეხსიერებას ირაკლისთან დაკავშირებული ყოველი მომენტი ზუსტად ქონდა ღრმად გონებაში ჩაბეჭდილი, დიდიხანია არ გახსენებია, თუმცა იმის გააზრებამ რომ მას კიდევ ნახავდა მოგონებათა ამოფრქვევა გამოიწვა, ისე თითქოს დიდიხნის მიძინებულმა ვულკანმა გაიღვიძა... უამრავმა მოგონებამ ფილმივით დაიწყო ტრიალი...პირველი რაც მეხსიერებამ გაახსენა მათი პირველი შეხვედრა იყო...გაკვეთილი დიდიხნის დაწყებული იყო, ელენეს და ნატას ბუფეტიდან ამოსვლა დააგვიანდათ და ახლა ორივე მთელი ძალით გარბოდა საკლასო ოთახისკენ, ნატა ისე ჩქარობდა, არც კი შეუმჩნევია როგორ ჩამორჩა ელენე...დაღლილობისგან ძლივს სუნთქავდა, კიბეებთან 2 წამით შეისვენა და შემდეგ ისევ მთელი ძალით გაიქცა, თავი დახრილი ქონდა და არც კი შეუმჩნევია კალიდორიდან მომავალი ირაკლი...მთელი ძალით შეასკდა უცნობს და ორივე ძირს დაეცა, ირაკლი მის ზემოდან მოექცა... გაბრაზებული მალევე წამოდგა, გოგონას არც კი მიხმარებია ისე დაიწყო შარვლის ფერთხვა

-    რა თავაზიანი ბრძანდებით - ფეხზე წამოდგა ელენე და ირაკლის მიბაძა

-    შენ დამეჯახე და კიდევ ჩემთან გაქვს პრეტენზია ? - ირონიის კილოთი დაუბრუნა პასუხი

ელენემ შარვლის ფერთხვას თავი დაანება და ირაკლი შეათვალიერა, მაღალი, შავგრემანი ბიჭი იდგა მის წინ...დიდი ტუჩები, მწვანე უძირო თვალები ყველა გოგოს აკარგვინებდა თავს...ოდნავ ჩაჩაჩული მუხლზე გადახეული ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი მაისური და ტყავის კურტკა მის სიმპატიურობას უფრო უსვამდა ხაზს, თუმცა ასევე მიანიშნებდა, რომ ის ტიპური „ძველი" ან უფრო სწორი ნათქვამი იქნებოდა „მაგარი" ბიჭი იყო

-    როგორც ჩანს ჯელტმენები დინოზავრებთან ერთად გადაშენდნენ - გაუღიმა ელენემ და კლასისკენ წავიდა

ბიჭმა მანამდე გააყოლა თვალი სანამ კლასში არ შევიდა გოგონა, თავისთვის ეშმაკურად ჩაიცინა და ისიც კლასისკენ წავიდა


რასაც ქვია საუკუნეა არ დამიწერია, რაღაც ვეღარ ვუდებდი ამ ბოლო დროს გულს...რა გამოვიდა თქვენ შეაფასეთ, ბევრი თავი ნამდვილად არ ექნება...სავარაუდოდ 10 თავიანი მოთხრობაა ან უფრო ნაკლები...თუ გინდათ რომ სურათებით გავაფორმო პერსონაჟების სავარაუდო კანდიდატები თქვენ მოიფიქრეთ, მე ვერ მოვიფიქრე ვერავინ ♥ ველოდები კრიტიკას და შეფასებას ♥
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 997 | დაამატა: -Skippy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2014-02-03 Spam
essmotxroba sadgac maq wakiitxuliii .. :))))))))))))))) magram ar maxsoovs sadd