მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 1 » Broken Mirror !..
9:29 PM
Broken Mirror !..
Broken Mirror !..
დანარჩენი იხილეთ სრულიადში

ლორენი და მიშელი მეგობრები იყვნენ, ლორენი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მიშელი მას ეხმარებოდა სახლის მოწყობაში. სარკეს რომ კიდებდა ლორენს იგი ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა. ლორენმა ნამტვრევების მოწმენდა დააპირა. მიშელი არწმუნებდა, რომ არ შეხებოდა სარკის ნასხვრევებს, 7 საათის მანძილზე, რადგან სარკის გატეხვის შემდეგ მას ექნებოდა უიღბლო 7 საათი, ხოლო თუ ახლავე მოგავდა სარკის ნამტვრევებს, მაშინ ექნებოდა უიღბლო 7 წელი. მიშელის დაჟინეული თხოვნით, ლორენმა თავი ანება სარკეს და დაინიშნა 7 საათი. თუმცა მას არ სჯეროდა ამ ცრურწმენის.ლორენი მეცადინეობდა, წერდა, როცა საათს დახედა. უკვე 3 საათი გასულიყო მაგრამ არაფერი ცუდი არ მომხდარა. გაიცინა მიშელის ნათქვამზე და წერა განაგრძო. კალმიდან მელანი გადმოვიდა, რვეული და ხელი დაუსვარა. ხელის დასაბანად რომ მივიდა წყალი აღარ მოდიოდა. სულ ეს არის უიღბლობა, კვლავ გაეღიმა ლორენს. 
7 საათის გასვლამდე ნახევარი საათიღა იყო დარჩენილი, როცა უეცრად შუქი ჩაქრა, ლორენმა სანთელი აანთო და დენის გადამრთველისკენ გაემართა სიბნელეში. უკვე ღამე იყო. გადამრთველს რომ ხელი მოკიდა, დენმა დაარტყა, სანთელი ხელიდან გაუვარდა, ძირს დაეცა და ცეცხლი მოეკიდა. ლორენმა თავისი მოსასხამი დააგდო ცეცხლზე და ჩააქრო. გოგონა შიშმა აიტანა. საათის სანახავად გაიქცა, რამდენი დრო დარჩა 7 საათის გასვლამდე. სულ რამდენიმე წუთი იყო დარჩენილი, როცა კარის ხმაური მოესმა. ბნელოდა. ფანჯრიდან კაცის ლანდი დაინახა. მძარცველი ცდილობდა სახლში შემოჭრას. ლორენმა ტელეფონი აიღო და რეკავდა. ამასობაში 7 საათიც ამოიწურა, შუქი მოვიდა, კარიც გაჩერდა. ლორენმა იფიქრა პოლიციის მოსვლამდე სარკის ნამტვრევებს მოვაგროვებო და თავის ოთახში გაემართა. ნამსხვრევები რომ მოაგროვა და მათი აქანდაზით აღებას აპირებდა, ფანჯრიდან უეცრად მძარცველი შემოვარდა, სარკის გატეხილ ჩარჩოს ფეხი წამოკრა და პირდაპირ სარკის ნამტვრევებზე დაეცა გულდაღმა. მძარცველი კვლავ წამოხტა. მას გულში სარკის ნატეხი ჰქონდა შერჭობილი. პოლიციაც მოვიდა. ამის შემდეგ ლორენი ყოველთვის ერიდებოდა სარკის გატეხვას და თავის მეგობრის სიტყვების ჭეშმარიტებაც ირწმუნა. თუმცა საკითხავია, და მაინც ეს იყო უბრალოდ დამთხვევა თუ პარანორმალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე?... 

(მე პირადად არ მჯერა ასეთი რაღაცეების, რადგან გატეხილ სარკეში ბევრჯერ ჩამიხედავს. თქვენ რას ფიქრობთ? : )

M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 715 | დაამატა: Nina♥You | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 1
2013-04-02 Spam
uime cota ki shemeshinda mara ravici mainc ar mjera :ddd kargi siaxleaa ♡