მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 24 » BFF
10:08 PM
BFF

BFF

for me, they are everything<33

იმედია მოგეწონებათ<33


მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს

 მეგობარი არის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ

 შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი

 როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს?

 როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა 

მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე 

 ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა

შენმა მეგობრობამ სული გამინათა,

გული გამითბო და სევდა გამიფანტა.

დაბლა დაცემული ცაში ამიტაცა,

ცხოვრება დაბინდული, ნათლად დამიხატა.

გაიგო ნაღველი და იმედი ჩამისახა,

ბნელი გამიფანტა, სიცოცხლე გამიხარა.

რწმენადაკარგულს პირჯვარი გადამსახა

გამიფრთხილდიო, ასე დამიბარა

 ნამდვილი მეგობარი არის ის, ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ

 მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები 

 მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის

 მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ

როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა 

 ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენი მეგობარი იქნება და არა მხოლოდ ლხენისას, არამედ გაჭირვებასიც

 მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებული

ჩვენი მეგობრობა, ჩვენი სიყვარული,

ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,

ჩვენი მეგობრული სიყვარული,

სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,

ჩვენი მხიარული სახეები

არასდროს მწუხრით შეცვლილიყოს,

ჩვენი უცოდველი ნაბიჯები, 

მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.

გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,

სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ, 

ცხოვრების მკაცრი კანონები,

ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,

ღმერთი გვფარავდეს და მუდამ, 

მისი მორჩილები ვყოფილიყოთ !

საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია.


ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია ზოგი მეგობარი კი


ძმაზე მოყვარულია


ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია.


ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს


მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.

მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.


თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.


კარგმა მეგომრობამ კიდევ ის იცის, რომ რაც მოხდება, ურთიერთს პირში უნდა უთხრან და მოურიდებლად; დაფარულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს რა.


თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.

უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგორც ძვირფასეულობა. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, განსაკუთრებით ყურადღებიანნი ვიყოთ მეგობრისა და საერთოდ, ადამიანის არჩევაში, რომელსაც საკუთარ სულს ვანდობდით.

მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? და შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილებაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს.

მეგობრობა ეს ისეთი რამ არის, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის, ყველა ნივთის უქონლობას აიტან, უმეგობროდ თავს ვეღარსად გაიტან

კატეგორია: ♥ ფოტო ART ♥ | ნანახია: 684 | დაამატა: anukaanka♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
კვირა
2024-05-05
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz