მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » მარტი » 28 » ბერმუდის სამკუთხედი♥
10:05 PM
ბერმუდის სამკუთხედი♥
 
ბერმუდის სამკუთხედი♥
ადგილი სადაც უცნაური შემთხვევების შედეგად გემები და თვითმფრინავები ქრებიან
დანარჩენი სრულიადში

ბერმუდის სამკუთხედი მაიამის, პუერტო-რიკოსა და ბერმუდის კუნძულებს შორის მდებარეობს. პირველი უცნაური შემთხვევა 1840 წელს დაფიქსირდა. ნასაუს პორტის (ბაჰამის კუნძულები) მახლობლად ფრანგული გემი "როზალი" აღმოაჩინეს. გემზე ხელუხლებელი იყო ბარგი, არ აღენიშნებოდა დაზიანება, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ეკიპაჟის წევრები გამქრალიყვნენ. იგივე განმეორდა 1902 წლის 20 ოქტომბერს - ოთხანძიანი გერმანული სავაჭრო გემიდან ეკიპაჟი გაქრა. პროდუქციაც და გემიც ხელუხლებელი იყო.

1918 წლის 4 მარტს ბარბადოსის პორტიდან მანგანუმის მადნით დატვირთული ამერიკული გემი "ციკლოპი" გაემართა. 18-მეტრიანი გემი, რომელზეც 309 ადამიანი მსახურობდა, ბალტიმორის პორტში უნდა შესულიყო, მაგრამ გაუჩინარდა. ეს პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა. ამ პერიოდში ატლანტის ოკეანეში გერმანული წყალქვეშა გემები მოძრაობდნენ და გაჩნდა ვერსია, რომ "ციკლოპი" მათ ჩაძირეს. მაგრამ სიგნალი დახმარების თხოვნით არსად დაფიქსირებულა, თანაც, გერმანელებს ასეთი ძვირფასი ტვირთით სავსე გემი რომ ჩაეძირათ, ამ ამბავს მთელ მსოფლიოს მოსდებდნენ. რადგან სამხედროებმა ვერ ახსნეს "ციკლოპის" გაუჩინარების მიზეზი, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ვუდრო უილსონმა ასეთი განცხადება გააკეთა: "მხოლოდ ღმერთმა და ზღვამ უწყის, თუ რა შეემთხვა გემს".

გემების გაუჩინარებას (XX საუკუნის დასაწყისში 15 გემი "აორთქლდა"), თვითმფრინავების გაქრობაც მოჰყვა. 1945 წლის დეკემბრის დასაწყისში ბერმუდის სამკუთხედში 5 ამერიკული ბომბდამშენი გაუჩინარდა; აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაიკარგა მათ საძებნელად გაგზავნილი თვითმფრინავი. 1953 წლის 2 თებერვალს ბერმუდის სამკუთხედის ტერიტორიაზე დაიკარგა ინგლისის სამხედრო თვითმფრინავი, რომელზეც ეკიპაჟის 39 წევრი იმყოფებოდა. ანომალიურ ზონასთან მიახლოებისას შეწყდა რადიოკავშირი და იგი არც სამხედრო ბაზაზე დაბრუნებულა... გამქრალი გემებისა და თვითმფრინავების ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ სიას "ანიტათი" დავასრულებთ: 1973 წლის მარტში ნორფოლკის პორტიდან ჰამბურგისკენ ქვანახშირით დატვირთული გემი გაემართა; ბერმუდის სამკუთხედის მახლობლად შტორმში მოხვდა და ჩაიძირა. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ზღვაში ერთადერთ სამაშველო რგოლს მიაგნეს, რომელსაც გემის სახელი - "ანიტა" ეწერა.

ბერმუდის სამკუთხედი დღემდე შიშის, საოცრებისა და ამოუხსნელი ანომალიის ზონად მიიჩნევა.
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 1020 | დაამატა: -MaaR♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2012-04-01 Spam
es vici ert ert jurnalshi ecera