მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » ამეკვაიტე ყველა ფიქრებში
10:19 PM
ამეკვაიტე ყველა ფიქრებში
ამეკვაიტე ყველა ფიქრებში,
დარდში,სიცილში,ცრემლშიც- თუ გნებავს,
აკრძალულია ჩემთვის ნუგეში,
ამ სიყვარულის არ მაქ უფლება.

დილას- მზილ სხივით გეჩურჩულები,
დღე- შენს ნაფეხურს დავსდევ კვალდაკვალ,
შემოგიჩრდილე ფეხის გულები,
და მზერას გპარავ,ღამით-თვალდათვალ

ამოსუნთქვიდან ამოსუნთქვამდე,
გულს ჩაგიტნევ და თან ამოგყვები,
მონატრებიდან მონატრებამდე,
შენსკენ სავალ გზებს კვლავ გამოვყვები.

მერე, ფერებით მოგაჯადოვებ,
მკერდს დაგებნევი როგორც თილისმა,
სხვისი ხარ, მაგრამ ჩემთან დაგტოვებ,
რაც უნდა სული კორტნოსსინდისმა.

იცოდე,როცა სხვას შეიყვარებ,
კრძალვით სიშორეს მე დაგპირდები,
გეტყვი,თავს ალბათ ვერ შევიკავებ,
- მე შენ მიყვარხარ, კი არ მჭირდები.

კატეგორია: ♥ ლექსები | ნანახია: 806 | დაამატა: -Marye♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2012-01-16 Spam
dzaan magari leqsia momewona:*