მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » ა.ბ.გ.დ....–ბლიცი
4:11 PM
ა.ბ.გ.დ....–ბლიცი
 
ა - არსებობა... ადამიანი მუდმივად იბრძვის არსებობისთვის, დაბადებამდეც...

ბ - ბრძოლა... როგორ მღლის ამდენი ბრძოლა და რა ადვილია დამარცხდე...

გ - გული... ნეტა რად მინდა თუ მაინც სულ მტკივა, არ ჯობია სულ არ მქონდეს?

დ - დარდი... ჩამხედეთ თვალებში...

ე - ეკლესია... იმდენი ხანია არ ვყოფილვარ, ახლა მისვლის მეშინია... ელენე...

ვ - ვერხვი... იუდამ ჩამოიხრჩო თავი...

ზ - ზამთარი... მეზიზღება ზამთარი...

თ - თოვლი... მეზიზღება თოვლი...

ი - ივლისი... მე დავიბადე, ის გავიცანი, ცხელა...

კ - კოცნა... პირველი მაინც სულ სხვაა...

ლ - ლექსი... ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი...

მ - მუსიკა... მუსიკა... მუსიკა... მუსიკა... მუსიკა... მუსიკა... მუსიკა... მუსიკა... მუსიკა...

ნ - ნობათი... ეს ისე, გამახსენდა უბრალოდ...

ო - ომი... განა მარტო იარაღით, ომი საკუთარ თავთან, თვითგანადგურების მიზნით დაწყებული ომი, ავტოგენოციდი...

პ - პეპელა... უმწეო...

ჟ - ჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა...

დანამა, დანამა, დანამა, დიდი მინდორი დანამა...

ვინც ჩვენზე ცუდი რამე თქვას, გული გაუპოს დანამა...

დანამა, დანამა, დანამა, გული გაუპოს დანამა...

რ - რობიზონ კრუზო... რა კარგი იქნებოდა ცოტა ხნით მეც რობზონად ვქცეულიყავი... დავიღალე საშინლად, მარტოობა მინდა და არავითარი პარასკევა...

ს - სიყვარული... რა მომიტანა სიყვარულმა დამცირების და ტკივილის მეტი? რა უნდა აქ, ამ სიაში? სისულელეა სიყვარული მე თუ მკითხავთ... მაგრამ მე ალბათ არავინ მკითხავთ...

ტ - ტკივილი... სიკვდილივით მეშინია ტკივილის... არა სიკვდილზე უფრო მეშინია ტკივილის და მაინც სულ მტკივა...

უ - უუუუუ...უუუუუ...უუუუუ... უსასრულობა... ნეტავ სად აქვს დასასრული უსასრულობას...

ფ - ფიქრი... მიყვარს ფიქრი და ასე მგონია ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანში ფიქრია...

ქ - პატარა, ხის სახლი რომ დგას ხოლმე ტყეში, ზღაპრის გმირები რომ ცხოვრობენ. ფიფქიამ სადაც ჯუჯებს მიაგნო... არ მინდა ამ სიტყვის დაწერა, მაგრამ ყველაზე მეტად მტკივა დღეს ეს სიტყვა... პატარა ხის სახლი... და ქრისტე...

ღ - ღმერთი...

ყ - ყვავილი... რა საოცარია, როცა ერთსა და იმავე საგანს ორი რადიკალურად სხვადასხვა დანიშნულებით იყენებენ...

შ - შიში... მე სიზმრების მეშინია მაგალითად...

ჩ - ჩურჩული... ყოველთვის მაშინებდა მოჩურჩულე ადამიანები...

ც - ცრემლი... უკანასკნელად როდის ვიტირე მართლა არ მახსოვს... ეს იყო დიდი, დიდი, დიდი ხნის წინად...

ძ - ძეწნამ ალერსით ამავსო,

იჭვებით ნაავადარი...

წ - წამი... წუთი... მოლოდინში გასული ყოველი წამი საშინელებაზე უარესია...

ჭ - ჭერამი... ლამაზია როცა ყვავის...

ხ - ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა... არახილული მაფიქრებს, მაგრამ ხილული გაცილებით ჩამაფიქრებელია...

ჯ - ჯოჯოხეთი... არსებობს ალბათ სადღაც... ხოგი სიცოცხლეშივე იქმნის ჯოჯოხეთს... არ ვისურვებდი იქ მოხვედრას თუკი მართლა არსებობს...

ჰ - ჰაერი... ეს ყველას ჭირდება...

 

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 603 | დაამატა: anibelieber:)) | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2012-01-28 Spam
madlobbt bavshveboo shevecdebiiiii rom davddooo aaa hearts hearts hearts