მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 14 » 10 ხერხი იმისთვის, რომ თქვენი დილა უკეთესი გახადოთ
7:21 PM
10 ხერხი იმისთვის, რომ თქვენი დილა უკეთესი გახადოთ
SCHOOL
10 ხერხი იმისთვის, რომ თქვენი 
დილა უკეთესი გახადოთ
- ხვალ სკოლაა, ამიტომ ეს რჩევები გამოგადგებათ - 
- დაკომენტარება არ დაგავიწყდეთ! -

1. აუცილებლად მიირთვით საუზმე. ეს დაგეხმარებათ პოზიტიური განწყობის შექმნაში.

2. გაამზადეთ ტანსაცმელი, ლანჩი, სპორტული კლუბის ჩანთა საღამოს. ეს გაგიადვილებთ დილით დრო არ გააცდინოთ ფუჭად და დროზე გახვიდეთ სახლიდან.



3. გაიღვიძეთ ძალიან ადრე. ბევრი ცნობილი ადამიანი იყენებს ამ ხერხს, რათა უფრო მეტი დრო დარჩეთ საკუთარი თავისთვის. თუ თქვენ დილის ის ნახევარზე გაიღვიძებთ, მალევე მიხვდებით რამხელა ცვლილებას მოახდენს ეს თქვენი ცხოვრების წესზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ დაგავიწყდეთ, რომ ადრე უნდა დაიძინოთ, რათა ძილი გეყოთ.

4. თუ თქვენი მაღვიძარა დილით დიდხანს რეკავს, დააყენეთ ის ადრე. ასე თვენ მოახერხებთ არ დაიგვიანოთ დანიშნულების ადგილას.



5. მიირთვით უზმოზე დიდი ჭიქით გაყინული წყალი, ის დაგეხმარებათ მყისიერად გამოფხიზლდეთ.

6. დაუთმეთ თქვენს თავს 20 წუთი მაინც სანამ დღის რუტინაში ჩაებმებით.


7. აჩუქეთ თქვენი ყოველი დილის 5 წუთი მედიტაციას. ეს დაგეხმარებათ მოახერხოთ კონცენტრირება მთელი დღის მანძილზე თქვენს საქმეზე.

8. გაიარეთ მცირე მანძილი ფეხით, სანამ მუშაობას დაიწყებთ. ეს თქვენს სასიამოვნო განწყობას მნიშვნელოვნად დაეხმარება.



9. დახარჯეთ 5 წუთი ყოველ დღე გადახედოთ თქვენს გეგმას. ეს დაგეხმარებათ იცოდეთ, რა უნდა აკეთოთ მთელი დღის მანძილზე.

10. მოუსმინეთ მუსიკას სანამ საუზმობთ და იცმევთ. კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ეს დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე.

კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 850 | დაამატა: ✞Ultraviolet✞ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7
2013-10-15 Spam
me 8is naxevarze vdgebi ://:D kargi siaxlea momewonaa))