მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

 ბლოგი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 6 » Believe In YourSelf ♡ And EveryThing Is Possible *))
8:02 PM
Believe In YourSelf ♡ And EveryThing Is Possible *))
ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჩვენთან ერთი გოგო არ მოვიდა

მან ჯასტინს ხელი დაადო, ჯასტინმაც გახედა მერე კი იმ გოგომ აკოცა... რასაც ქვია გავოგნდი. გაკვირვებული სახით ვიყურებოდი ვერაფერი გავიგე. ვინ იყო ეს გოგო ან რატომ კოცნიდა ჯასტინს? ჯასტინმა გამომხედა ჩაიცინა და თქვა
-კარგი ნუ ხარ ეგეთი გაკვირვებული ეს კიმია ჩემი შეყვარებული - კიმმა გამომხედა, გამიღიმა და მითხრა
-შენ ალბათ ელენა
-სწორად მიხვდი მე ელენა ვარ
-შენზე ბევრი მსმენია... ჩემთვის ასე რომ ვთქვათ „გმირი" ხარ
-გმირი? ასეთი რა გავაკეთე? - და ძალიათ გავუღიმე
-შენ მოახერხე ის რაც მე ერთ წლის მანძილზე ვერ მოვახერხე
-რა? ასეთი რა მოვახერხე?
-ჯასტინის დღურის ნახვა - ამაზე მეც და ჯასტინმაც ჩუმად ჩავიცინეთ, მერე კი ჯასტინი კიმს მიუბრუნდა და უთხრა
-მთხოვე და არ განახე?
-მილიონჯერ მაგრამ შენ მხოლოდ ერთ პასუხს მცემ ეს პირადულია
-მართლა? - გავიკვირვე - ისევ ეს ბანალური პასუხი?
-ისევ? კიდევ როდის თქვა? - მკითხა კიმმა
-მის ყოფილ შეყვარებულს უთხრა ერთხელ smile - მე მითხრა როცა სტატია წავიკითხე :)
-და ის არ უთქვამს რატომ არ ანახებდა? - და ისევ ჯასტინს გახედა
-კი უთხრა... იმიტომ არ ანახებდა რომ არ უნდოდა მისი გრძნობების შესახებ ვინმეს გაეგო - და ჯასტინს თვალი მოვარიდე
-მაგრამ შენ ხომ განახა
-და ვინ თქვა რომ მანახა?
-ოოო.... წავედი მე გადაღებებს უნდა დავუბრუნდე... თქვენ კი მანამდე... ანდა რაც გინდათ ის ქენით - თქვა ჯასტინმა და გადასაღებ მოედანზე წავიდა
-საერთოდ არ შეცვლილა - ჩავილაპარაკე მე... მერე კი კიმს ის კითხრვა დავუსვი რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა - კიმ სად გაიცანით ერთმანეთი?
-ჩვენ? ჩვენ ერთმანეთი სტელამ გაგვაცნო
-სტელამ? - და თვალები ცრემლებით ამევსო... 
-ხო სტელამ 31 დეკემბრის ღამეს
-როდის? - თვალთ დამიბნელდა... მივხვდი რომ ეს სტელამ განგებ გააკეთა, რადგან კარგად იცოდა რომ ეს გამჟღავნდებოდა და უნდოდა რომ ჩემთვის ისევე ეტკინა გული როგორც მე ვატკინე ჯასტინს
-ხო 31 დეკემბერს... რომანტიკულია არა? 
-კი ძალიან...
-მე ჯასტინის ერთი უბრალო ფანი ვიყავი, მერე სტელა გავიცანი, სტელამ კი ჯასტინი გამაცნო
-და შენ და ჯასტინი რამდენ ხანში გახდით შეყვარებულები? - გეფიცებით ყოველ მის სიტყვაში ჩემს ისტორიას ვკითხულობდი და ძალიან მკტიოდა გული. თავში მხოლოდ ჯასტინის სახე მიტრიალებდა... ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა... გული გასკდომაზე იყო. ვგრძნობდი რომ ძველი გრძნობა, რომელიც უკვე გამქრალი მეგონა, გულის რომელიღაც კუნჭულიდან გამოდიოდა, ნაცარს იშორებდა(რომელიც მე მივაყარე) და მთელ გულს იკავებდა. ცრემლები სადაც იყო უნდა გადმოსულიყვნენ... გრძნობა ამოდიოდა და ამიდიოდა, უკვე გული ვეღარ იტევდა და ამოფეთქვას ლამობდა... სწორედ ახლა მივხვდი თუ რამხელა ყოფილა ეს გრძნობდა. ყველაფერი მაშინ გაორმაგდა როცა ჯასტინმა სიმღერა დაიწყო. რას მღეროდა? აი იმ სიმღერას ერთი წლის წინ რომ მომასმენინა ახალი არისო... ამ სიმღერაზე გრძნობდა კიდევ უფრო გაძლიერდა და უკვე ფიქრებსაც მოსდებოდა. ფიქრები მხოლოდ ერთ სიტყვას იძახდნენ „მიყვარხარ"... ეს ის სიტყვა იყო რომლის თქმისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. 
-ძალიან დიდი ხანი... რამდენიმე ხანი ჯასტინი მეუბნებოდა რომ ვერ შემიყვარებდა რადგან სხვა უყვარდა, მაგრამ როგორც ხედავ შემიყვარა - ამ სიტყვებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს ყველაფერი, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო. აი, უკვე გასკდომაზე ვიყავი... ამ ყველაფერს კი სტელაც დაემატა

რომელიც გადაღებებს უყურებდა და თან ჩემსკენ იყურებოდა. აი ახლა მართლა გავსკდებოდი... კიმი რაღაცას მელაპარაკებოდა მაგრამ მე არ ვუსმენდი მხოლოდ სტელასა და ჯასტინს ვუყურებდი... მერე მივუბრუნდი და ვკითხე
-კიმ ჯასტინი რატომ მღერის ახალ წელზე? ჯერ ხომ ახალი წელი ადრეა
-ხო ეგ კითხვა მეც გამიჩნდა... მერე სტელას ვკითხე და მითხრა რომ ეგ სიმღერა მე მეძღვნებოდა... თურმე ჯასტინს ჩემზე დაუწერია, ძაან მაგარია არა?
-სტელამ გითხრა? და ეგ ჯასტინმაც დაგიდასტურა?
-არა ჯასტინმა არ იცის სტელამ რომ მითხრა... არ უნდოდა რომ გამეგო
-რა? - უკვე თავს ვეღარ ვიკავებდი. ტირილი მინდოდა. მაგრამ კიმის წინაშე ხომ ვერ ვიტირებდი და ამიტომ კიმს გამოვეცალე და რომელიღაც ოთახში ჩავიკეტე და ტირილი დავიწყე. როცა კიდევ უფრო ვუფიქრდებოდი სტელას საქციელს, უფრო მეტად მტკიოდა გული და უფრო ვუმატებდი ტირილს...

კატეგორია: Believe In YourSelf ♡ And EveryThing Is Possible *)) | ნანახია: 919 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2024-04-19
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz