მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

 ბლოგი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ((> Always Difficult To Lose A True Love
8:52 PM
((> Always Difficult To Lose A True Love
Justin’s Book
როგორც იქნა საათის ისრები შვიდს გაუსწორდა.... ახლა მხოლოდ წამები მაშორებდა ანას ნახვამდე. სახლში ბოლთას ვცემდი.... აღარ ვიცოდი რა მექნა... ანა აგვიანებდა.... იქნებ არ მოდიოდა? უკვე 10 წუთი გავიდა.... ანა კი არ ჩანს... მე ლოგინზე დავწექი და წერა დავიწყე... 


Ann’s Book
10 წუთი კარებთან ვიდექი... არ ვიცოდი ღრდა თუ არა იქ შესვლა.... არ ვიცოდი იქ რა მოხდებოდა ან რა მელოდა... ძალიან მეშინოდა, ცხოვრებაში ასე ძალიან არ შემშინებია.... ძალიან ძალიან მეშინიაა... მაგრამ მთელი ძალეები რაც კი გამაჩნდა მოვიკრიფე და ზარი მივეცი


Justin’s Book
უცებ კარებზე ზარის ხმა გავიგე... ფეხზე წამოვხტი... ზედა გავისწორე თმები გადავივარცხნე და კარები გავაღე
-როგორც ყოველთვის არა პონქტუალური ხარ - ეს ანა იყო... ჩემი ანა ჩემი პატარა გოგო
-შემომიშვებ თუ აქ ვიდგეთ? 
- ხო შემოდი... - და გადასაკოცნელად გავიწიე მაგრამ ანამ გვერდი ამიარა
-კარგი ეგრე იყოს - ჩემილაპარაკე გულში
-ჯასტინ შეგიძლია დროზე მითხრა თუ რატომ დამიბარე?
-გეჩქარება?
-კი თან ძალიან
-ტყუილები არ გეხერხება
-:) შენ არ შეცვლილხარ
-არც შენ ისევ ისეთი ლამაზი ხარ
-დროზე
-ხო შენი რჩევა მჭირდება ძალიან
-ოჰ.. დავჭირდი ბიჭს
-ანა...
-ხო კარგი... რით შემიძლია დაგეხმარო?
-შენი რჩევა მჭირდება სიმღერასთან დაკავშირებით
-კარგი
-კარგი?
-ხო რა იყო გაგიკვირდა? - მერე იქვე დადებულ ფურცელზე მიმინიშნა - ეს არის?
-ხო - და მივაწოდე... ჩემდა უნებურად მის ხელს შევეხე... ამ შეხებისას აუარებელი სითბო ვიგრძენი... საშინლად მომინდა მისი ჩახუტება კოცნა, როგორც ადრე მისი თმებით თამაში... მისი ყურება... თვალწინ ყველა კოცნამ, ყველა მისმა შეხებამ გადამირბინა... აი, ცრემლები ძლივს შევიკავე... ანამ ფურცელი აიღო და იქვე დაჯდა, მე მივედი და ვუთხარი - როგორც ძველ დროს?
მან კი მიპასუხა - არა როგორც ძველ დროს არა
-რატომ არა? მაშინაც ხომ პირველი შენ ნახულობდი ჩემმს სიმღერებს, და ახლაც ხომ ეგრეა?
-არა მაშინ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, ახლა კი....
-ახლა არ გიყვარვარ?
-არა
-აბა ვინ გიყვარს?
-მხოლოდ მთვარე... მხოლოდ და მხოლოდ მთვარე
-მთვარე?
-ხო მთვარე
-რატომ მთვარე?
-იმიტომ რომ მთვარე არასდროს ქრება... იმიტომ რომ ის ყველგან არის და არასდროს დაგტოვებს... მთვარე არასდროს მოგატყუებს და არასდროს გიღალატებს.... იმიტომ რომ მთვარეა - ამ სიტყვების თქმაზე ძალიან ცუდად გავხდი... თავი დავხარე და ასე ვიყავი რამდენიმე წუთი. მერე კი ანას ვკითხე
-მოგწონს?
-სიმღერა? კი მომწონს მაგრამ მუსიკაზე უფრო კარგი იქნება
-მაშინ ვიმღეროთ
-ვიმღეროთ? 
-ხო ვიმღეროთ ეგ დუეტია
-ააა - მე ავდექი და გიტარა მოსატანად გავედი


Ann’s Book
ასე რთული არასდროს არაფერი ყოფილა ჩემთვის... გული ლამის საგულედან ამომვარდნოდა. აი, მართლა ცუდად ვიყავი... ახლა როგორც არასდროს ისე მინდოდა გაქცევა და ტირილი... ამ დროს ჯასტინიც მოვიდა... ვაიმე!! ის გიტარა ეჭირა მე რომ ვაჩუქე. კარგად დავაკვირდი და წარწერა სადაც დავაწერე იქ ეწერა... ანუ ეს ის გიტარა იყო :(... კიდევ ქონია... ვაიმეე მიშველეთ... მერე ჯასტინი მოვიდა და ის ადგილები მომინიშნა რაც მე უნდა მემღერა... მერე კი გვერდზე მომიჯდა და სიმღერა დავიწყეთ:
რომ დავამთავრეთ ჯასტინმა კარგა ხანი მიყურა... მერე კი მაკოცა... ამ კოცნამ ყველაფერი გამახსენა... აბსოლიტურად ყველაფერი.... გამახსენა გრძნობა რომელიც ჩემს გულში დიდი ხნის წინ ჩავკალი... გრძნობა რომელსაქ მიწა დავაყარე... მაგრამ დღემდე გამოსვლას ცდილობდა, მაგრამ არ ვუშვებდი... ამ კოცნამ კი მიწა მოაშორა და გრძნობა გაანთავისუფლა... ახლა კი მთელ ჩემს გულს დაეპატრონა.... ვერ ვუარყობ ეს კოცნა ძალიან მომეწონა და მეც კოცნითვე ვუპასუხე მაგრამ მერე ხელი გავარტყი...
-ეგ რატომღა გააკეთე? - მკითხა ჯასტინმა
-იმიტომ რომ მაკოცე
-მერე შენ თვითონაც ხომ მაკოცე
-....
-ანა ერთ კითხვას დაგისვამ და გთხოვ გულახდილად მიპასუხე
-კარგი
-მაგრამ მანამდე მინდა გითხრა რომ ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ - ამაზე გული კინაღამ წამივიდა - ახლა კი შენ გკითხავ გიყვარვარ?
მე მოტყუებას სიმართლის თქმა ვამჯობინე და ვუთხარი - კი - ჯასტინს თვალები გაუბრწყინდა მერე კი ისევ მკითხა
-მომცემ ერთ შანს?
-.....არა - და იქედან გამოვიქეცი

კატეგორია: ((> Always Difficult To Lose A True Love | ნანახია: 835 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-04-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz